პროტესტი Like-ბს

              მოგეხსენებათ დღესდღეობით მსოფლიო ისე განვითარდა კომპეტენტური ჟიური აღარავის უნდა და ყველა Facebook-ის Like-ბზეა გადასული. ხშირად გაიგონებთ ისეთ სიტყვებს როგორიცაა: დამილაქე რა, რაღაც კონკურსია და ლაიქები მჭირდება. არ მესმის მე რატო უნდა დავალაიქო ის, რაც მართლა არ მომწონს, მხოლოდ იმიტომ რომ ვეღაც უცხოს გამარჯვება უნდა? ვსვამ ბანალურ კითხვას ”მერე მე რა?” არც რა…

              ყველა ბლოგერმა და ჟურნალისტმა კარგად იცის, რომ სულაკაურის გამომცემლობამ კონკურსი წამოიწყო, ბლოგერებს დაურიგა წიგნები, რომელზეც უნდა დაეწერათ შთაბეჭდილება პოსტის ან სტატიის სახით. სიმართლე რომ გითხრათმხოლოდ იმიტომ მივიღე აქ მონაწილეობა რომ წიგნი მინდოდა და არა ამ კონკურსში ”გამარჯვება.” თავიდან მეგონა გამარჯვებულს გამოავლენდა კომპეტენტური ჟიური, რომელიც გარკვეული იქნებოდა ამ წიგნშიც და აზროვნებაც შეეძლებოდა. თუმცა ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა. მათ Facebook–ზე დადეს აპლიკაცია, სადაც უნდა შეხვიდე და დაუ–Like-ო შენს რჩეულს. რომ მცოდნოდა რომ ყველაფერი ამ ლაიქებზე იქნებოდა დამოკიდებული ნამდვილად არ დავწერდი პოსტს. მართალი რომ გითხრათ არც ისეთი პოსტი არ მაქვს რომ გამარჯვების ღირსი იყოს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე არავის მივწერ მსგავს ტექსტს: ”ძალიან გთხოვ, მჭირდება ძალიან და დამილაიქე.” ხალხს ისედაც ყელში აქვს ყველაფერი ამოსული და კიდევ შენი უაზრო წერილით წაუღე ტვინი.  მე პირადად ძალიან მაღიზიანებს მსგავსი რამეები. ასე რომ, არავითარ შემთხვევაში ამ რაღაც კონკურსში არ ვთვლი რომ ვმონაწილეობ.

           მე მხოლოდ იმიტომ ვალაიქებ რამეს, რომ ჩემი სიმპათია გამოვხატო, თუმდაც პოსტის, თუნდაც სურათის მიმართ. ასე რომ, მსგავს კონკურსში მონაწილეობას აღარასოდეს მივიღებ…

Leave a comment

13 Comments

  1. dekemberiusi

     /  November 25, 2011

    +11111111 შენ ჩემგან. მართალი ხარ და გეთანხმები ყველაფერში.
    მართლა მო**ნეს ტვინი უკვე. და მხოლოდ იმიტომ ვალაიქებ მეც რომ შეიძლება ძალიან მომეწონოს. და ხანდახან ძალიან მომწონს და არ ვალაიქებ ხოლმე :)))

    Reply
    • რათქმაუნდა მასეა…. მეც უკვე ძაან მომბეზრდა ეს ლაიქებზე რო ჩალიჩობენ :დ ვსო რა მე ვერ ვიტან მსგავს რაღაცეებს

      Reply
  2. Di@

     /  November 25, 2011

    მეც წიგნის გამო მივიღე მონაწილეობა, თუმცა, ურიგო პოსტი არ მქონია და ასე თუ ისე, მქონდა პატარა შანსი მაინც. ახლა – 0. რა აზრი აქვს, გამოხტება ვიღაც გადარეული ტვინისმბურღველი და მაინც გაისწორებს თავისას. დასანანია.

    Reply
  3. au mec davitanje da shevcdi. mec vigeb monawileobas sulakauris konkursshi, laikebis motxovna mec gavgzavne, magram sruli uazrobaa ra… aset konkursshi monawileoba martla ar girs.. :S dzalian bervi kargs statias saertod ar aqvs xmebi…

    Reply
  4. ეჰ! like-ები!😦

    Reply
  5. ვახ, ერთ გამარჯვებულს ჟიური ავლენს მეორეს ფბ-მომხმარებელი : )

    და ისე, მეც ანალოგიურად, მინდოდა წიგნი და არა გამარჯვება ;დ
    ეგ აპლიკაცია რომ გაიხსნა გავხსენი ყველა ვინც მინდოდა და დავალაიქე :დ

    Reply
    • მეც ნათია, წიგნის გამო დავწერე. და დავალაიქე ის ვინც მართლა მომწონს!😉

      Reply
  6. დაგილაიქეეეეეეეეეეეე :დ:დ

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: