ვის უნდა მოვთხოვოთ პასუხი?!

 დღეს როგორც ყოველ დღე ნორმალური ამინდი იყო. დილით გამოცდა მქონდა და 12საათზე მოვედი სახლში. დაღლილი ვიყავი და სასასვენებლად დავჯექი, რაღაც ხმა მომესმა და ფანჯრიდან გადავიხედე და რაღაც ისეთი დავინახე რაც არასოდეს არ მსიამოვნებს ხოლმე.

მანამდე გეტყვით იმას, რომ ჩემს უბანში ძალიან ლამაზი ნაძვებია, ყოველთვის სიამოვნებით ვუყურებ და ვტკბები მათი სიმაღლით და მშვენიერებით.  საკმაოდ ბევრია ხეა და გავიხედე და დავინახე როგორ ჭრიდნენ ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ნაძვს. არ ვიცი რა დამემართა, აპარატი მოვიმარჯვე და ჩუმად დავიწყე ფანჯრდან სურათების გადაღება. გულში ვფიქროდი, რატომ შეიძლება აზრად მოგივიდეს ყველაზე ლამაზი ხის მოჭრა?! სასწაულია პირდაპირ. თან რისთვის უნდოდათ… მოჭრეს, მორებათ დაჭრეს, დიდ მანქანაზე დააწყეს და წაიღეს. ნუ მე რათქმაუნდა, ესეც ავსახე ჩემს მწირ სურათებში, თუ როგორ ყრიან მორებს მანქანაზე. იმედია არ გაგრძელდება მსგავსი რაღაცეები და მოსახლეობაც შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

ნუ მესმის შეიძლება არ აქვს ვიღაცას იმის საშუალება, რომ იყიდოს შეშა და გათბეს, მაგრამ მთავრობას თუ დახმარება უნდა დაეხმაროს და უყიდოს შეშა და არა უდანაშაურო ნაძვი მოჭრას.

ბევრს აღარ გავაგრძელებ, თქვენ თვითონ ნახეთ სურათები, ასევე შეძლებისდაგვარად ავსახე ის ადამიანები, რომლებიც მითითებებს აძლევდნენ, თუ როგორ უნდა მოეჭრათ და სად უნდა წაეღოთ.

იმედია მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება.

Leave a comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: