მაინც რა უნდა ჩემგან? რატომ მოვიდა?

         გავაღე კარები და დავინახე როგორი სახით მიყურებდა.  გავიღიმე და ნაზად ვუთხარი – შემოდი. შემოვიდა და ჩამოჯდა სავარძელზე, მე მის პირდაპირ დავჯექი და ყავა შევთავაზე. რათქმაუნდა დამთანხმდა და მეც გავედი ყავის მოსატანად. ყავის მოდუღების დროს ვფიქრობდი, ნეტავ რას აკეთებდა ის იქ, ან რაზე ფიქრობდა ან საერთოდ ან მე რა მინდოდა იქ, ან იმას აქ. ასეთ ფიქრში ვიყავი გართული, როცა ყავა მზად იყო და მეც ცივი ღიმილით გავუტანე და მივართვი. მანაც ყავა ნაზად მოწრუპა, შემომხედა და გაეღიმა –  რა გემირილი ყავაა. სულ რომ უგემური ყოფილიყო ვიცი იმავეს მეტყოდა. ”მოსწონს ჩემი გაკეთებული ყავა” – ვფიქრობდი და ადგილიდან არ ვიძროდი. არც ერთი ხმას არ ვიღებდით. მხოლოდ ყავას ვსვამდით. რა მოხდებოდა ყავა რომ არ არსებობდეს. რა მოხდებოდა და ვისხდებოდით ჩუმად და ერთმანეთს თვალებში შევხედავდით. იქნება ასეც ჯობდეს? მაგრამ არსებობს ყავა და ჩვენ ეხლა მას მივირთმევთ.

– როგორ მიდის შენი საქმეები? – ეშველა და წარმოსთქვა სიტყვა, – გავიფიქრე.

– რავიცი, ჯერ–ჯერობით ყველაფერი წესრიგშია. – ვთქვი და გავიფიქრე, ნეტა რომელ საქმეზე მეკითხება? ან საერთოდ რა უნდა ჩემგან?

– ისე რა აზრის ხარ ერთმანეთი უკეთ რომ გავიცნოთ? – ისმის მომდევნო ბანალური კითხვა და ისევ ფიქრი დავიწყე, თუ არ მიცნობს კარგად       ჩემთან რა უნდა?

– რავიცი გავიცნოთ.

–  კარგი მაშინ ეხლა წავალ და მერე დაგირეკავ და გნახავ. – ტიპიური  ახალგაზრდაა, არაფერი განსაკუთრებული. ” ან საერთოდ რატომ           მოვიდა? ”

– კარგი როგორც გინდა. – გავიღიმე, გავაცილე, ჭიქები გავრეცხე, დავჯექი და დავიწყე ფიქრი.

რა უნდოდა? სულ რამდენჯერმე ვყავარ ნანახი. რატომ მოვიდა? ან რატომ წავიდა? რამე ეწყინა? მომწონს? მოვწონვარ? თუ ვუნდივარ? თუ რა ხდება? სულელური კითხვებით ვაბრუებ ჩემს თავს.   შემეშინდა. რისი შემეშინდა არ ვიცი მაგრამ შემეშინდა. შემცივდა. ცხელოდა, მაგრამ შემცივდა. რატომ შემცივდა? ჩავიცვა?  რა სულელი ხარ, რა უნდა ჩაიცვა, ვერ ხედავ რა ამინდია? უცნაურია, შემეშინდა, შემცივდა, სითბო მინდა, და ეს ყველაფერი დამემართა მისი წასვლის შემდეგ. უკვე მომენატრა? არა რა მომენატრა, არც კი ვიცნობ. თუ არ ვიცნობ ჩემთან რა უნდოდა?  ან მე რატომ შევთავაზე აქ შეხვედრა? ან საერთოდ რატომ შევხვდი? მომწონს? მოვწონვარ? იქნება ვუნდივარ. გაბრუებული გონება, გაყინული ხელები, უაზრო ნაბიჯები და უცბათ გარეთ აღმოვჩნდი. მივდიოდი და არ ვიცოდი სად მივდიოდი, რატომ მციოდა, ხალხი რატომ არ ჩანდა, იქნებ ღამე იყო და იმიტო.  ლამპიონებით განათებულ ქუჩაზე მივდიოდი. აბდაუბდა ნაბიჯები, თითქოს მთვარი ვარ. იქნებ მართლა მთვრალი ვარ, მაგრამ რომ არ დამილევია? იქნებ სიყვარულით დავთვერი… არა რა სიყვარულით, შენ ხომ იშვიათად გიყვარდება ვინმე, ხო იშვიათად მაგრამ გულწრფელად. სისულელეა ყველაფერი, ვფიქრობ და მივდივარ, გზაში რამდენიმე ნაცნობს მივესალმე, მციოდა,  ხელებს ვითბობდი. მაინც რატომ მოვიდა? ან მე რატომ მოვიყვანე? იქნება მომწონს? ან მოვწონვარ? ან ვუნდივარ? არ ვიცი… არეული ფიქრები, გაფანტული აზრები და უეცრად ტელეფოზე მესიჯი.  მოვიკრიბე გონება, გაყინული ხელებით, დაბნეული თვალებით ვკითხულობდი მესიჯს, რომელშიც მხოლოდ ერთი სიტყვა ეწერა: ”მენატრები”

მოვედი გონს, დავხედე საათს, მესიჯს არ ვუპასუხე, არ ვიცოდი რა უნდა მეპასუხა, უკვე გვიანია – ვიფიქრე და სწრაფი ნაბიჯით სადარბაზოს კიბეებს ავუყევი, თან ვთვლიდი, როგორც მჩვევია. არ მახსოვს რამდენი დავითვალე. მაინც რა უნდა ჩემგან? რატომ მოვიდა? ან მე რატომ მოვიყვანე? იქნება მომწნს, იქნება მოვწონვარ, იქნება ვუნდივარ…

არეული ფიქრები, გაფანტული აზრები, გაყინული ხელები და უეცარი მესიჯი, რომელიც 10–ჯერ მაინც წავიკითხე.

Leave a comment

8 Comments

  1. ვახ ვიღაცას უყვარხარ რააააა (მე სიყვარულის არ მჯერა)

    Reply
    • ratoooooooooo?????

      Reply
      • სიყავრული ეგ გამონაგონი სიტყვაა მეცობებეთათვის, მაშ საიდან მოდის სიყვარული ან სად მიდის? უბრალოდ ეგ ადამიანებს სჭირდებათ იცოდნენ რომ ვირაცა ყურადღებას აქცევს ან ვიღაც დაავალდებულონ რომ მათზე ანუ ერთმანეთზე იზრუნონ რადგან ადამიანი ძალიან უმწეო არსებაა : ))

      • ეჰ რავიცი რავიცი … რამდენი ადამიანიც არის, იმდენი აზრია

  2. ჰო 100% ხარ : )))))

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: