პირველი დღე, პირველი ლექცია, პირველი ემოცია

        დღეს 21 სექტემრებია. კავკასიის სამართლის სკოლაში სწავლა დაიწყო. შესაბამისად მეც დამეწყო სწავლა. მაგარია? ძაან. მოკლედ, დავრეგისტრირდი საგნებზე, ავირჩიე ლექტორები, შევათანხმე დრო. პირველი ლექცია დღეს მქონდა 9 საათზე, დილით – საოფისე კომპიუტერული პროგრამები ნ. კახურაშვილთან.

გუშინ გორში ვიყავი. დღეს დილით ვაპირებდი ჩამოსვლას. ჩავალაგე ბარგი. რა უცნაურია, ამდენი ხანი ამ დღეს ვლოდებოდი, სულ მინდოდა აი ეს წუთი, ეს წამი დამდგარიყო და ეხლა, გული მწყდება. მივდივარ. ვფიქრობ: რა მინდოდა, ჩამებარებინა გორში, სად მივდივარ, დებილი ვარ… მარა რაღას შეცვლიდი. ჩავალაგე, ყველაფერი მიმაქვს. წავედი…

დილაა… უცნაურია, არავის გავუღვიძებივარ, არადა გვიან დავიძინე… 7 საათზე გამეღვიძა, ავდექი, ჩავალაგე ჩემოდნები მანქანაში, მოვწესრიგდი, ჩავიცვი და წავედი.

გზაში ვარ… –რა ჩუმათ ხარ?  მამაჩემი მეკითხება.  –რავიცი… ვიყურები ინტერესით გარშემო, თითქოს პირველად მივდივარ.

შევედი თბილისში, გულს ბაგა–ბუგი მოემატა… 8:30… მივედი უნივერსიტეტში… ადვილად მივაგენი ოთახს.. არავინ იყო ნაცნობი.. მერე მოვიდნენ. ვნახე. დაირეკა ზარი… დაიწყო ლექცია… ,,მომწონს. ლექტორიც მომწონს, ბავშვებიც მომწონს, მერე რა რომ ფეისბუქი დაბლოკილია :დ აგვიხსნა რაღაცეები… ბევრი ვერაფერი გავიგე, მაგრამ მაინც მომწონს, წავიკითხავ და გავიგებ.”  –შემდეგ ლექციაზე ტესტი – ლექტორი გვეუბნება. –არა არ შეგეშინდეთ, ხშირად გვექნება ესეთი ქუიზები. ,,ოხ, როგორ გამიხარდა.”

დამთავრდა ეგ ლექცია, სამ საათიანი იყო. წავედი ბუფეტში, ვჭამე–სავით, მერე მოვძებნე მეორე ლექციის ოთახი და დაველოდეთ ლექტორს. მოვიდა. ,,კარგი ლექტორია.” დაიწყო ლექცია – ქართული სამართლის ისტორია – გ. ასათიანი. იმ ლექციისგან განსხვავებით აქ ყველაფერი გავიგე.   –შემდეგზე ზეპირი გამოკითხვაა, ამბობს.  ,,ოხ, რა იყოთ გაგვახარეთ რამით.” დამთავრდა, ძალიან ძალიან დავიღალე, ესეც სამი საათი. უკვე 4–ის ნახევარია. ბეროს ველოდები. ნახევარი საათი მალოდინა. საცობში მოვყევიო. ნერვებს მიშლის. მოვიდა. სახლში მომიყვანა. მოვედი. ვჭამე, გამოვიცვალე. ინტერნეტი ჩართული დამხვდა. ოხ, ესე კარგა ხანია არაფერი გამხარებია. მერე გავედი, ანისთან. მერე მოვედი. ეხლა აქ ვარ… ხვალ ლექცია ისევ… მიხარიაა… მარა ისევ ვნერვიულობ, ოღონდ ცოტას…

პ.ს. მიყვარხარ CSL :*

Leave a comment

10 Comments

  1. შემიძლია ვთქვა ბავშვობა გამახსენე :))

    Reply
  2. ეეეჰ ააან:/ :დ:დ:დ❤

    Reply
  3. გილოცავ სიუს..

    Reply
  4. გილოცაააააავ :)))))** ნოსტალგია შემომაწვა… სტუდენტობის პირველ დღეს მე სიცილით მოვკვდი ოღონდ,მე და ძმაკაცი ერთად მოვხვდით და რა გაგვაჩერებდა,საწყალ დაბნეულ ბავშვებზე რამდენი ვიღადავეთ ( არადა იკა რომ იქ არ ყოფილიყო ,მეც მათნაირად ბატივით ვივლიდი):)

    Reply
  5. cuga93

     /  September 23, 2011

    ანაააა :* მომენატრე რა უკვე :* მიხარია რო ყველაფერი კარგად მიდის :))) მე კიდე ერთი კვირა დამრჩააააა… ვეღარ მოვიდა ეს 3 ოქტომბერი რაა😉

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: