გოგონა დრაკონის ტატუთი

პუშკინა: სულაკაურის გამომცემლობა ბლოგერებს იცი რა მაგარ წიგნებს ჩუქნის? მე უკვე წამოვიღე.

მე: აუუ მართლაა??? მეც მინდაა… სად მივიდე სად ავიღო??

პუშკინა: მარჯანიშვილზეა და მიდი ხვალ და აიღე. 

მე: აუ გაიხარე… 

       გამოვიტანე წიგნი. დავიწყე თუ არა კითხვა რაღაც არ მომეწონა. ეს ფინანსური მაქინაციები არაა რა ჩემი საქმე – ვფიქრობ. მაგრამ უკან არ დავიხიე… მთელი შემართებით გავაგრძელე წიგნის კითხვა და არც შევმცდარვარ.

       სტიგ ლარსონის  ”გოგონა დრაკონის ტატუთი” – ორიგინალის სახელწოდება ”ქალთმოძულე კაცები” ესაა წიგნი, რომელიც ყველას უნდა ჰქონდეს წაკითხული. კითხვის დროს შენ აღმოჩნდები ისეთ სამყაროში, სადაც არასოდეს ყოფილხარ. იცხოვრებ იმ პერსონაჟების ცხოვრებით. მთელი გულით, სულით ჩართული იქნები ამ წიგნში და ვეჭვობ ვინმემ შეგაჩეროს. ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი წიგნი – სწორედ ასე უწოდა სულაკაურის გამომცემლობამ ამ წიგნს. მართლაც ასეა…

     ერთი შეხედვით, არც თუ ისე საინტერესო საკითხავში მოქმედება შვედეთის ერთ–ერთ კუნძულზე ხდება, სადაც იძიებენ მკვლელობას, რომელიც 40 წლის წინ მოხდა. სწორედ ესაა გასაკვირი. რა უცნაურად და საინტერესოდ იძიებს ახალგაზრდა ჟურნალისტი მიქაელ ბლუმკვისტი მივიწყებულ მკვლელობას. მიქაელის ადგილას ყველას მოუნდებოდა ყოფნა.  ყველაზე მთავარი: მას გამოძიებაში ეხმარევა გონებაშეზღუდილად გამოცხადებული ახალგაზრდა გოგონა ლისბეთ სალანდერი, რომელსაც საშუალო განათლებაც კი არ აქვს. ეს ჩახლართული ისტორია ბოლოს მაინც ლოგიკურად მთავრდება. სხვაგვარად არც კი წარმომედგინა. თუმცა მე უფრო ორიგინალის სათაური მომწონს, უფრო შეესადაგება ამ წიგნს.   მოკლედ, გირჩევთ წაიკითხოთ. განსაკუთრებით მათ, ვისაც დეტექტივები აინტერესებს. ეს წიგნი ჩემთვის ზედგამოჭრილია. შეიძლება ვთქვა, რომ ასეთი წიგნი არ წამიკითხავს არასოდეს.

ეს არის ყველაზე, ყველაზე ორიგინალური დეტექტივი, ორიგინალური შედეგით. მოსწყიდით  ყოველდღიურ ყოფას და წაიკითხეთ ”გოგონა დრაკონის ტატუთი.”

დიდი დიდი მადლობა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას ^_^ 

Leave a comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: