პოეზიის წყურვილი

     ძალიან მიყვარს პოეზია. ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვკითხულობ ლექსებს. ისინი ჩემში რაღაც მაგარს იწვევენ. მეც ხანდახან ვწერ ხოლმე ლექსებს. არ ვიცი რამდენად შეიძლება მას ლექსი ეწოდოს, მაგრამ რაც გულში მაქვს ის ფურცელზე გადმომაქვს. მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე და შემდეგ თქვენ განსაჯეთ –_–

***

არავის ვურჩევ ჩაიხედოს ჩემს გონებაში,

არავის ვურჩევ შეეცადოს იქ რამის პოვნას,

თორემ დაცვდება იქ უაზრო ათასი აზრი

და ნიავივით მსუბუქი და შავბნელი სევდა.

***

სიყვარული ოცნებების ბაღია

და ამ ბაღში ნაზად ჰყვავის ნუში,

ყველას უნდა თვით ამ ბაღში შეღწევა

და მოწყვეტა საოცარი ნუშის.

***

ქუჩას ანათებს ძველი ლამპიონი,

ჩემს გულს კაშკაშა შენი თვალები,

მომიახლოვდი, სითბო ვიგრძენი

თითქოს ოცნების მორევში მითრევდი.

გამომეძვიძა, ბალიშს დავხედე,

მისმა სისველემ გული დამიწვა,

თურმე ვტიროდი შენზე ფიქრებში,

თურმე გხედავდი ჩემს ოცნებეში.

***

წავალ, წავალ, წავალ

და მე აღარ მოვალ.

წავალ, წავალ, წავალ,

თან წავიღებ სევდას.

წავალ, წავალ, წავალ,

დაღონდებით განა?!

წავალ, წავალ, წავალ,

აქ მე არაფერი დამრჩა.

***

ნისლი ჩამოწვა სვანეთის თავზე,

ირგვლივ სიჩუმემ მოიცვა ყველა,

მე კი გავყურებ სვანეთის მყინვარს,

რომელზეც თოვლი არასდროს დნება.

***

მინდა დავწერო მე კიდევ ბევრი,

მინდა გავრითმო მე სტრიქონები,

მინდა გავფრინდე, როგორც თოლია

და გადავეშვა ოცნების ზღვაში *_*

პ.ს. იმედია არ მოგაწყინეთ : )

Leave a comment

7 Comments

  1. თუ არ გეწყინება, გეტყვი, რომ ცუდი ნამდვილად არ არის, მაგრამ უკეთესიც შეიძლება და მე მჯერა, რომ შენ შეგიძლია😉 ხოდა, წერე ბევრი, ძალიან ბევრი და თანდათან დაიხვეწება. იცი, ჯეკ ლონდონი ყოველ დილით შვიდი ათას სიტყვას წერდა (თუ სწორად მახსოვს ციფრი) და ასე გაეწაფა ხელი. ნუ, ის პოეტი არ იყო, მარა ამ შემთხვევაში არ აქვს მაგას მნიშვნელობა.
    ხოდა, წერე😉

    Reply
  2. წარმატებები ან..გააგრძელე წერა და დაიხვეწები შემოქმედებითად… დასაწყისისთვის მშვენიერია ^-^ :*♥

    Reply
  3. ნანანანაა ანა დიიიიდი პოეტიააა :დ ♥ მომეწონა პოსტიი ♥ წარმატებები აანნ ♥

    Reply
  4. momwona an marTla… : * niWi gaq, matavria wero.. : )

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: