სტუდენტი გოგონას ცხოვრება [ნაწ. I]

       

    გათენდა. ოჰ, რა მშვენიერი დილაა… ნაზად ქრის სიო და უფრო ნაზად ირხევიან ფოთლები. მე მარტო ვარ სახლში. ყოველთვის ყველა ამბობდა, სტუდენტური ცხოვრება ყველაზე მაგარიაო, მაგრამ მე ძალიან მაგარს ვერაფერს ვატყობ, ყოველშემთვევაში ამ ეტაპზე.

    დილა ჩვეულებრივად იწყება. ვდგები, ვიცვამ, ვსაუზმობ და ვემზადები წასასვლელად უნივერსიტეტში. 18 წლის შემდეგ პირველად აღმოვჩნდი ასეთ გაურკვევლობაში. თითქოს უცნაურია, მაგრამ სულ უცხო ქალაქში, სულ მარტო ვარ. იშვიათად თუ ჩამომაკითხავს ვინმე ჩემი home town–იდან. ხშირად კი მირეკავენ, მაგრამ მაინც არაფერი იცვლება მაგით, მხოლოდ ვიცი რომ ვახსოვარ.  გავდივარ გარეთ, ხან ერთი კვირა ისე გავა სალამს არავის ვეტყვი. ან ვის უნდა ვუთხრა  არც არავის ვიცნობ წესიერად. დავდივარ მარტო და ვფიქრობ:  რა მინდა აქ? ვის დავკარგულვარ? ვფიქრობ და ვერ გამიგია. მაგრამ მაინც გამბედაობას ვიჩენ და არაფერზე ვუშვებ ცხვირს. ორი წლის წინ რომ გეთქვთ ჩემთვის ასე იქნებიო, გამეცინებოდა. მეგონა ყველაფერი ისე იქნებოდა როგორც მე წარმომედგინა, თუმცა მთლად ასეც არ ყოფილა.

     სახლში ვბრუნდები. ავდივარ სადარბაზოში მე–4 სართულზე. ლიფტით არასოდეს მისარგებლია ერთი მარტივი მიზეზის გამო: რომ გავიჭედო ვინ გამომიყვანს იქიდან? ვაღებ კარებს და შევდივარ. ზუსტად ისეთი მხვდება როგორიც გავტოვე. მთელი დღე არავინ მოდის, მხოლოდ მე შევდივარ და გამოვდივარ. ტელევიზორს არც ვრთავ, რაში მჭირდება, ახალ ამბებს ინტერნეტიდანაც მშვენივრად ვიგებ. ვიცვლი ტანსაცმელს და ვმეცადინეობ. ჭამასაც გადავეჩვიე. მეზარება საჭმელების გაკეთება, ერთი პურიც ერთ კვირას მყოფნის. თან მირჩევნია ფული სხვა რამეში დავხარჯო, ვიდრე საჭმელში. გამოყრუებული დავდივარ უკვე სახლში. ხმის გამცემი რომ არავინ მყავს ჩემს თავს ველაპარაკები, ისიც მალე წუხდება და მეც მალევე ვეშვები. ისევ წიგნებთან, მერე კომპიუტერთან ვსაუბრობ. ხანდახან ვწერ კიდეც. სახლიდან გასვლის წინაც ვერავის ვეკითხები როგორ გამოვიყურები, რამე ზედმეტად ხომ არ მისვია–მეთქი.  ტელეფონზე რომ ვინმე რეკავს ხან მიხარია, ხან თუ ცუდ ხასიათზე ვარ უხეშად ვპასუხობ და მალევე ვუთიშავ. რა დამიშავეს? მაგრამ მაინც, არ მიყვარს რომ მაწუხებენ.

    მარტო ყოფნას სახლში ერთი პლიუსიც აქვს: სტუდენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწავლაში ხელს არავინ უშლიდეს და არავინ აწყვეტინებდეს მეცადინეობას. ასევე შეგიძლია გააკეთო ის, რაც გინდა და არ იფიქრო შედეგზე, ან იმაზე, რომ სახლში საღამოს მშობლები რომ დაბრუნდებიან როგორ უნდა იმართლო თავი. შეგიძლია მუსიკას ბოლო ხმაზე აუწიო და ასევე შენც ბოლო ხმაზე აჰყვე. შეგიძლია სახლში ძალიან ღამე, ან საერთოდ არ დაბრუნდე. მეორე დღეს არავისთვის დაგჭირდება იმის ახსნა, რომ მეგობართან იყავი. შეიძლება ითქვას, რომ თავისებურად კარგია მარტო ყოფნა. გაქვს უამრავი დრო იმისათვის, რომ იფიქრო მომავალზე, ვინმეზე, რამეზე.

    ერთი უცნაური რამ შევატყე ჩემს მეზობლებს. 3 თვეა ამ სახლში მარტო ვცხოვრობ და ჯერაც არ ვიცი ვინ არიან ჩემი მეზობლები. არავის არ აინტერესებს მის პირდაპირ ვინ ცხოვრობს, ზემოთ ან ქვემოთ. მხოლოდ თუ ვინმე შემხვდა პირველ სართულზე და ლიფტში ჯდება, მხოლოდ იმას მეკითხება ზემოთ ხომ არ მოდიხართო, კი მოვდივარ მაგრამ არა ლიფტით. ჩემი ნება რომ იყოს ამ ლიფტებს საერთოდ გავაუქმებდი, 5 თეთრიანებს მითუმეტეს. ხან გოგოები მხვდებიან ხოლმე მეორე სართულზე. ჩემს დანახვაზე სწრაფად მალავენ ახალ მოკიდებულ სიგარეტს და მეც მზერას ვარიდებ და ჩემს გზას ვაგრძელებ. მათთან გამოლაპრაკება შეუძლებელია. მეგონა მხოლოდ გორში მალავდნენ გოგოები სიგარეტს. ყველაფერი ისე არ ყოფილა როგორც წარმომედგინა. ხანდახან ჩემი თავი ”მარტო სახლში’‘–ს მთავარი გმირი მგონია.

    მაინც კარგია მარტო ცხოვრება, უფრო მეტი თავისუფალი დრო გაქვს. უფრო მეტს ფიქრობ და უფრო მეტ რაღაცას ხვდები.  ყველას ვურჩე, ერთი თვე მაინც გამოცადოს რას ნიშნავს როცა სახლში შენს გარდა არავინ არაა.

ჩემი პოსტი აუცილებლად გაგრძელდება ^_^

Leave a comment

24 Comments

  1. ეჰ, მინდა მინდა მარტოობა მაგრამ ვინ მაღირსებს მაგას მე?

    Reply
  2. რატო ვინ გაღირსებს ვითოომ ?😛

    Reply
  3. ისე მომინდა შენს ადგილას ყოფნა❤ გააგრძელე აუცილებლად❤

    Reply
  4. dekemberiusi

     /  November 10, 2011

    მმ, მეც სტუდენტი ვარ, მარტო არ ვცხოვრობ მაგრამ მეც ახალი ვარ ამ დიდ ქალაქში და იცი მე პირიქით ვარ. სახლში გვიან მოვდივარ, გვიან ვიძინებ, სახლი მუდამ არეულია იმიტომ რომ ფიზიკურად დრო არ მაქვს, უნიში საღამომდე ვრჩები ხოლმე და ა.შ.
    მე ნელ-ნელა ვხდები რას ნიშნავს სტუდენტობა და ბედნიერი ვარ ამით, იმიტომ რომ მართლაც მაგარია^^
    ისე ერთ რჩევას მოგცემ, აქ შენ თუ არ ეცადე გაძრომა-გამოძრომა ისე ცოტა რთულია. შენ უნდა იაქტიურო, დამიჯერე აქტიურობა ბევრ კარგ რამეს მოგიტანს.
    მე სულ ვიღიმი უნიში, სულ ვხალისობ, განა იმიტომ რომ კარგად ვარ? არა, უბრალოდ ამითი ჩემს ტკივილებს ვიშუშებ :))
    წარმატებებს გისურვებ😉
    ხო მართლა საიდან ჩამოხვედი? და რომელ უნიში ხარ?

    Reply
    • გაიხარე დიდი მადლობა ^^ გორიდან ჩამოვედი და კავკასიის სამართლის სკოლაში ვსწავლობ, შენ ?

      Reply
      • dekemberiusi

         /  November 10, 2011

        მმ, მე ბათუმიდან და ილიაში ვსწავლობ : )) ^^

      • დეკემბერიუსი ბათუმელია და ილიაში სწავლობს? :-O

  5. მინდა მარტო ცხოვრება :შ

    Reply
  6. ნათი მოდი და ერთად ვიცხოვროთ :დდ

    Reply
  7. ან, კაი იყო, მართლა😉
    ვფიქრობ, ეს ერთგვარი შესავალია და მერე ყოველ დღე თუ არა, რამდენიმე დღეში ერთხელ მაინც უნდა დაწერო დღიურების მსგავსი რაღაც. აი მაგალითად – რას ჭამ? კი, ჭამას გადავეჩვიეო, მარა როცა ჭამ, რას ჭამ? მომზარება იცი თუ წვალობ?😀 ანუ, ეს ყველაფერი საინტერესოა. კიდე ის, როგორ შეეგუე ახალ ხალხს. ან ზოგჯერ ხომაა, რომ ბოლო კაპიკებს ითვლი, როგორ აკეთEბ ეკონომიას? ძალიან საინტრესო იქნება ამ დეტალებზე თუ დაწერ😉

    Reply
  8. დავწერ აუცილებლად გვილირ, მთავარია პროექტი დაწყებულია :დ :* მადლობა :*

    Reply
  9. dekemberiusi

     /  November 11, 2011

    @ გვირილა რამ გაგაკვირვა ასე ძალიან? :დ:დ: ^^
    შენც ბათუმელი ხომარ ხარ? ჰაა? :დ

    Reply
  10. გვირილაც ბათუმელია და ილიაში სწავლობს :დდდ

    Reply
    • შენ გოგო ყველაფერი კი არ უნდა თქვა, იქნებ ვმალავ?!😀
      კაი, ვხუმრობ, ბათუმელი რომ ვარ მაგას რავა დავმალავ😀

      Reply
      • dekemberiusi

         /  November 11, 2011

        შენც ილიაში ხარ? და აქამდე რატომ არვიცოდი?:დ:დ
        ე.ი ახლა უნდა დავძაბო ინსტიქტები და ამოგიცნო იმდენ სტუდენტს შორის ხოომ? თუ გამოხვალ სააშკარაოზე? :დ:დ:დ
        არავის არ ვეტყვი გპირდები თუ დამენახები :დ ^^ :))))

      • :დდდდ ეეჰჰ…. ამდენი ხანი მაგას ვცდილობ და ეხა შენ ერთ თქმაზე გამოვა? :დდდ

  11. 😀 ra jobia saxlshi 6 gogo romaa aqedan 2 giji , sul yvirilshi rom atareben dges , 1 gaurkveveli xasiatis , samic “normaluri”😀 5 saatamde samzareuloshi rom ijdebi😀 mshvenieria me marto ver gavdzleb veraa.

    Reply
  12. ხო იცი რო მარტო არ ხარ, ნუ სახლში კი, მაგრამ ისე არა :D:D:D:D❤❤❤ ჩემი ნომერიც გაქვს … :*

    Reply
  13. tatia

     /  October 12, 2012

    anchik shentan ro davrchit me da lika 25 dekembers im dgeze dawere ra raime 😛

    Reply
  14. tatia

     /  October 12, 2012

    vaa ele :*

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: