”ყოფილი ცოლების კლუბი”

       ყველამ კარგად იცით გადაცემა, რომელიც ტელეკომპანია იმედზე გადის. ”ყოფილი ცოლების კლუბი”, სწორედ ასე ჰქვია გადაცემას რომელსაც დღეს ვუყურე. მქონდა ნანახი რეკლამები, მაგრამ ესეთ სისულელეს მაინც ვერ წარმოვიდგენდი.

დავიწყებ იმით, რომ გადაცემა მიჰყავს ადამიანებს, რომლებიც ჩემთვის გაუნათლებლების შთაბეჭდილებას ტოვებენ. თავიანთი ცხოვრება არეულ–დარეული აქვთ და სხვებს ”ულაგებენ”. არ ვიცი შეიძლება მეტისმეტი მომდის, მაგრამ ასეთი სისულელე ჯერ არ მინახავს. მოდის ადამიანი, რომელიც თავის წარსულზე ყვება. ან რა საჭიროა იმის თქმა, თუ როგორ გცემდა ქმარი და მამამთილი, როგორ ზრდი 7 შვილს მარტო და ა.შ. ”იმედი” ამით ერთობა, ფარულავა კი ფულს შოულობს. არ ვიცი როგორ უნდა დაავიწყო ადამიანს თავისი ყოფილი ქმარი, თუ მის ნაჩუქარ რამეს დაჭრი, დახევ, გადააგდებ ან ”გატეხილი გულების” მუზეუმში შეუნახავ. სრული მარაზმი. ფარულავა ალბათ გამოაგდეს დღის შოუდან, რადგან აზროვნება არ შეეძლო. მისი აზრები კაცების იქით არ არსებობს. ეხლა მოუნდა ადამიანების ”დახმარება”. არადა ყველა გადაცემა თითქმის ერთი და იგივე შინაარსისაა. იქ გაიგებთ ფრაზებს, როგორებიცაა: ”უი გოგო რასამბობ? ქმარი სახეში გირტყამდა? 8 წელი გცემდა და რატომ არ მიატოვე? ისევ გიყვარს? ბოლოჯერ გეკითხები, შერიგება არ გინდა?” მე პირადად, ხანდახან ამით ვერთობი. ვისი რა საქმეა მე 8 წელი მცემდა ქმარი და რატომ არ მივატოვე. ან ისევ მიყვარს თუ არა. ისიც არაა ნორმალური ვინც მანდ მიდის და დახმარებას ითხოვს. მთელი თავისი წარსული სააშკარაოდ გამოაქვს. აი ამ წუთასაც გავიგონე ერთი ფრაზა: ია ფარულამა:  ”რატომ ჰქონდა შენს ქმარს გართულება შარვლებზე?”, ”მოგვიყევი მამამთილი როგორი კაცი იყო”. (იას ხომ მეტი არაფერი აინტერესებს). მოკლედ, მე მეცოდებიან ასეთი ადამიანები, მაგრამ ამით მხოლოდ უნდა გაერთო და მგონი უმეტესობა ერთობა, მათ შორის ტელეკომპანია ”იმედი”.

Leave a comment

28 Comments

  1. :D:D:D:D:D chemi satqmelic tqvii raaa tan zustaaad:D:D vai amat patrons:D:D:D

    Reply
  2. მართალია, სრული იდიოტიზმია ეგ გადაცემა.. ია ”ჩემი მშვენიერი ლედის” ეპოქაშია ჩარჩენილი და იმ დროინდელი რეიტინგების წამოწევა უნდა, თვითონ ხო არის უკვე ლედი :)))
    სულ მაგას ვკითხულობ კიდე, თვითონ ცხრაჯერ არიან გაშორებულები ქმრებს და სხვებს რას ასწავლიან ეს არ მესმის…

    Reply
    • არ ვიცი ეს გადაცემა როდემდე გაქაჩავს. იმედია მომავალი წლიდან აღარავინ მოითხოვს, თომე მერე მართლა შემეცვლება ამ ხალხზე აზრი ^_^

      Reply
  3. + 1 ჩემგან ამ პოსტს..მეც პირადად ამ გადაცემის ყურებისას რესპოდენტისადმი თანაგრძნობის გარდა ყველანაირი გრძნობა მეუფლება…ამით ამ ადამიანებს კი არ ეხმარებიან,პირიქით სასაცილოდ იგდებენ ჩემი აზრით..თუ დახმარება უნდათ ეს ანონიმურად უნდა მოხდეს,იგივე თუ ფსიქოლოგთან გაუწევენ რეკომენდაციას და ა.შ.. ასეთი საქვეყნო “დახმარება” უბრალოდ გადაცემის რეიტინგის ამაღლებას ემსახურება და მეტი არაფერი..fuu

    Reply
  4. სრული მდორე ხარისხსი გადაცემაა.. გეთანხმები….. მაგრამ მე ის უფრო მადარდებს, რომ ის ადამიანები რეალურად მსხვერპლნი არიან და ამ ადამიანებთან ანუ წამყვანებთან ურთიერთობით არაფერს ისწავლინა და მითუმეტეს სასიკეტოდ ვერ შეცვლიან… იმედი კი სრულ კომედიურ არხად გარდაიქცა…..

    Reply
  5. ადამაინს შეატყობ მაგას.. მე ასე მგონია.. ვერ ითამაშებ ასე კარგად…..

    Reply
  6. აუ ბებიაჩემი ეჯდა ამას რა სანამ ნერვები არ მომეშალა და სიმართლე არ ვუთხარი ამათ შესახებ და მერე თვითონ ჩაუფიქრდა და არ დაევასა :დ :დ რაშია ფულს რომ ხარჯავენ, ერთი ბლგერებს გადაცემა არ გვეკუთნის ჰამმ?

    Reply
  7. arc me mevaseba prosta mag gadacemaze vertobi ro zmanaven xome gmirebs😀

    Reply
  8. ias ras uwunebt ai gadacema martla sisuleleaaaaa

    Reply
  9. cuga93

     /  August 27, 2011

    იმედის რომელი გადაცემა ვარგა რომ ეს იყოს კარგი😀 დღის შოუ, თბილისი/ბათუმი live სრული იდიოტიზმი

    Reply
  10. 😀 mec unda wavide mag gadacemashi , vityvi qmari mcemda da shvilic mimatebdatqo iqneb xeli rames gamovkra😀

    Reply
    • :დ :დ :დ :დ შენი უფრო სხვა ფორმაა :დ შვილიც გიმატებდა :დ წადი წადი მე მოწმე ვიქნები და 40% მომეცი :დ

      Reply
  11. 😀 xo ra mamis mxares icherda xolme😀 satauri iqneba shemdegi “me , ojaxuri dzaladobis msxverpli” am dros shemodis ia😀 da meubneba momeci sheni sharvali unda davwva

    Reply
  12. 😀 racaa ravici magram chemi saqme ufro “profilia” mand wasvla upro migirs😀 garkveuli mizezebisdagamo

    Reply
  13. 😀 aba rogor😦 xom unda movyve 12 weliwadi nagavsayrelze rogor vcxovrobdi:( exlac cremli momdis rom vixseneb

    Reply
  14. ამ ტიპის გადაცმები უამრავ ქვეყანას აქვს–ყველა ერტის ასლია–ასეც ხდება ხოლმე,პროექტია და იმ მონახაზით მიდიან.
    საქმე იმაშია, რომ წამყვანები უნდა იყვნენ ავტორიტეტულები.ამა მაგალიტად გინდაც ია ფარულავამ ვის რა უნდა ასწავლოს?–მხოლოდ ის,თუ რამდენჯერ გათხოვდეს-გამოთხოვდეს?რა რჩევა უნდა მისცეს?
    ამ გადაცემაში მისულ ადამინებს მართლა სჭირდებათ დახმარება,ფსიქოლოგის კონსულტაცია,და არა სასაცილოდ აგდება,როგორც ამას წამყვანები აკეთებენ.თუმცა პირადად მე იმ ადამიანებზე კიდევ უფრო მეტად ვბრაზდები,რომ წლობით იტანენ დამცირებას!

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: