ჩემი facebook–ის friend–ები

   უცნაური მეგობრები მყავს. არ არიან ბევრნი, მაგრამ საკმაოდ უცნაურები არიან. დავიწყებ იქიდან, რომ თავიდან როცა facebook–ი გავაკეთე მყავდა დაახლოებით 700–მდე მეგობარი და იქიდან მხოლოდ 100–ს ან ვიცნობდი ან არა. არ ვიცი რატო მყავდნენ, რას მიკეთებდნენ, არავინ არ მწერა. მეც ვიჯექი და მათ უაზრო პოსტებს ვკითხულობდი. ამჟამად შემცირდა ჩემი friend–ების სია. დაახლოებით 215–ნი არიან. მაგრამ ყველას მშვენივრად ვიცნობ, მიყვარს მათთან საუბარი, მათი საინტერესო პოსტის კითხვა, ზოგი ბლოგერია და ეს უფრო მსიამოვნებს, რაც მეტი ბლოგერი მეგობარი ეყოლება ჩემს facebook–ს უფრო მდიდარი იქნება. მე ჩემი მეგობრები რაღაც კატეგორიებათ დავყავი. აი მაგალითად:

    საუკეთესო მეგობრები : აქ არიან ადამიანები, რომლების გარეშე მე ცხოვრება ვერ წარმომიდგებია. მათ სულ ვეკონტაქტები და მათ გარეშე ჩემს facebook–ს აზრი არ აქვს.

   ისე მეგობრები : ადამიანები, რომლებიც ჩემი ისე რა მეგობრები არიან, არც ისე ხშირად ვწერ, მაგრამ მაინც მიყვარან ^_^

  არსაითა მეგობრები : აი ამათ კი საერთოდ არ ვწერ, არც ისინი არ მწერენ მაინცდამაინც. ფორმალური მეგობრები არიან და ჩვენი facebook–ზე მეგობრობა რეალურ ცხოვრებაში უბრალო ნაცნობობას გამოხატავს, მეტი არაფერი.

  საქმიანები მეგობრები : ადამიანები, რომლებიც გასაჭირში მეხმარებიან, საინტერესო რჩევებს მაძლევენ და მხოლოდ ამ თემაზე ველაპარაკები.

  ნათესავები : იშვიათად მწერენ, უბრალოდ ადგილს იკავებენ. მათთან სასაუბროდ facebook–ი ნამდვილად არ მჭირდება ~_~

    პ.ს. მიყვარხართ ჩემო მეგობრებო, როგორებიც არ უნდა იყოთ *_*

Leave a comment

7 Comments

  1. მე კიდევ მყავს “ტკბილი მოგონებების მოწმე მეგობრები” ანუ მეგობრები რომ არ არიან, მაგრამ კარგ ადგილას ვყოფილვართ ერთად ან ერთად ვსწავლობდით ან რაღაც მასეთი და ამ ხალხის firens list-ში ყოფნა იმ კარგ რამეებს რომ გახსენებს🙂

    Reply
  2. ეგეთი მეც მყავს, უბრალოდ ძალიან ცოტა და აღნიშვნა აღარ გავაკეთე. ეგეთი მეგობრები ყველაზეე მაგარიააა ))))))

    Reply
  3. მე საერთოდ არ მესმის მეგობრები რატომ ქვია, ნუთუ ჩემი 239 დან ყველა მეგობარია? ამოსაყრელი მყავს ხალხი რა : ))) პროინციპში ამ ბლოგერობამ შემმატა უნახავი ხალხი თორემ 80% ცხოვრებაში ვიცნობ : )))

    Reply
  4. ხო მეც ძალიან ბევრი ისე მყავს დამატებული რომ რეალურ ცხოვრებაში მეგობრის სტატუსი არ შეეფერება.. მაგრამ ეს ხომ ვირტუალური სამყაროა და ისინი ჩემი ვირტუალური მეგობრები არიან….

    Reply
  5. xatia

     /  September 15, 2011

    ზოგი უბრალოდ ბლოგის მკითხველია🙂

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: