მე ვამაყობ ჩემი მე–თი

–ჩქარა წამოდი! გავექცეთ აქაურობას! მეზიზღება სულ ყველაფერი!

–მერე გაქცევით უშველი?

–კი.

–სულელი ხარ!

ისევ ჩემი მე. არ მეშვება, სულ ჭკუას მასწავლის. ის ჩემს გონებას მართავს, თუმცა გონება არასოდეს ემორჩილება გულს. გული სხვაა გონება სხვა. კარგია გონებამ მართოს ყველაფერი, მაგრამ შეუძლებელია. უცნაურია ადამიანი.  გონებაც და გულიც ერთ სხეულშია, მათში ერთი სულია და რატომ არის რომ ორივე სხვადასხვა რაღაცას გვეუბნება? ხანდახან გულსაც უნდა დაუჯერო. ის შენს სურვილს გეუბნება. გონება კი ამ სურვილებს არჩევს, რომელია შენთვის კარგი და რომელი ცუდი. მე ყოველთვის გულს ვუჯერებ. გონება უკეთესია, მაგრამ გული ჩემს ნამდვილ სურვილს მისრულებს.

–რატომ გინდა გაქცევა?

–იქნება სხვაგან ჩემი ადგილი ვიპოვო.

–კარგი რა, სად უნდა იპოვო, აქ ვერ გიპოვია იქ რას იპოვი.

–ვიპოვი.

–ნუ სულელობ, შენც ხომ იცი რომ სიმართლეს ვამბობ.

–ვიცი.

–ისიც ხო იცი რა გიშველის? რას უნდა ებრძოლო და რას უნდა მიაღწიო?

–ვიცი…

–ხოდა გაქცევას ჯობს მაგას მიხედო.

–გამანებე თავი!

–კარგი, დაგჭირდები და მერე მოვალ, მე შენზე უკეთ იცი როდის დაგჭირდები, ხოდა მოვალ!

–შემეშვი!

ღმერთო ჩემო, რა კარგი მე მყავს! მე სულ აგრესიულად ველაპარაკები. ის კი ვიცი ცუდს არასოდეს მირჩევს. ის ჩემშია, ჩემით არსებობს და უკეთ იცის რა მჭირდება. ის ჩემი გონებაა, მე კიდევ ჩემი გული ვარ. უცნაურია არა?

თქვენ არ იცით რა ბედნიერი ვარ როცა გვერდით ასეთი მე მყავს. გონება მაინც იმარჯვებს ყოველთვის, გული წუთიერი გატაცებაა.

Leave a comment

1 Comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: