გვრცხვენოდეს ხალხნო!

 ერთი პოსტი მინდა დღევანდელ ჟურნალისტებს და არა მარტო მათ მივუძღვნა, ვინც საზოგადოებისათვის ძალიან ცნობილია.

დავიწყებ იმით, რომ მათი მეტყველება სასტიკად არ მომწონს. ძალიან ცოტა თუ ლაპარაკობს გამართული ქართულით. მე ვფიქრობ, რომ როცა ხარ ჟურნალისტი, თან ასეთი ცნობილი, აუცილებელია გამართული ქართულით ლაპარაკი. საზოგადოების უმეტესობას არ მოსწონს მათი საუბარი და ამის გამო მათ შოუებსაც არ უყურებენ. მე, მაგალითად, ხშირად მესმის გრამატიკული შეცდომები, რომლებსაც ჟურნალისტები საუბრის დროს უშვენენ. ძალიან კარგად ვიცი, რომ 100%–ით სწორად ლაპარაკი შეუძლებელია, მაგრამ ასეთი აშკარა შეცდომები უკვე მეტისმეტია. ხშირად მესმის სიტყვები : მითქვია, გამარჯობათ და ა.შ. ასეთი გადაცემის ყურება შეუძლებელია, ყოველი შეცდომა ყურში ცუდათ გხვდება და შენიშვნის მიცემაც არ შეგიძლია. საბედნიეროდ, ეს მთელი წელი ვისმენდი მასწავლებლებისგან შენიშვნებს, რომ სწორად მელაპარაკა და მეც ვცდილობდი სხვისთვისაც შემესწორებინა. ამიტომ აუცილებელია ჟურნალისტმა, პოლიტიკოსმა და კიდევ ყველამ იცოდეს ქართული გრამატიკის წესები. აუცილებელია ილაპარაკონ გასაგებად, სწორად და აღარ დასჭირდება საზოგადოების წევრებს ჭორაობა იმის შესახებ, თუ რამდენ შეცდომას უშვებს ის.

მოკლედ, შეიძლება პოსტი არ მოგეწონათ, მაგრამ შევეცადე ეს ერთი პრობლემა წამომეჭრა აქ. რაც ჩემი აზრით ყველა ადამიანშია. ყველა უნდა ეცადოს და გამოასწოროს და ჩვენ აღარ გავიგებთ ისეთ სიტყვებს როგორებიცაა: ივენთი, fashion ვიკი და ბარბარიზმებს ხომ აღარ ვთვლი.

Leave a comment

21 Comments

  1. პრობლემა რეალურია და მართლა არსებობს.. დროული პოსტია… : )

    Reply
  2. ეგ ერთგვარი ხერხია, მასების დასაბოლებლად, რაც მეტ უცნაურ სიტყვას იტყვი, ვითომ უფრო განათლებული ხარ🙂. გეთანხმები

    Reply
  3. ისე მართლად რა უნდათ ტელევიზიაში? არიან კარგი ჟურნალისტები მაგრამ არიან ამარზზენი “ჟურნალისტები “…. გასაყრელია რა,!

    Reply
  4. cuga93

     /  August 30, 2011

    შენ ვიზეც საუბრობ მე მაგათ საერთოდ არ ვთვლი ჟურნალისტებად… რაც შეეხებათ დანარჩენებს მე მათი შეცდომები არანაირად არ მაღიზიანებს, მართლა არ არის ადვილი პირდაპირ ეთერში ილაპარაკო და თან იმაზე იფიქრო რამდენად სწორად ლაპარაკობ. ეხლა მეტყვი თუ პროფესიონალი ხარ მაგასაც შეძლებო, მაგრამ ვერ დაგეთანხმები, შეცდომა ყველას მოსდის (ფილოლოგსაც კი)
    მე ვთვლი რომ უფრო შემზარავია როცა ისინი ჟურნალისტიკური ეთიკის პრინციპებს არღვევენ, სუბიექტურ ინფორმაციას ავრცელებენ …
    ნეტა მეტყველების გარდა სხვა პრობლემა არ ჰქონდეთ დღევანდელ ჟურნალისტებს და რაღა გვიჭირს🙂

    Reply
    • cuga93

       /  August 30, 2011

      პ.ს. მაია ასათიანი არ მევასება, მაგრამ საკმაოდ გამართული ქართული საუბრობს რას ერჩი🙂

      Reply
    • მე არ მიმაჩნია ჩამოყალიბებულად ჟურნალისტი ვინც სწორად არ მეტყველებს. არააქვს აზრი ასათიანია თუ ვინც. სწორედ ასათიანი უშვებს ამ შეცდომებიდან 90%–ს. თუ კარგად დააკვირდები მიხვდები. მე პირადად საკმაოდ არ მომწონს.

      Reply
  5. ცუდად და არა ,,ცუდათ”
    კარგად და არა კარგათ
    უბრალოდ და არა უბრალოთ
    მაგრამ : ვილაპარაკოთ, ვისაუბროთ და არა ვილაპარაკოდ, ვისაუბროდ
    შევიმეცნოთ და არა შევიმეცნოდ
    სხვა ბევრ პრობლემასთან ერთად, დგას ,,თ”-სა და ,,დ”-ს გამოყენების პრობლემაც. გარდა ამისა, ქართული ენისთვის დამახასიათებელია ქვემო და ზემო ბრჭყალები (,,…”) და არა ორი ზემოთა (”…”)

    Reply
  6. არა პრობლემა რომ არის ამაში გეთანხმები.
    მაგრამ აქვე იმასაც დავძენ, რომ შენი გაღიზიანება არასწორი ქართულის მიმართ პირდაპირ კავშირშია აბიტურიენტობასთან. როცა ყოველდღიურად სწორედ იმაში ემზადები რომ გამართულად წერო, თავისთავად ხვდები სად უშვებენ შეცდომას და სად არა. ასე იყო ჩემი ძმაც, ასე იყვნენ ჩემი მეგობრებიც. გადაგივლის და აღარც კი მიაქცევ ყურადღებას.

    Reply
  7. მაია ასათიანი ბევრს არ ევასება, მარა თუ გადახედავთ მის მოღვაწეობას ჯურნალისტებში ერთ-ერთი ყვეალზე განათლებულია, ამას თვითონ ჯურნალისტები ამბობენ….

    Reply
    • cuga93

       /  August 30, 2011

      ხო გეთანხმები მეც მაგის თქმა მინდოდა რაც კარგი აქვს ადამიანს არ უნდა დაუკარგო. დროებაში რო იყო ხოლმე ისე მიყვარდააა😉 პროფილსაც არაუშავდა თავიდა ….

      Reply
    • განათლება და სწორად მეტყველება სხვადასხვაა. ნუ პირდაპირ კავშრში კია, მაგრამ როგორც ჟურნალისტი პროფესიონალია, მაგრამ მაინცდამაინც ლაპარაკი არ იცის კარგად🙂

      Reply
  8. აუუ მეც ალერგია მაქვს უკვე ,რომ ამბობენ განხორციელებულ იქნა :დ:დ გაანთავისუფლეს:დ:დ და ა.შ

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: