უემოციოდ დაწყებული წელი

 

თითქოს გავიდა ახალი წელი. აღარ იგრძნობა განწყობა, აღარ მიდიან ჩემები მეგობრებთან რამის აღსაღნიშნათ. ყველა გაფაციცებით ელოდებოდა ახალი წლის დადგომას, მე კი ვიჯექი და უცნაური გრძნობით ვიყურებოდი აქეთ-იქით. მწყინდა, რატომ არ ვგრძნობდი ახალი წლის სუნს, ხალისს. 31ში ჩემს ქალაქში ჩამოვედი. დედაჩემმა სამზარეულოში ტრიალი დაიწყო, მე დავწექი და დავიძინე. მისაყვედურა – არ მეხმარებიო, მე დაღლა მოვიმიზეზე და ძილი გავნაგრძე. ვაპირებდი წელს გარეთ შეხვედრას, მაგრამ  გასვლაც კი დამეზარა. 10 საათზე ავდექი, ტელევიზორი ჩავრთე და ტელეკომპანიების უკბილო ხუმრობეს ვუსმენდი. არც გამცინებია.

დადგა 12 საათი. ყველა ყველას ულოცავდა, მე კიდევ ვიჯექი ჩემს ოთახში და SMS-ებს ვკითხულობდი და შეძლებისდაგვარად ვპასუხობდი. სურვილი უნდა ჩამეფიქრებინა, ისიც კი დამავიწყდა. 

მალევე დავიძინე. პირველ საათზე მეძინა უკვე. უღიმღამოდ გათენდა. 1ში ბებიასთან ვიყავი. ვცდილობდი რამით გავრთობილიყავი, არ გამომდიოდა და ნერვები მეშლებოდა. ისევ დავიძინე.

ასე გავიდა ყველა დღე. უცნაური ახალი წელი მქონდა, ყველაზე ცუდი ამ 18 წელს შორის. რაც ვიზრდები, მით უფრო მაკლდება ემოციურობა.

ხვალ თბილისში დავბრუნდები.  გავივლი, გამოვივლი, ცოტა ხალისი დამიბრუნდება და 9დან გამოცდებიც დამეწყება. იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის.

მაინც გილოცავთ ახალ წელს და დამდეგ შობას!

Leave a comment

2 Comments

  1. შეეცადე 14 მაინც გქონდეს კარგი:/ :ს

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: