წარსულის კვალი

              მიდიხარ წინ, თავისთავად იხედები უკან, წარსულში დაშვებული შეცდომები გახსენდება. ნანობ? კი ვნანობ, მაგრამ იმ წუთას მაინც ისევ ისე მოვიქცეოდი. ვნანობ, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრებაა და ჩემი ცხოვრება ჩემი წარსულის და მის შეცდომებთან ერთად არაფერი არ იქნებოდა. ახალი ცხოვრება კი დავიწყე, მაგრამ ბევრი ძველი რამ გამომყვა, შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ადგილი შევიცვალე და ახალი ადამიანები გავიცანი, სხვა მნიშვნელოვანი არაფერი. მაინც მახსენდება ხოლმე წარსული. არ მენატრება, მაგრამ მაინც მეფიქრება რათაღნაირად, ის ჩემი ცხოვრებაა, ჩემი ცხოვრება, რომელიც არასოდეს მომწონდა. არ მომწონდა, მაგრამ მაინც ვცხოვრობდი, სხვა გზა არ მქონდა უბრალოდ. ჩემს თავს რომელიმე წიგნის გმირსაც ვამსგავსებდი, რომლებიც უგზოუკვლოდ დადიან და თავისი ადგილი მაინც ვერ უპოვიათ ამ ცხოვრებაში, მაგრამ მათი ამბავი მაინც კარგად მთავრდება ბოლოს. იქნება კი ჩემი მათნაირი?! არ ვიცი… მივდივარ და ვფიქრობ, ნუთუ ამ აურზაურში დავიკარგე? არ ვიცი… ვიხედები ირგვლივ… არავინაა, ჩემი მე მელანდება, სულ ფეხებში მედება… რა უნდა? არაფერი ჩემთან უნდა… ჩემთან უნდა არა, ჩემშია… ვიხედები ირგვლივ ისევ… არავინაა… ისევ მარტო ვარ? დავიღალე… მარტოობით? ჰო, ალბათ.

       გავედი გარეთ, მცივა. თბილათ მაცვია. მაგრამ მაინც სიცივე ატანს ჩემს სხეულში. მივდივარ უმისამართოდ. ან სად უნდა წავიდე ამ დილით? ძალიან ცივა… ნაცნობი არავინაა… ნაცნობი კი არა საერთოდ არავინაა…. კიდე მივდივარ… როდემდე ვივლი ნეტა? ვივლი მანამდე, სანამ არ გამაჩერებენ… ვინ გამაჩერებს? ვინმე…  ისევ სახლში წამოვედი… ვიმეცადინე… დავწერე რაღაც და მეძინება უკვე.

ეს ყველაფერი წარსულის ბრალია

Leave a comment

5 Comments

  1. შენთანაც იქნება happy end… : ))) ასი წლის მერე(ნუ სიკვდილს თუ ჰეფი ენდად ჩავთვლით…დაე იყოს ასე:დ:დ)

    Reply
  2. :დ ოხ თამთი :დ :*********

    Reply
  3. :დ ანააა ოხ შენ და შენი მეორე მე

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: