ჩემი სვანი

ახლა მე მინდა მოგიყვეთ ერთი ისტორია, რომელიც სვანეთს და ერთ ადამიანს უკავშირდება. წინა პოსტში გაკვრით ვახსენე ადამიანი, რომელიც ჩემს გულს შეეხო.

რამდენიმე დღის ჩასული ვარ სვანეთში და ვდგავარ ჩემი სახლის აივანზე, საზამთროს ვჭამ. უცბათ ქუჩაზე ხმაური გავიგე და რომ გავიხედე რამდენიმე ადამიანი შევნიშნე.  ერთი მათგანი იყო სწორედ ის. ნელა მიდიოდა და მეც შემხედე თუ არა თვალები შემრჩა. ვეღარ მოვატრიალე თავი, მივაშტერდი. ის ისეთი საყვარელი იყო… გამახსენდა ჩემი თავი ბოლოს რომ ვიყავი მასე და მიხაროდა კიდევ რომ შემხვდა ასეთი ადამიანი. რა საყვარელი, რა საოცარი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა: წყნარი, წესიერი. მოკლედ, ჩაიარა და მეც გავაყოლე თვალი და მალევე თვალს მოეფარა. რაღათქმა უნდა მასზე ფიქრი დავიწყე, მინდოდა კიდევ მენახა, სულ გზას გავყუდებდი. მაგრამ აღარ გამოჩენილა. მოსაღამ ოვდა თუ არა, ახალმა გაცნობილმა მეგობარმა დამიძახა და მთხოვა გარეთ გავსულიყავი. გარეთ

კოცონი ენთო და კარგი აურა იგრძნობოდა. კოცონის ირგვლივ სვანი ბავშვები იდგნენ და ჩვენც მათთან ერთად დავდექი კოცონთან. ბავშვების უმეტესობა ერთ სახელს გაიძახოდა, ბექა, ბექა, ნეტავ ბექა სად არის. დამაინტერესდა მეც ვინ იყო ბექა. გავიხედეთ და ქვემოდან ორი ბიჭი მოდიოდა. ყველა მათ შეეგება, ჰკითხეს სად იყვნენ და აღმოჩნდა რომ ერთ–ერთი მათგანი იყო ბექა. ღამე იყო და თავიდან კარგად ვერ დავინახე, მაგრამ როცა კოცონთან დადგა მივხვდი რომ ის სწორედ ის იყო. ვერ აგიღწერთ რა ვიგრძენი. უეცრად გავიღიმე და  რაღაც ძალიან კარგი იგრნო გულმა. ისიც ჩვენ შემოგვიერთდა და ერთად დავიწყეთ გართობა. ხან რა ვითამაშეთ ხან რა. მე მას თვალს არ ვაშორებდი. მიხაროდა რომ ჩემს გვერდით იდგა, ბედნიერ ადამიანად ვთვლიდი ჩემს თავს. ყველაფერი მიხაროდა. იმ საღამოსაც ის ვნახე სიზმარში. მეორე დღეს შემხვდა დილით და რათქმაუნდა მომესალმა. მეც მივესალმე და გავუღიმე. მოსაღამოვდა თუ არა ისევ კოცონთან შევიკრიბეთ. ბექაც იქ იყო. ძალიან კარგი საღამო გამოვიდა. რაც მთავარია ბექა ახლოს იყო. დილითაც შემხვდა, გამიღიმე, გავუღიმე. მაგრამ წამოსვლის წინა დღეს კოცონი აღარ აუნთიათ. არ ვიცი რატო. ვერც ბექა ვეღარ ვნახე, ვერ დავემშვიდობე. წამოსვლის წინ ვნატრობდი, ნეტავ შემხვდეს, ან ცალი  თვალით  მაინც შევხედო–მეთქი. მაგრამ ის არ ჩანდა. და აი, მის უნახავად წამოვედი აქ. მენატრება, მასზე აღარაფერი არ ვიცი და გული ძალიან მწყება.

 პ.ს. იმედია ოდესმე მაინც გნახავ…        

Leave a comment

9 Comments

  1. cuga93

     /  August 20, 2011

    დამეწვა გული🙂 :* :*

    Reply
  2. მერე იტყვიან ერთი ნახვით შეყვარება არ არსებობსო, პირნციპში მე მაინც იმ იდეალოგიას ვემხრობი რომ სიყვარული ვაბშე არ არსებობს….. მაგრამ არ ღირს ამაზე აქ კამათი!

    Reply
    • cuga93

       /  August 21, 2011

      მე გეთანხმები მაგ საკითხში :)))

      Reply
    • მეც მაგ იდეოლოგიას ვემხრობი უკვე წლებია:))) ჩემი ღრმა დაკვირვებებით:)) უბრალოდ არ მჯერა რომ წრფელი,და უანგარო გძნობები კიდევ არსებობს, მაგრამ თუ ვინმე ასეთს იპოვნით.გულწრფელად გამიხარდება ♥

      Reply
      • შეიძლება მართლაც არსებობს მასეთი გრძნობები, მაგრამ არა ჩემს სემთხვევაშიიი : ))) :*

  3. ისე როგორი ლამაზი და ფერადი ისტორიაა♥♥ მეც შემემთხვა მასეთი რამ 12 წლის ვიყავი ოღონდ :)) სულ სხვანაირად აღვიქვამდი მაშინ ყველაფერს,უფრო ლამაზი და ადვილი იყო ცხოვრება..ახლა კი ყველფრისადმი უნდობლობა მაქვს გამოცხადებული :)))

    Reply
  4. tatia

     /  July 11, 2012

    rad ginda mainc ar ivargebda adamianad xom ici ratomac 😀 aese :X

    Reply
  1. ყოველთვის როცა… « ველური ორქიდეა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: