ბირთვისი (ბონუს ქულიანი ლაშქრობა)

     30 ოქტომბერს, დილით, წავედით ბირთვისში ლაშქრობაზე. ეს იყო 5 ქულიანი ლაშქრობა, ანუ ვინც ამ ლაშქრობაზე წამოვიდოდა და კლდეებზე იცოცებდა, ანუ ციხეზე ავიდოდა, საქართველოს ისტორიაში დაეწერებოდა დამატებით 5 ქულა. ანუ მიხვდებოდით რამდენი მსურველი იქნებოდა.

   მოკლედ, დავიძარით ბირთვისისკენ. გზას დაახლოებით 2 საათი ან ცოტა ნაკლები მოვუნდით. მივადექით ბირთვისს. ფეხით გასავლელი გვქონდა დაახლოებით 4 კილომეტრი. ვაი ამ 4 კილომეტრს. საშინელი გზა, ტალახი, წვიმა, ჩყაპი, კლდეები, საშინელება და უბედურება. მაგრამ სინანული გვიან იყო და შევუდექით გზას. ჩემი ჩაცმულობის გამო მალევე დავსველდი, გავტალახიანდი და ასე ვცდილობდი ბირთვისის ციხის დალაშქვრას. ავიარეთ კლდეებზე, უფრო ზუსტად ბიჭებმა აგვათრიეს გოგოები თოკით. თვითონაც ძვლივს ამოვიდნენ. ამას დაემატა ის, რომ გზაც აგვებნა და სულ სხვა გზით ავედით და სულ სხვა გზით ჩამოვედით. 3 საათი მივდიოდით. როგორც იქნა მივედით ციხესთან. აღმოჩნდა რომ ასვლა საჭირო აღარ იყო. ჩვენს რექტორს რომ დაუნახია ცუდი ამინდი, ბავშვებისთვის უთქვამს აღარ ახვიდეთო, მაგრამ ჩვენ წინ ვიყავით, ტელეფონები არ იჭერდა და მოგვიწია ასვლა. ზოგი დაიკარგა, ზოგმა ფეხი იღრძო, ზოგმა ხელი, ზოგი დაგორდა, მათ შორის მეც და როგორც იქნება ჩამოვაღწიეთ ავტობუსამდე. 3 ავტობუსით ვიყავით და 2 უკვე წასული იყო. ვაი ამ ჩამოგწევას, ისევ ჩამოგვათრიეს. კიდე 1 საათი დაკარგულებს ველოდებოდით, პოლიციამ მოძებნა. როგორც იქნება დავბრუნდით თბილისში. ვაი ამ დაბრუნებას, ყველაფერი მტკიოდა, ფეხი, ხელი, თავი, წელი. ტალახიანი და სველი ვიყავი სულ. დავდექი გაჩერებაზე, ჩავჯექი ავტობუსში, ადამიანების უცნაური მზერა, რომელიც ჩემი ტალახიანი შარვლისკენ იყო მიმართული, არ შევიმჩნიე და ასე ”მშვიდობით” დავბრუნდი სახლში.

*შედეგი:

მე: cocxali xar ? ­

თაკო: vsuntkav mara danarcheni yvelaperi gatishuli mak shen?

მე: amas tu sicocxle qvia cocxali var < Bonus 5 qula :))))

რაც მთავარია ბონუს 5 ქულა მოვიპოვეთ, რომელიც ვგონებ ძალიან გამოგვადგება ^_^

* დავით ტყეშელაშვილის თხოვნით/მოთხოვნით კორექტივები შემაქვს პოსტში. დაკარგულები პოლიციამ კი არა ჩვენმა ბიჭებმა იპოვეს. ხოდა დიდი დიდი მადლობა ბიჭებს.  

Leave a comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: