ახალი წელი ანუ ძველი წელი მიდის

“ახალი წელი მალე შემოაღებს კარს ჩვენს ოჯახებში” – ასე ამბობენ მხიარული, ბედნიერი ადამიანები.

უჩვეულო არაფერი მოხდება. თუმცა მაინც უნდა გვიხაროდეს. ახალი წელია ბოლო-ბოლო. მერე რა? მერე ის, რომ ყველაფერი ცუდი 2011ს უნდა გავატანოთ, მაგრამ ცოდოა, ამდენ ცუდს როგორ მოერევა? აბა გააცნობიერეთ, ჩვენ აღარასოდეს აღარ ვიცხოვრებთ 2011ში, ჩვენ უკვე ისტორიის ნაწილი ვართ.

გადავხედავ რა მოხდა ამ წელს მნიშვნელოვანი:

სტუდენტი გავხდი. ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი არ არსებობს, სკოლა დავამთავრე, მოვწყდი ჩემს მშობლიურ ქალაქს, დავიწყე მარტო დამოუკიდებელი ცხოვრება, გავიცანი ახალი, უამრავი ადამიანი. რაც მთავარია მე 2011 წელს გავხდი ბლოგერი, 2011 წელს გავხდი სრულწლოვანი, 2011 წელს მივხვდი, რომ დიდი ადამიანივით უნდა დავიწყო ფიქრი. კიდევ ბევრი რამ მოხდა 2011ში. მგონი ბევრი მნიშვნელოვანი რამეც კი. ბევრი შეცდომა დავუშვი, ბევრი გამოვასწორე, ბევრი დავკარგე, ბევრი ვიპოვე, ბევრი ვიცინე, არც ისე ბევრი ვიტირე.

2012ში რა მოხდება ჩემს ცხოვრებაში?

არ ვიცი. მგონი ლოგიკური პასუხია. თუმცა ვიცი რომ გავხდები 19 წლის, იმედია პირველ კურსს დავამთავრებ და გადავალ მე2 კურსზე, იმედია უფრო მეტი რამ მეცოდინება სამართლებრივ ურთოერთობებზე. იმედია უფრო მეტ ადამიანს გავიცნობ, ნაკლებს ვატკენ გულს და უფრო ნაკლები მატკენს. თუმცა წინასწარ ვიცი ბევრი პრობლემაც იქნება. მთავარი ისაა, რომ უფრო მეტი დრო მექნება ყველაფრისთვის, ნაკიანი წელია.

მგონი ვეღარ ვწერ. მოიცა რას ვეღარ ვწერ. ვიცი კიდევ ბევრი რამ შეიცვლება. შეძლება ძალიან ძალიან ბევრიც კი, მაგრამ მთავარი, მაინც  არ  დატოვებ ჩემს გულს. მიხარია ახალი წელი, მაინც ოპტიმისტურად ჯღერს ეს ფრაზა: გილოცავ ახალ წელს.

Leave a comment

2 Comments

  1. ჩემთვის ძალიან კარგი წელი იყო ^^

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: