სტუდენტური ცხოვრება III

   გუშინ ჩემები ჩამოვიდნენ. ცოტა უცნაურად ვიგრძენი თავი. რაღაც თითქოს მიუჩვეველი ვარ ბევრ ხალხთან ერთად ყოფნას. იცით რა გრძნობა მქონდა? პირველად რომ წავედი დედაჩემის გარეშე 12 წლის ასაკში თურქეთში და სულ უცხო ხალხთან რომ მოვხვდი, მაშინ რომ მენატრებოდა დედაჩემი და მასთან ყოფნა რომ მინდოდა, აი, რა გრძნობაც მაშინ მქონდა იმავეს განვიცდიდი გუშინ, როდესაც ჩემი საყვარელი ხალხი მეხვია გარს. არ ვიცი რატო დამემართა ასე. თითქოს სულ უცხოებთან ერთად ვიყავი და წამით ისევ მარტო მინდოდა ყოფნა და ვიფიქრე, ნეტა არ ჩამოსულიყვნენ მეთქი.  ცოტა ხნის მერე თითქოს ხელახლა შევეჩვიე და ისევ ძველებური გრძნობა დამიბრუნდა. წამით შემეშინდა, შემეშინდა სულ ასე არ ვყოფილიყავი და ყველა არ გაუცხოებულიყო. არ მინდა მარტოობას მივეჩვიო და ყველაფერი თავდაყირა დადგეს ჩემს ცხოვრებაში. ისედაც არ ვარ გადასარევი ხასიათების და უარესად აგრესიული ვიქნები ყველას მიმართ. იმედია ეს მარტოობა სულ არ იქნება ჩემი ცხოვრების თანმდევი და არ გადავეჩვევი ადამიანებს, რომლებიც ყოველთვის ავსებდნენ ჩემს ცხოვრებას.

    ყველაფერი ძველებურად მიდის. უნივერსიტეტში დავდივარ, ლექციებს ვესწრები. მივდივარ, მოვდივარ სხვა აღარაფერს აღარ ვაკეთებ.  დღეს მამაჩემი მეუბნება რაც თბილისში გადახვედი ძალიან შეიცვალეო. მეც ვიცი რომ შევიცვალე, მაგრამ რა ვქნა. ვიცი რომ საზიზღარი ხასიათები მაქვს და სულ ვიბღვირები, თითქოს არაფრის კმაყოფილი არ ვარ, სინამდვილეში ასე არ არის.

გადავიდეთ ცოტა ხალისიან ამბებზე: 

       დღეს მაღაზიებში ვიყავით და ბევრი ბევრი რაღაცეები მიყიდეს. ძვლივს გაცინებული დაგინახეო – მამაჩემმა მითხრა. რავქნა, ხანდახან ძალიან მიხარია ცხოვრება და ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნა. მინდა სულ ასეთი ვიყო, მაგრამ როგორც ჩანს ჩემზე არაა დამოკიდებული. ხვალიდან ისევ დაიწყება სიმარტოვე და იმაზე ფიქრი, თუ როგორ ვებრძოლო ყოველდღიურობას.

პ.ს. არასოდეს არავინ არ თქვას მარტო მირჩევნია ცხოვრებაო. 

Leave a comment

11 Comments

  1. icic bevrjer mifiqria daadgemde maqvs urviliimis vicxovro marto..jer ar momeca amais sashvaleba ..! mevfiqrob yvela adamiani am konkretul shemtxvevashi individia…
    marto cxovrebasdactavis mugami aqvs rac gecodineba…armidois uazro tvinis chyletva dilitadre uazrodgagavidzebdaasae shemdeg …..martoo yofnis drosmeti ashvaleba gedzleva damisn ifro momavalaze daalago sheni gegmebii momavlis imediat.. shen albata dzalian didi xaniamogiwia martoo cxovreba rom ukve shneiaxlobeli adaminebic ki gaucxovdnen….asecara sheileba mevtvli es fliqologiuri stresia da chemia zrit ar gawyenda ertiori vizitii fsiqologtan romelic dagavrunebda iq sadacs hen natesavebsacda shens yvelaze maxlobeladaminebsac icnob …

    p.sahskarad deresiashi iyavi mas rom werdii ..ho?>

    Reply
    • ერთის მხრივ კი, დეპრესიაში ვიყავი, მაგრამ უფრო გრძნობა რაც ვიგრძენი იმან დამაწერინა… რავიცი რავიცი…. მადლობა რჩევისთვის :*

      Reply
  2. daica chamoval dges da gagartob😀 ramdenime dgis win mec sul narto vikavi da kinagam gavgijdi , izos amosvlasga vnatrobdi😀

    Reply
  3. რატო მერე ? ხშირად გაიღიმე ხოლმე🙂

    Reply
  4. მე ვიტყვი :შ იმიტომ რომ მირჩევნია :შ

    Reply
  5. 😀 მიგიხვდი, მიგიხვდი :დდდდ

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: