ჩვენს ეზოშიც მოვა თოვლი…

                                                      pan_am

   დიახ, ჩვენს ეზოშიც მოვა თოვლი. ეს ფრაზა ზოგისთვის შეიძლება ძალიან უაზროდ ჟღერდეს, ზოგისთვის იყოს ძალიან ბანალური, მაგრამ ჩემთვის მას დიდი აზრი აქვს. დავიწყებ იქიდან, რომ მე და პანტერას არ გვიმართლებს პირად ცხოვრებაში. ყოველთვის რამეს როცა ვიწყებთ ძალიან კარგად, ბოლოში ერთი შებერვით უჩინარდება ყველაფერი. არ ვიცი რისი ბრალია, შეიძლება ბედის. მაგრამ არსებობს ბედი? თუ ბედი არსებობს მაშინ გავჩერდეთ ერთ ადგილას, არ ვიმოძრაოთ და თუ სიკვდილია არ გვიწერია არც ისე მოვკვდებით? არ ვიცი, ვერ დავდებ თავს ბედის არსებობაზე. შეიძლება როგორც პანტერამ თქვა მასეცაა. ადამიანი თავის შეცდომებზე პასუხს თვითონ აგებსო. მაგრამ რომელ შეცდომებზე? ყოველთვის შეცდომებს ვუშვებთ? არ ვიცი. უცნაურია ცხოვრება. არასოდეს არ იცი რა გელის და ეს ზოგისთვის საინტერესოა, ზოგი უბრალოდ თამაშობს. ეგრეა, ხან გაგიმართლებს ხან არა. მე ხშირად მიფიქრია, რა ხდება სიკვდილის შემდეგ. სად წავალ, ისევ მექნება გრძნობები თუ არა, შემეძლება თუ არა რაიმეს შევესო, დავინახო, ვიგრძნო, გავიღიმო, ვიმოძრაო. იქნება უბრალოდ არაფერია. მოვკვდებით და დამთავრდება ყველაფერი. მხოლოდ სიბნელე, არავითარი ემოცია. მაგრამ :

იცით როგორ მომავალზე ვოცნებობ? – ფერადზე, მშვიდზე, სასიამოვნოზე.

იცით როგორ მომავალზე ვოცნებობ? – სიყვარულით სავსეზე.

იცით როგორ მომავალზე ვოცნებობ? – ფანჯრიდან რომ გაიხედავ და ყველაფერს კარგს დაინახავ: ლამაზ ადამიანებს, მომღიმარ სახეებს, სიცოცხლით სავსე ქუჩას რომ დაინახავ.

იცით როგორ მომავალზე ვოცნებობ? – ისეთზე, ფილმებში როა, ბოლოს ყველაფერი კარგად რომ მთავრდება.

იცით რა მინდა? – სიყვარული, სითბო, მეგობრები, ფერადი სამყარო, სიცოცხლით სასე ადამიანები.

და მაინც, ჩვენს ეზოში აუცილებლად მოვა თოვლი, ერთხელ ჩვენც გაგვიმართლებს.

                                                               a157f3e4c0de4297c170b819ddbf0d2a_m

Leave a comment

5 Comments

  1. shen ikve agar xumrob

    Reply
  2. მეც მინდა მასეთი თოვლი ან ადგილი გამომინახე მასეთ სამყაროში რა : (

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: