დღეს მთელი დღე დილით ცუდი ამინდი იყო. საღამოს უფრო ცუდი გახდა, წვიმა წამოვიდა. ჩვენ მაინც უნდა წავსულიყავით. ქოლგები და მისი ჯანიო. 7 საათი გახდა და გავედი. ვიპოვე ძველი ქოლგა. ბარბარა თავის ქუჩასთან დამხვდა. დავიძარით. წვიმამ უფრო დაუშვა. მანამდე მოხდა შემდეგი:
ბარბარა თავის სახლიდან გამოსვლის წინ:
-წავედი მე.
-სად მიდიხარ?
-ანასთან.
-მალე მოდი.
მე სანამ გამოვიდოდი:
-წავედი.
-სად მიდიხარ?
-ბარბარასთან, სხვაგან სად წავალ.
-მალე მოდი არ დააღამო.
მოკლეთ გავაგრძლეთ გზა. სახიფათო ქუჩა გავიარეთ სწრაფი ნაბიჯით, რომ არ შეგხვედროდა ვინმე არასასურველი. მივედით. მდინარე ცოტა ადიდებული იყო:
ანა: იმედია წყალი ისე არ ადიდდება, რომ აქ არ დავრჩეთ.
გადავედით. ხის მორზე ავძვერით, პარკები დავაფინეთ, რომ არ დავსველებულიყავით და დავსხედით. რაღაც ობიექტები შევნიშნეთ, მაგრამ შორს იყვნენ:
ბარბარა: მგონი ყველა ჩვენნაირად ფიქრობს, წვიმაში არავინ იქნებაო.
უცბათ ბარბარამ თქვა მგონი ეს კვერცხიაო. სასწრაფოდ წამოვხტით. ელვა და ჭექა-ქუხილი არ გვანებებდა თავს.
ბარბარა: თუ ვინმე მოვიდა ვუთხრათ რომანტიკოსები ვართო.
ანა: ხო და ლექსების თქმა დავიწყოთ.
ბარბარამ აიჩემა, მაინტერესებს რისი კვერცხიაო, ქვა აიღო და მიუახლოვდა. ძალდატანების შემდეგ მეც მივუახლოვდი: მზად ვიქნები და თუ რამეა დამიყვირე გავიქცეთ. -ვერ ხარ რა.
ესროლა ქვა და მესმის ხმა: -ჯანდაბა. -რა ხდება? -მგონი სოკო იყო. ზარის ხმააა ბარბარას ტელზე: -მიდი მოგეფარები, წვიმის ხმა რომ არ გაიგოს. -ხო დეეე… -სად ხარ? -ანასთან ვარ და მალე მოვალ. -ხო კაი.
ბარბარა: წამო ბორცვზე ავიდეთ.
ანა: წამო…
ავედით. ანა: აუ მიდი მალე და წავიდეთ რაა… ბარბარა: ხო მიდი კაი წავიდეთ. . ……
ცოტა ხნის შემდეგ. ბარბარა: უი რა კაია, ხიდი ისევ აქაა. ანა: ხო ხო, მარა ჩქარა გადავიდეთ. მივრბივართ. ანა: ვაიმე ბარბარ, კაკლის ხე, ჩქარა, მეხი არ ჩამოვარდეს. გავრბივართ.
ანა: მოდი გაკოცო, აქედანვე წავალ, ბებიაჩემთან უნდა წავიდე.
ბარბარა: კაი მიდი, მპუა.
სმს ტელზე. ბარბარა: ვაიმე ქუხილის ხმა გაიგე? ეხა მოვედი სახლში.
ანა: ხო გავიგე. მშვიდობით მიხველ?
ბარბარა: კი დაო.
გავაგრძელებთ ხვალ ^_^
nick
/ September 3, 2011თხრობის სტილი მომწონს და სასაცილოცაა :დ
ველური ორქიდეა
/ September 3, 2011xo 😀
pinkpanterra
/ September 3, 2011axla ki sasaciloa magram mashin sul ar gvecineboda 😀
teennewson
/ September 3, 2011momewona 🙂
eska
/ September 5, 2011anichkaaaa giji xarrrrr )))
ველური ორქიდეა
/ September 5, 2011😀 :***