უჩვეულოდ ჩვეულებრივი დღე

ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა. არაფერი განსაკუთრებული. მეც სხვებივით თოჯინებით ვთამაშობდი, მიყვარდა წრეში ბურთის, ხუთ ქვის და სხვა თამაშების თამაში. მინდოდა სულ დედაშვილობანა მეთამაშა. ხან დედა ვიყავი ხან შვილი. ჩვეულებრივად ბაღში დავდიოდი. ჩვეულებრივად სკოლაში მივედი. ჩვეულებრივად სკოლა დავამთავრე. ბავშვობაში ძალიან ცრუმორწუნე ვიყავი. მჯეროდა ყველაფრის რასაც ხალხი ამბობდა. მჯეროდა იმის, რომ თუ ვარსკვლავებს დავითვლიდი მეჭეჭები ამომივიდოდა, თუ ოთხად გაჭრილ ვაშლს გზაჯვარედინზე ჩაფლავდი მეჭეჭები გამიქრებდა, თუ ძმა გყავდა არ შეიძლებოდა მზის ჩასვლის შემდეგ კევი დაგეღეჭა და მსგავსი სისულელეების, რომლის ჩამოთვლა ძალიან ბანალურია.

                                                           

      დღეს მე და პანტერამ ჩვეულებრივად გადავწყვიტეთ საღამოს გასეირნება. პირველად წავიდეთ იქ, სადაც ამ ბოლო დროს ხშირად დავდივართ. საყვარელი საქმე გავაკეთეთ და გავაგრძელეთ სეირნობა. შევედით სკოლის ეზოში, იმ სკოლის ეზოში, რომელშიც 12 წელი ვიარეთ, ჩამოვსხედით და დავიწყეთ ლაპარაკი. ყველაფერზე ვილაპარაკეთ, გადავწყიტეთ რამე განსაკუთრებულის გაკეთება, ჩავრთეთ მუსიკა და ცეკვა დავიწყეთ. გვიხაროდა ცხოვრება. მერე ვივარჯიშეთ, და მერე დავსხედით და დიდხანს ცას ვუყურებდით. ღმერთო ჩემო, რა ლამაზია ცარსკვლავებით მოჭედილი ცა. ავირჩიეთ სათითაო ვარსკვლავი, რომლებსაც ჩვენი სახელები დავარქვით (შეიძლება ბანალურია). შემდეგ ცოტა ხანს ჩუმად ვიყავით, მხოლოდ ცას ვუყურებდით. მე ვფიქრობდი, რა კარგია, რა ლამაზია ეს ყველაფერი და რა ხანმოკლე. ერთ დღესაც გაქრება ყველაფერი, გავქრებით ჩვენც. დარჩება ცა, ვარსკვლავები, ჩვენი სკოლაც დარჩება, გავქრებოთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ. უცნაურია, ფიქრი რა კარგია. ფიქრობ წარსულზე, მომავალზე, გრილა, ჰაერი ნაზად გიბერავს და უცნაური გრძობა გეუფლება. გიხარია, გიხარია ამ სამყაროში ცხოვრება, რომელშიც ყველაფერი ასეთი ლამაზი. ნეტავ ფრენა შემეძლოს, გავფრინდებოდი შორს, ვარსკვლავებს ხელით შევეხებოდი და ვეტყოდი და ლამაზები არიან. კარგია, კარგია ყველაფერი რაც ბუნებამ შექმნა.

პ.ს. დღეს მართლაც უჩვეულოდ ჩვეულებრივი დღე იყო.

ვთაგავ : პანტერას

Leave a comment

5 Comments

  1. კაარგად აღწერე, მაგარიააააა და ისა მეჭეჭები მრთლად არ ამოდის??? (ბავშვი ვარ)

    Reply
  2. ყოჩაგ ან.. მაგრად მომეწონა… :*:*

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: