ინციდენტი მეტროში

დღეს, 2012 წლის 10 იანვარი იყო  როცა დილით გავიღვიძე და რატომღაც გასეირნება გადავწყვიტე. ამინდს შევხედე და ჩვეულებრივი მეჩვენა. მოვწესრიგდი, გავედი გარეთ და დავადექი გზას. მერე ცას ავხედე, უჩვეულო ფერი დასდებია, თითქოს არც ლურჯია არც ვარდისფერი, საკმაოდ უცნაურია, ვერ გავარკვიე რა ხდებოდა, თაბრუს ხვევა ვიგრძენი, მაგრამ გზა მაინც გავაგრძელე და როგორღაც მეტროსთან მივაღწიე. ცას კიდევ ერთელ შევხედე და მეტროში ჩავედი.

მეც სხვებთან ერთად დავდექი და ლოდინი დავიწყე.  საათი დავინიშნე და ზუსტად 23 წუთი მომიწია ლოდინი, გამიკვირდა, ამდენი ხანი არასოდეს დავლოდებივარ მატარებელს. ჩავჯექი და მივდიოდი, სად მივდიოდი  არ ვიცი, სადმე პარკში მინდოდა გასეირნება. შევედი ვაგონში და დავინახე, რომ უცნაური არსება იჯდა ჩემს გვერდით. თავი დახრილი ჰქონდა, ხელში უცნაური ჯოხი ეჭირა და თითქოს გაუნძრევლად იყო, არანაირი მოძრაობა არ იგრძნობოდა. შემეშინდა და სხვა ადგილას გადავჯექი.

გავიდა რამდენიმე გაჩერება და არ ჩადის. უფრო ავნერვიულდი, მე თვითონ არ ვიცი რატომ. ავდექი, ჩემი გაჩერება იყო და უნდა  ჩავსულიყავი.  აღნოშნული უცნობიც ადგა და თითქოს მე მომყვებოდა. ჩემს უკან დადგა. მოვიხედე და თითქოს თაბრუ უფრო დამეხვა. მას მოყვებოდა უამრავი უცნაური ლანდი. დავიბენი, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ხალხს დავუწყე ყურება, მაინტერესებდა თუ ისინიც იმავეს ხედავდნენ რასაც მე.

არავის არაფერი ეტყობოდა. მხოლოდ მე მიტრიალებდა თვალებში ეს უცნაური ლანდები უცნაურ ადამიანთან ერთად. გადმოვედი მატარებლიდან. მატარებელი წამში დაიცალა. ლანდები დადიოდნენ აქეთ-იქით. უცებ გამოჩნდა რაღაც არსებები, სირბილი დაიწყეს, ხალხი აფორიაქდა, არავინ არ იცოდა რას ნიშნავდა ეს. მეტროდან ვერავინ გადიოდა, ესკალატორები გაიჭედა, ვერავინ გადიოდა და ვერც ვერავინ შემოდიოდა. პოლიცია შემოვარდა, ცდილობდა გაერკვია რა ხდებოდა. დაბნეულ მგზავრებს გაესაუბრა. ყველა იმ უცნაურ მგზავრზე მიუთითებდა, რომელსაც უცნაური ლანდები და არსებები მიჰყვებოდნენ. მალევე გაქრა ყველაფერი. პოლიცია შეეცადა ხალხის დაწყნარებას. მეც როგორც იქნა მოვედი გონზე, გავედი გარეთ, უმრავი ჟურნალისტი, უამრავი კამერა, ყველა რაღაცას გეკითხებოდა.

დავაღწიე თავი ამ არეულობას, ავტობუსში ჩავჯექი და სახლისკენ წავედი. ვფიქრობდი, აღარასოდეს აღარ ჩავჯდებდი მეტროში-მეთქი,  უცნაურმა ფიქრებმა წამიღო. ტელეფონმა დარეკა, დედაჩემი იყო. როგორ ხარო მკითხა, ძალიან დაღლილი-თქო ვუპასუხე. დავემშვიდობე.

დღეს მძიმე დღე მქონდა, ეს უცნაური ინციდენტი ალბათ სულ ჩემს გონებაში იქნება😐

Leave a comment

13 Comments

  1. madcap

     /  January 9, 2012

    ეს რომელ სადგურზე მოხდა, დავესწრები ხვალ მეც

    Reply
  2. რელოაბს ყვებიი?

    Reply
  3. სიზმარი მგონია:დ

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s