სტუდენტური ცხოვრება IV

ცოტა შეიცვალა ყველაფერი. რაღაც კარგისკენ მიდის. მზე გამოვიდა, მაგრამ მაინც ცივა. ცხოვრებას ვარდის ფერი დაედო, მიუხედავად იმისა რომ დეკემბერია. ვებრძვი ჩემს თავს შევეშვა ამ კომპიუტერს, მაგრამ ვერ ვანებებ თავს.

წვები საწოლზე და ფიქრობ, რა უცნაურია ცხოვრება. ყველა სხვანაირია, ყველა გაგირბის, ყველას გაურბიხარ. ცუდია მარტო რომ ხარ, ფიქრს არავინ გაწყვეტინებს და უაზროობაზე ფიქრობ. დიახ, სრული უაზრობაა ჩემი ფიქრები, რომლებიც ჩემთან ჩემს მეს მოაქვს.  გეზარება გარეთ გასვლა, ძალიან ქრის ქარი. ცივა, და შენ კიდევ უაზროდ ხეტიალი გეზარება. სწავლა? ბრახ, მარადიული მაინც არაფერია და ნასწავლი მაინც წახვიდე ამ ქვეყნიდან. შლი წიგნს და კითხულობ, გაინტერესებს, უფრო დაკვირვებით კითხულობ, ინიშნავ რაღაცეებს და ხვდები, რომ მოგწონს სწავლა, უფრო მოგეწონებოდა ეს სოციალური ქსელები რომ არ არსებობდეს. მე გავები ამ ქსელში, და მხოლოდ მისი სიკვდილი თუ დამწევს მიწაზე. მიწაზე, სადაც მხოლოდ ადამიანური ურთიერთობებია, მხოლოდ რეალობაა. თუმცა ეხლა ადამიანური ურთიერთობა ვიღას ახსოვს.

წვები დასაძინებლად, არ გეძინება. ძილის წინ  facebook-ი, მერე ისევ ფიქრები და დილით მაღვიძარას ხმა, რომელიც გეუბნება ადექი დაგაგვიანდებაო : ) ვდგები, მივდივარ, მოვდივარ! ერთი და იგივეა, რაღა უნდა მოგიყვე ჩემო მკითხველო, გადაგვარდა ყველაფერი.

პ.ს. ციკლიდან ”მოხუცი ქალი” 

გაერთეთ

Leave a comment

2 Comments

  1. სწავლაზე გამახსენდა, სიუში ცეკვაზეც ხომ დადიხარ?
    კიდევ არის? მიმიღებენ? :დ

    Reply
    • აღარ არის, რამე ღონისძიება თუ იგეგმება მაშინ დგება ხოლმე ანსამბლი. როგორც ასეთი აღარ არის :პ

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: