ოცნება, რომელიც ვიცი არასოდეს ამიხდება (თეგ–თამაში)

  მომივიდა აზრად დამეწყო თეგ–თამაში, დამეწერე ოცნებაზე, რომელიც ვიცი არასოდეს ამიხდება.

ოცნება ჩემში ასოცირდება რაღაც უცნაურთან, მიუწვდომელთან, საინტერესოსთან. ოცნება უნდა იყოს ისეთი, როგორიც თუნდაც ჩვენი ფიქრია. ყველას აქვს ოცნება. ზოგი ოცნებობს სიყვარულზე, ზოგი უფრო სხვა რამეზე, მაგალითად სამშობლოს გაერთიანებაზე და ა.შ.

მე სულ სხვა ოცნებები მაქვს. რათქმაუნდა, მინდა მეც სიმშვიდე, არ მინდა ომი და რავიცი კიდე, მაგრამ ამ ოცნებეს ახდენა უწერია. მე ძირითადათ ვოცნებობ წარმოუდგენელ რაღაცეებზე. ხშირად, დაძინების წინ, თვალები დამიხუჭავს და მიოცნებია სადღაც სხვაგან ყოფნაზე, სასურველ ობიექტთან ერთად. ვოცნებობდი და ამ ოცნებებში მეძინებოდა. ახლა დავწერ ერთ კონკრეტულ ოცნებაზე, რომელიც ვიცი არასოდეს ახდება:

მივდივარ გზაზე, მარტო? არა მარტო არა, ჩემს მეორე მესთან ერთად. ის ისეთი კარგია. ყველაფერზე შეიძლება ელაპარაკო. მოგისმენს, თავის აზრს გეტყვის, შეიძლება ჭკუაც დაგარიგოს, მაგრამ რამდენად გამოუვა ეს არ ვიცი. თვითონაც დაგელაპარაკება თავის ცხოვრებაზე, მაგრამ ჩვენი ცხოვრება ძალიან გავს ერთმანეთს და ალბათ სალაპარაკო ნაკლები იქნება, რადგან ისედაც გვეცოდინება რა მოხდება. მასთან ერთად გაიზიარებ ყველაფერს, ტირილის დროს ისიც იტირებს, წამოუვა ნამდვილი ცრემლები, არა შეცოდების ცრემლები, არამედ ნამდვილი ცრემლი, რადგან მასაც ის დაემართება რაც მე, სიცილის დროსაც ერთად გავიცინებთ, ერთად მოგვინდება ყველაფერი და მარტო მე აღარ გავაკეთებ. აღარ ვიქნები მარტო, რომ გავიღვიძებ პირველი მას დავინახავ. ხანდახან ჩემს მაგივრად წავა სადმე, ან პირიქით, მე წავალ მის მაგივრად სადმე. ჩვენ ძალიან გვეყვარება ერთმანეთი და გულს არასოდეს ვატკენთ, რადგან ჩვენც გვეტკინება. საერთო გვექნება ყველაფერი: ოთახი, წიგნები, ტანსაცმელი რათქმაუნდა ერთნაირი, მხოლოდ ორი საწოლი იდგება ჩვენს ოთახში, ორი ერთნაირი. აღარ შემეშინდება ღამე გაღვიძების. პირველი ყოველთვის ყველაფერს მას ვეტყვი, ჩემს დაწერილ ლექსს თუ მოთრობას პირველი მას წავაკითხებ, ვიცი არ მომატყუებს და გულწრფელ კომენტარს მეტყვის. თქვენ წარმოიდგინეთ ფეისბუქიც კი საერთო გვექნება, მაინც ვერავინ გვარჩევს და რა მნიშვნელობა აქვს რომელია. ჩვენ ერთნი ვართ.( განსხვავებული მხოლოდ თითის ანაბეჭდია, რომელიც არავის არ აქვს მსგავსი. ) ორ ადამიანში ერთი მთლიანი გულია და ეს ჩვენ ვართ. მე და ჩემი ტყუპისცალი და ♥

პ.ს. დიახ, მე ვოცნებობ იდენტურ ტყუპისცალ დაზე, ამ ოცნების ახდენა შეუძლებელია ^_^

თამაშის გასაგრძელებლად ვთაგავ: ქეთუსის, teen news about all-ს და ნიკუშას :  )))

Leave a comment

15 Comments

  1. ka ragia rom ar gyavs tyupiscali da😀 torem me meore planze gadavinacvlebdi

    Reply
  2. ოჰ მინდა შენი ოცნებები რააა 😀😀 რა ცუდია დედისერთა რომ ხარ : (

    Reply
  3. ტყუპები ცემთვის საოცრად მიმზიდველი არსებები არიან :)) ჰო აი ადამიანები კი არა, მიმზიდველი ფენომენია. ძალიან მინდა ტყუპი შვილი… იმედია აუცდენელ ოცნებებში არ გადავა ეს : ))) თუმცა შანსი ნაკლებია

    Reply
    • მეც მინდა ტყუფი შვილი ბიჭები :დ შენს ქმარს წინაპარი ვინმე ტყუიპი უნდა ყავდეს :დ ამის შემდეგ დიდი შანსია : დ

      Reply
  4. რა საინტერესო ოცნება გქონია🙂
    მე არ ვარ მასეთი რომანტიული პიროვნება,ამიტომ ჩემს პრაგმატულ სტილში დავწერ(მადლობა დათაგვისთვის)

    Reply
  5. ტყუპისცალზე მეც მაქვს პოსტი… დაახლოებით ამ თემაზეა, ნინიტოს გამოვეხმაურე… ანონიმური რომ ვიყო მე დავწერდი ერთ ძალიან-ძალიან მართალ პოსტს ჩემს ოცნებაზე…

    Reply
  6. cuga93

     /  August 27, 2011

    ეჰ მთელი ჩემი ცხოვრებაა მაგაზე ვოცნებობ :))) როგორ მშურს ტყუპებიიიიის

    Reply
  7. Tatraxana

     /  October 29, 2011

    ძალიან მგავხარ შენ პოსტებს რომ ვკითხულობ მგონია ჩემს ფიქრებს ვკითხულობ, ჩემ იმეილზე მომწერე მე 20 წლის ვარ დარწმუნებული ვართ კარგი მეგობრები გავხდებით აუცილებლად მომწერე გელოდები.

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: