ვერ გამიგია მთვარე დარაჯობს ვარსკვლავებს, თუ პირიქით…

                     

 ღამის 4 საათი ხდება თითქმის. გარეთ ძალიან ბნელა, ოთახში სინათლე მინთია. არ მიყავრს ღამე. გავიხედე გარეთ, დავინახე ვარსკვლავებით მოჭედილი ცა. იქვე გვერდით მთვარე. ვერ გამიგია მთვარე დარაჯობს ვარსკვლავებს, თუ პირიქით, ვარსკვლავები დარაჯობენ მთვარეს. თუ ზოგიერთი ვარსკვლავი მთვარეზე დიდია, რატომ ჩანს მთვარე ყოველთვის ვარსკვლავებზე დიდი? ახლოსაა უფრო?

        რამდენი კითხვა მაქვს, პასუხები არც ერთზე. ვინ იცის… 

არ მინდა დაძინება, გამეღვიძება შუაღამეს და კიდევ ერთხელ შემზიზღდება ღამე. ოხ, როგორ ვერ გიტან ღამევ! რამდენი უბედურების მომსწრე ხარ, რამდენს უშლი ნერვებს, ყაჩაღებს იფარებ, რა სარგებლობა მოგაქვს კეთილი ადამიანებისთვის შენ? არც არაფერი! მეზიზღები! უცნაურია, ვწევარ, მუსიკა მაქვს დაბალ ხმაზე ჩართული, ირგვლივ სიწყნარეა, მხოლოდ საათის წიკ–წიკი მესმის, რომელიც ასევე კარგს არაფერს გვიმზადებს. დრო, რომელიც ასე სწრაფად მიდის ჩვენი მტერია. დიახ, ჩვენი მტერია. მიდის და გვაშორებს საყვარელ ადამიანებთან.

სასიამოვნო გრძნობაა როცა იცი, რომ დილა მშვენიერია. დილით მგონია ყველაფერს შევძლებ, ყველაფერი გამომივა, ენერგიული ვარ და ყველაფერი შემიძლია თავიდან დავიწყო. ისიც მეხმარება, გზას მინათებს და სწორ გზასაც ადვილად ვამჩნევ.

მითხარით ეხლა, არ ჯობია დღე ღამეს?

Leave a comment

12 Comments

  1. me mainc game mirchevnia , ufro idumalia :))

    Reply
  2. ეჰა ღამევ ჩემსა სულსავთ ბნელო მითხარ რას მომისწავებ )))

    Reply
  3. დღე მე უფრო მძულს, დღისით ყველა ყალბია და თამაშობს ცხოვრებას, დღისით ყველას ნიღაბი უკეთია, დღისით ვერასდროს ფიქრდები ისე როგორც ღამე. ჰმ, დღეს ისევ ღამე ჯობია პ.სმთვარე ახლოსაა უფრო 😀😀

    Reply
    • ეგ საიდან იცი? :დ

      Reply
      • რომელი ? ადამიანები დღისით რომ ყალბნი არიან? ეგ ყველაზე მარტივია : ) ადამიანებს რომ გაიცნობ მიხვდები მასეა… აი კატებს გვანან მაგრამ კატები უფრო სუფთანი არიან! მთვარეზე თუ ამბობ ასტრონომია მიყვარს ძალიან და სკოლაშიც მყავს მასწავლებლები ფიზიკა ასტრონომიის განხრით : )

      • ზედმეტი მოგდის ) ჩვენც ადამიანები ვართ🙂

  4. მე მიყვარს ღამე (დღეც მიყვარს, მაგრამ როცა ამას მიჩაგრავენ, ღამის მხარეს ვარ-ხოლმე :))
    კიდევ ღამის სიჩუმე მიყვარს აივანზე გამოსვლა ან ეზოში (თუ სოფელში ვარ)
    პოსტების კითხვა მიყვარს ღამით და კლავიატურასთან თითების ასკინკილა… მარტო მონიტორის შუქით განათებული ოთახი, მარტო შენ და ფიქრები… ღამით დაწერილი პოსტებიც მიყვარს…
    და კიდევ რატომ მიყვარს, იცი, ღამე?
    ჩემს სიზმრებს ვუყურებ-ხოლმე ამ დროს🙂
    იშვიათად, ძალიან იშვიათად მამახსოვრდება სიზმრები, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან მიყვარს ისინი (რაც მახსოვს ან არ მახსოვს)… განსაკუთრებით მაშინ ვგრძნობ ამას, როცა ვიცი, რომ რაღაც კარგ სიზმარს ვნახავ და გაღიმებულს მეძინება…

    Reply
    • ეჰ… სიზმრებიი…….. საშინელი არსებები არიან.. მე ვერ ვიტან ჩენს სიზმრებს …

      Reply
      • არადა, სიზმრები ჩვენი ცხოვრების რაღაცნირი ანარეკლია… შენი ტვინი სიზმრებით შენსავე დღეს გიყვება (რაც ნახე, იფიქრე, განიცადე…) თუ დღე გიყვარს, სიზმრებმა რა დაგიშავეს?

      • არ ვიცი, არარეალური სამყაროა ჩემთვის სიზმარი… რაღარ მთელი გულით გამიხარდება და გამომეღვიძება თურმე სიზმარი იყო . . . .არ მომწონს…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: