სტუდენტური ცხოვრება II

ჯანდაბა! როცა მოგშვდება ხომ მაშინ მიხვდები რომ პური არ  გაქვს! არადა როგორ მეზარება მაღაზიაში ჩასვლა, მოდი დღესაც უპუროდ შევჭამ, ან საერთოთ არ შევჭამ… იქნებ ხვალ მაინც არ დამავიწყდეს სანამ ამოვალ სახლში პური ვიყიდო.

     შუალედური გამოცდები დამთავრდა, მგონი არც ისე ცუდათ. ეს კვირა ისე გავიდა გორიდან არავინ ჩამოსულა და არავის ვუკითხივარ. მარტო ვარ, არც ბარბარა დარჩენილა ჩემთან და რავიცი, რავიცი… სახლში მარტო რომ ვარ უკვე გითხარით რომ ჭამა ძალიან მეზარება, და მერე რაც მაგას მოყვება ის უფრო მეზარება სიმართლე თუ გინდათ : ჭურჭლის დარეცხვა, მაგიდის ალაგება, გადმოწვენდა, მოგვა და უფფფ …. ათასი უბედურება, ხოდა ასე მაქვს მგონი ორი დღის დასარეცხი ჭურჭელი, ნუ ცოტაა მარა მაინც ხო უნდა დარეცხვა?

     მეორე პრობლემა: ლოგინის ალაგება. ალბათ გაგიკვირდებათ და იტყვით, ლოგინს რა ალაგება უნდაო, მაგრამ აი აი რომ უნდა. არ ვარ მიჩვეული ალაგებას, სულ დედაჩემი მილაგებდა ხოლმე, აქ კი ვინ აგილაგებს? მივდივარ დილით, ვტოვებ აულაგებელს და იმ იმედით მოვდივარ რომ იქნება ალაგებული დამხვდეს, მაგრამ ვინ ამილაგებს? ვდგავარ და ვალაგებ ხოლმე, როცა სხვა გზა არ მაქვს. ვაიჰ… რა ზარმაცი ვარ, ვის ოჯახშიც მე შევალ, ნუ.

     კიდევ ძალიან ბევრი პრობლემაა ჩემს ”ოჯახში”. თუნდაც ის, რომ ჩემი საწერი მაგიდა სულ არეულია, ათასი წიგნი ყრია ზედ და ამ ყველაფერს ზედ ადევს ჩემი ლეპტოპი, რომელზეც ათასი კაბელია შეერთებული, მოკლედ, არეულობაა. საწოლზე მიყრია რაღაც გაზეთები ინგლისურ ენაზე, რომელიც ბიზნესს ეხება და რომელსაც არასოდეს წავიკითხავ, მაგრამ მაინც ყრია ^^

არ ვიცი კიდე რომელ პრობლემაზე გესაუბროთ. უი, ტანსაცმელები ^^ გაშლილია მთელს სახლში. სკამზე, მაგიდაზე, დივანზე… ერთი განსხვავებაა მხოლოდ, ცოტა ”მოწესრიგებულად” აწყვია და ეგ მიმშვიდებს გულს.

Leave a comment

14 Comments

  1. ფოტოზე თუ შენი ოთახია ძალიან მომწონს :დ

    Reply
  2. sul gazarmacdi shen😀 mombadze lobios ketebac ki viswavle me darchi chemtan da gaswavli cxovrebas , rogor unda aicilo brma tyvia, rogor daalago otaxi ise rom ar dagezaros😀 rogor adge dilit adre da sheegue internetis gareshe cxovrebas!

    Reply
  3. ნუ,მართალია ჯერ მე სტუდენტი არ ვარ,მაგრამ უკვე წარმომიდგენია ჩემი თავი,ასეთ როლში
    ვიზიარებ…..

    Reply
  4. ”ტანსაცმელები ^^ გაშლილია მთელს სახლში. სკამზე, მაგიდაზე, დივანზე… ერთი განსხვავებაა მხოლოდ, ცოტა ”მოწესრიგებულად” აწყვია და ეგ მიმშვიდებს გულს.” ჰააა აააააააააააან : ))):*

    Reply
  5. dekemberiusi

     /  November 24, 2011

    აუ ნეტა მეც მარტო ვიყო :/:/
    მეც ზუსტად შენი მსგავსი პრობლემები მაწუხებს, უბრალოდ ცოტა მიტყდება ხოლმე და ცოტა მილაგებულად მოჩეჩებული მაქვს.
    ვერ ვიტან კარადის დალაგებას და მუდამ არეულია, დედაჩემმა რომ დაინახოს ალბათ გაგიჯდება.
    მეც დავიწყო ამ სათაურით პოსტების წერა არვიცი. გულს მაინც გადავაყოლებ და იდეაში ცოტა დავიმშვიდებ თავს :დ:დ
    მე ალბათ ყოველ პოსტში საკუთარ თავს პირობას მივცემ რომ დავალაგებ მაგრამ არ დავალაგებ :დ

    Reply
    • როცა ვიცი რო ვინმე უნდა მოვიდეს ისე ვალაგებ სახლს……. :დ მაგრამ როცა დარწმუნბილი ვარ რომ არავინ მოვა, ვის ავულაგო ? :დ

      Reply
      • dekemberiusi

         /  November 25, 2011

        მართალი ხარ მეც მსგავს შემთხვევაში ავალაგებდი :დ:დ:დ

      • :ddd ვერ ვიტან მაგ შემთხვევას :დ ალაგება რო მიწევს :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: