ერთხელ ნაფიცმსაჯულად

გთხოვთ ფეხზე ადგეთ, სასამართლო მობრძანდება.

ამ სიტყვებმა ყველანაირი ძალა დაკარგა, მაგრამ….

 როგორც ყოველთვის, ახლაც ასეთი სიტყვებთ დაიწყო იმიტირებული სასამართლო პროცესი, რომელსაც ვესწრებოდი მე, როგორც ნაფიცმსაჯული. ყოველთვის მომწონდა სასამართლოებზე დასწრება და მით უმეტეს მონაწილეობა. ჩემი მომავალი პროფესიიდან გამომდინარე იმედია ეს ხშირად მომიწევს.

მოკლედ, დაიწყო პროცესი. განიხილებოდა საქმე, რომელიც დაკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით – განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში. სწორედ ასეთ საქმეზე ესწრება ნაფიცმსაჯული, საქართველოში ეს რეალურად მხოლოდ ერთხელ მოხდა.

თავდაპირველად მოსამართლე გვაძლევდა ნაფიცმსაჯულებს მითითებებს. არ ვიცი ამას იმიტომ აკეთებდა, რომ ყველანი პირველად ვიყავით ასეთი სტატუსით, თუ ფორმალური მხარე იყო. მთავარი ისაა, რომ მხოლოდ რამდენიმე სიტყვა გავიგე მისი ლაპარაკიდან, ჩემი აზრით ერთსა და იმავე წინადადებებს იმეორებდა. მე მხოლოდ ის ვიცოდი, რომ უნდა მომესმინა პორცესისთვის, არანაირი კითხვა არავისთვის არ უნდა დამესვა და ბოლოს უნდა გამომეტანა ვერდიქტი.

პროცესი პროკურომა დაიწყო. დაადანაშაულა  მოქალაქე ილია და ჩვენც მოგვთხოდა სამართლიანი გადაწყვეტილება გამოგვეტანა და მოქალაქე დანმაშავედ გვეცნო. თავის მხრივ დაცვის მხარე არაფერს იშურებდა იმისათვის, რომ გაგვემართლებინა დაცვის ქვეშ მყოფი. ცდილობდა ისიც დაზარალებული გამოეყვანა და ჩვენზე ზემოქმედება მოეხდინა.

განიხილეს მტკიცებულებები. აღმოჩნდა, რომ არც ერთ მხარეს არ ჰქონდა საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ პირი გაგვეთავისუფლებინა, ან დამნაშავედ გვეცნო.

საბოლოო სიტყვა და საბოლოო რეპლიკა წარმოსთქვა ორივე მხარემ, დაგვტოვეს ნაფიცმსაჯულები მარტო და დაელოდნენ ჩვენს საბოლოო ვერდიქტს.

8-ვე ნაფიცმსაჯული თავისას გაიძახოდა, ზოგი ადანაშაულებდა, ზოგი კი პირიქით. მე პირადად უდანაშაულოდ მივიჩნიე მხოლოდ და მხოლოდ მტკიცებულებების არ ქონის გამო. არ მიმაჩნდა სწორად ეჭვის საფუძველზე ადამიანი დამნაშავედ მეცნო. თუმცა ასე მხოლოდ ორმა მივიჩნიეთ, მოვაწერეთ ხელი გამამართლებელ განაჩენს და სხვების აზრს დაველოდეთ. თუმცა ექვსივემ დამნაშავედ სცნო, მაგრამ ვერავინ ვერ ამტკიცებდა რატომ. როგორც ცნობილია, უმრავლესობის აზრი იმარჯვებს.

საბოლოო ვერდიქტი მოსამართლემ წარმოსთქვა, პროკურორებმა ტაში შემოჰკრეს და ყველა გამარჯვებას ულოცავდა. ადვოკატები ცუდ დღეში აღმოჩნდნენ.

არავის არ ვურჩევ ნაფიცმსაჯულად ყოფნას. მთელი დღე რომ ისაუბროთ, მაინც თავდაპირველ აზრზე დარჩება ყველა. ასე რომ, არანაირი აზრი არ აქვს.

ამ პროცესის შემდეგ მივხვდი:

1) მე თუ რამეს მივაღწევ ცხოვრებაში პირველი რასაც ვიზამ ეს იქნება ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტის გაუქმება.

2) დავრწმუნდი, რომ პროკურორი საკმაოდ დიდ ძალას წარმოადგენს, ყველაფერი მის ხელშია.

Leave a comment

6 Comments

  1. Mr. Nomad

     /  January 30, 2012

    ის, რომ ერთმა ექსპერიმენტმა წარუმატებლად ჩაიარა, არ ნიშნავს, რომ სისტემა არ ვარგა🙂 ამიტომ ჯერ გაუქმებაზე ნუ იფიქრებ.

    Reply
  2. საერთოდ მსაჯულების ინსტუტუტი ძალიან კარგია, საჭიროა ის ისე ამოქმედდეს, როგორიც მისი მთავარი იდეა და დანიშნულებაა.

    Reply
  3. პროკურორი❤

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: