არ გინდა ჩემთან ერთად წამოხვიდე?

მომიახლოვდა, თითქოს ჩემს მაგივრად ის სუნთქავდა. რარაც უცნაური ვიგრძენი. მომეწონა. ის არა, ის გრძნობა მომეწონა რაც იმ წუთას განვიცადე. ვერ გეტყვით მიყვარს–თქო, არაა მართალი. მაგრამ რაღაცნაირად მისი ყურება მსიამოვნებს. მაჟრჟოლებს როცა მეხება. ერთად ვსეირნობდით, ხელი ჰქონდა გადახვეული, მერე გავაშვებინე ჩვენ ერთმანეთის არავინ ვართ, მხოლოდ ნაცნობები–მეთქი. გამიშვა ხელი. მე გავბრაზდი, რამტომ გავაშვებინე.

ის:  არ გინდა ჩემთან ერთად წამოხვიდე?

მე: სად?

ის: რა მნიშვნელობა აქვს მთავარია ერთად ვიქნებით.

მე: სულელი ხარ.

ის: მართლა, მართლა, მამაჩემს თვითმფრინავი ჰყავს და წავიდეთ.

ღმერთო ჩემო რა ბავშვია – ვფიქრობ.

მე: სახლში უნდა წავიდე და გამაცილებ?

ის: ჯერ მიპასუხე.

მე: არა არ მინდა.

ის: კარგი გაგაცილებ.

წავედი სახლში. დავწექი დასაძინებლას. ვერ დავიძინე.  მის შეკითხვაზე ვფიქრობდი. რა სულელია. არა მე ვარ სულელი, რა მინდოდა მაგასთან? დამეძინა.

მეორე დღეს იგივე დიალოგი. ან ეხლა რაღა მინდოდა მაგასთან? არა, უბრალოდ გამომიარა და უარს ხო ვერ ვეტყოდი? არა როგორ ვეტყოდი. გამაცილა.  დაღამდა. დავწექი. დამეძინა.

კიდევ ვნახე მეორე დღეს. დღეს რარაც სხვანაირი იყო. უფრო თბილი, მოსიყვარულე. თითქოს ბოლოჯერ მხვდებაო ისეთი შეგრძნება მქონდა. კიდევ მითხრა წამოდი ჩემთან ერთადო. კიდევ გავიღიმე და უარი ვუთხარი.  ისევ გამაცილა. დამემშვიდობა. ისევ დაღამდა. ისევ დავწექი, ისევ დამეძინა.

მესამე დღეს არ მოვიდა. არც მეოთხე დღეს. არც მერე. ნუთუ წავიდა? ნუთუ ვინმე წაიყვანა სხვა? იქნება მარტო წავიდა? იქნება ჯობდა გავყოლოდი? ნუთუ შემიყვარდა?

პ.ს. ასეთი რაღაცეეების წერა ძალიან მსიამოვნებს ^_^

Leave a comment

4 Comments

  1. ar mitxra barbaras vguisxmbo .. :D:D

    Reply
  2. cuga93

     /  August 30, 2011

    ვაიმე გამიგიჟდა ბავშვი :D:D:D:D :)))) :*

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: