რატომ არ უნდა თქვა ფრაზა: ,,არ მაინტერესებს ადამიანების აზრი!”

ჩემს გარშემო არსებობენ ადამიანები, რომლებიც ხშირად ამბობენ ასეთ სიტყვებს : არ მაინტერესებს ადამიანები რას იტყვიან ჩემზე და მსგავსი. მე არასოდეს მესმოდა მათი. არ ვიცოდი რატომ არ უნდა მიგექცია ადამიანის აზრებისთვის ყურადღება. ყოველთვის ყველასთვის საჭიროა გარეშე პირების აზრი. მაგალითად, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებისთვის უბრალო ადამიანები ძალიან საჭიროა.  არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც თავს ისე გვაჩვენებენ, ვითომ არ აინტერესებთ სხვისი აზრები, თავს თავისუფლად გრძნობენ და ა.შ. მე ასე არ ვფიქრობ, ყოველთვის უნდა გაინტერესებდეს რას იტყვის სხვა შენზე, ამითი უფრო თავდაჯერებული ხდები.

 რატომ არ უნდა თქვა ფრაზა:  ,,არ მაინტერესებს ადამიანების აზრი!”

  1. იმიტომ რომ გაინტერესებს.
  2. უფრო თავდაჯერებული ხდები.
  3. ადამიანების ნდობას მოიპოვებ.
  4. იქნები კრიტიკული საკუთარი თავის მიმართ.
  5. უფრო მეტს მოითხოვ შენი თავისგან.
  6. ჭორიც სინამდვილის ნათესავია.
  7. ისინი დაგანახვებენ ვინ ხარ სინამდვილეში.

მოკლედ, კიდევ ბევრის ჩამოთვლა შემიძლია. არ ვიცი თქვენ გაინტერესებთ თუ არა, მაგრამ მე თითოეული თქვენგანის აზრი მაინტერესებს ^_^

პ.ს. იმედია ეს პოსტი ძაან საზიზღრობა არ გამომივიდა –_–

Leave a comment

10 Comments

  1. ადამიანსაც გააჩნია. პრინციპში ყველა ადამიანს უნდა უგდო ყური, მაგრამ ყველას თუ დაუჯერე საბოლოოდ გააფრენ : )) ამიტომ მხოლოდ ის უნდა გაითვალისწინო რაც შენთვის სასარგებლო იქნება !

    Reply
  2. ერთ ყურში შეუშვი მეორეში გამოუშვი🙂

    Reply
  3. მე არ მაინტერესებს სხვიცი აზრი🙂 რადგან მე სხვებზე უკეთ ვიცი სინამდვილეში როგორი ვარ, რა მსურს და ა.შ :პ

    Reply
    • ოოოოოო,, ისე სხვა უფრო ხედავს შენში ნაკლს ვიდრე შენ თვითონ რადგან სარკეში შენ შენ ნაკლს ვერასოდეს დაინახავ ვოტ ტაკ !

      Reply
  4. ვერ ვიტყვი რომ სხვისი აზრი საერთოდ არ მაინტერესებს მაგრამ ვცდილობ ნაკლებად მივაქციო ყურადღება. ასე უფრო თავისუფლად ვარ და რასაც მინდა და როგორც მინდა ისე ვაკეთებ.

    Reply
  5. rac ar unda bevri vilaparakot sxvisi azri ragac dozit mainc moqmedebs yvela chvenganze. bevri adamaini gaidzaxis mkida sxva adamianebis azrio.. magram es “mkidia” swored iqidanaa gamowveuli, rom dzalianac ainteresebs….

    Reply
  6. სხვისი აზრი შეიძლება რაღაც დოზით მართლა აუცილებელი იყოს,მაგრამ როდესაც შენს პირადში უხეშად ერევიან და არაფრის მთქმელ ვითომდა რჩევებს გაძლევენ ასეთები უნდა გეკიდოს…ისე სხვისი აზრის გარეშეც უნდა იყო თავდაჯერებული…

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: