მე და მეორე მე

–ამ ბოლო დროს აღარაფერს აღარ ვწერ.

–რატომ?

–რავიცი რატომ. არ ვიცი რაზე დავწერო.

–უცნაურია, თავიდან დღეში 4 პოსტზე ნაკლებს არ წერდი, ეხლა კვირა ისე გავა ერთსაც არ წერ. რატომ?

–არ ვიცი რატომ.

–ჯერ ისევ ემოციებში ხარ სტუდენტი რომ გახდი?

–არამგონია…

–მაშინ მოდი შევთანხმდეთ, ყოველ საღამოს ერთი პოსტი.

–ვერ შევთანხმდებით, იმიტომ რომ ვერ შევასრულებ. უბრალოდ არ ვიცი რაზე დავწერო.

–არ გაწუხებს გარშემო არაფერი?

–არაფერი კი არა ძალიან ბევრი რამე და ვინმე.

–ხოდა მათზე წერე.

–არ ვიცი. გაუცხოვდა ამ ბოლო დროს ყველაფერი, ყველა. ვღიზიანდები ყველაფრით.

–იქნება მიზეზი შენ თავშია?

–მე რა შუაში ვარ?

–აბა ყველა დამნაშავეა შენს გარდა?

–კი.

–უცნაური ხარ…

–ვიცი…

–მოკლედ, ალბათ იმის ბრალია, რომ სულ მალე ყველაფერი შეიცვლება. წახვალ იქიდან, სადაც 18 წელი იცხოვრე. ახალი გარემო, ახალი ადამიანები, ზოგი მოგეწონება, ზოგი არა… ზოგს მოეწონები, ზოგს არა…

–ხვალ სკოლა იწყება.

–მერე შენ რა?

–არაფერი. პირველად იწყება 12 წლის შემდეგ სკოლა, ჩემს გარეშე.

–გენატრება? გინდა მიხვიდე?

–ნწ, არა, გული მწყდება უბრალოდ.

–სულელი ხარ…

–ვიცი…

–შენი აზრით ეგრე იმიტომ ხარ რომ რაღაც გაკლია?

–თავისთავად.

–შეყვარებული ხარ?

– : )

– ანუ ხარ…

–ანუ არ ვარ…

– კარგი ნუ მიპასუხებ ვიცი პასუხი.

–კაი.

–ეწევი?

–რას?

–ჯანსაღ ცხოვრებას😉

–არა.

–ანუ ეწევი🙂

–არ მიყავრს ეგეთი ბანალური კითხვები.

–საერთოდ, რა გიყვარს?

–ჩამოვთვალო?

–კი.

–ყველაფერი რაც არ მაღიზიანებს.

–ანუ არაფერი.

–ანუ.

–ხომ არაფერი გაკლია ცხოვრებაში და რატო ხარ ეგეთი?

–როგორი?

–ეგეთი.

–მაკლია.

–რა?

–უფრო სწორად  საერთოდ არ მაქვს.

–რა?

–იღბალი.

–რათ გინდა?

–მინდა.

–იქნება გაქვს და შენ ვერ ხვდები რომ გაქვს?

–არ მაქვს, არა, არა, არა.

–გექნება აუცილებლად.

–მაგისი შენ თვითონაც არ გჯერავს.

წავედი, ჩამოვჯექი სკამზე. ვიფიქრე, ვიფიქრე და მოვიფიქრე….

–რა მოიფიქრე?

–აღარ დამანებებ თავს?

–მითხარი რა მოიფიქრე.

–ახალი ცხოვრება უნდა დავიწყო, უნდა შევიცვალო ყველანაირად.

–ახალ ცხოვრებას სიკვდილის შემდეგ დაიწყებ.

–აღარ შემეშვები?

–კი, რა თქმა უნდა.

წავიდა ჩემი მეორე მე, რომელიც ძალიან დიდხანს მესაუბრა. წავიდა. მე დავჯექი, ვიფიქრე ვიფიქრე და მოვიფიქრე… ჩემი მე მართალია….

Leave a comment

12 Comments

  1. მმმ…ნაცნობი სიტუაციაა : )) რას ვიზამთ :))ცვლილებების დროს ვირევით,ვიკარგებით ,მაგრამ ხელმეორედ უნდა ვიპოვოთ საკუთარი თავი :))

    Reply
  2. cuga93

     /  September 15, 2011

    ჰმმმ :))) იღბალი კი არა ტვინი გაკლია შენ😛 :* :*❤

    Reply
  3. აუუ😐 მთელი შენი ემოციები ვიგრძენი ეხლა..როგორი წრფელი და მშვიდი საუბარი გქონია შენს მესთან ,ჩვენ ძირითადად ვჩხუბობთ ხოლმე :)))) ძალიან მომეწონა )))****

    Reply
  4. კარგია , უფროსოწრად მაგარია…
    რაც შეეხება იღბალს გაანებე თავი, მას შემდეგ მოგივა რაც დაივიწყებ მის შესახებ. ჩემს შემთხვევაში ზუსტად ასე მოხდა ))

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: