უკან, სახლში

ერთ კვირიანი მშვენიერი არდადეგების შემდეგ მე სახლში დავბრუნდი. ვიყავი სვანეთში, კერძოთ მესტიაში. ეხლა შევეცდები ამომწურავად მოგიყვეთ ჩემი მოგზაურობა სვანეთში.

12 აგვისტოს დილის 5 საათზე ჩვენი მანქანა დაიძრა დასავლეთის მიმართულებით.  არავინ არ იყო ჩვენგან ნამყოფი სვანეთში და ზუსტად არავინ არ იცოდა სად მივდიოდით, რა დაგვხვდებოდა, როგორ მოგვეწონებოდა და ასე შემდეგ, მხოლოდ გაგონილი გვქონდა მის შესახებ რაღაც–რაღაცეები.   მივდიოდით და ვფიქრობდით, ნეტავ რა იქნება, როგორ იქნება. შეუჩერებლივ ვიარეთ ზუგდიდამდე. ვიცოდით რომ იქიდან იყო გადასახვევი ზემო სვანეთში. გავიკითხეთ, გამოვიკითხეთ და დავადექით მესტიის გზას. არაჩვეულებრივი ბუნება გარშემო, ულამაზესი ენგურის წყალსაცავი, მშვენივრად გაკეთებული გზა. სხვა არაფერი გვქონდა დარჩენილი, გარდა იმისა რომ გვეყურა ამ მშვენიერი ბუნებისთვის. გზაში არ გავჩერებულვართ, ყველას გვინდოდა რაც შეიძლება მალე გვენახა ერთ დროს მიუწვდომელი მესტია. და აი, თითქმის 7 საათიანი მგზავრობის შემდეგ გამოჩნდა ტრაფარეტი, რომელზეც ეწერა მესტია. დიდი სიამოვნებით შევედით მესტიაში. იქ მიმდინარეობდა რაღაც სამუშაოები და ყველაფერი ათხირი და გადათხრილი იყო, ძალიან ხმაური და მტვერი. იქ გაჩერება შეუძლებელი იყო. აზრი არ ქონდა გვეკითხა სასტუმროს მისამართი, იქ მაინც ვერ გავჩერდებოდით. დავინახეთ ერთი ადგილი მესტიის მაღლა, რომელიც ყველას ძალიან მოეწონა. იქ ავედით და ვიკითხეთ ვინმე თუ აქირავებდა სახლს. ერთ სახლს მივადექით, რომელიც საკმაოდ მიმზიდველი იყო თავისი დიდი ეზოთი. გადავწყვიტეთ იქ დავრჩენილიყავით. ამოვალაგეთ ბარგი, ვისადილეთ და შევუდექით სოფლის დათვალიერებას. მისი სახელია ზარგაში. ულამაზესი მთელი აკრავს გარს. წინ და უკან თოვლიანი მყინვარები. მოკლედ, ულამაზესი ბუნება. სწორედ ასეთი წარმომედგინა სვანეთი. ძალიან ლამაზი ყველაფერი. თითქოს იმ სოფელში ცივილიზაცია ნაკლებად იყო, მაგრამ დიდად არ განმიცდია მე, ისე ვიყავი ამ ლამაზი ხედებით აღტაცებული. ასევე მოვიხიბლე სვანი ხალხით. განსაკუთრებით ერთმა სვანმა ბიჭმა მომხიბლა ♥  საღამოობით ჩვენი სახლის წინ კოცონს ანთებდნენ ბავშვები და მეც იმათთან ერთად ვიყავი და იქ გავიცანი ჩემი სვანი ბიჭი. არ მინდა ეხლა ამაზე ლაპარაკი ამას სხვა პოსტით გეტყვით. გავაგრძელოთ სვანეთზე. ერთ დღესაც გვითხრეს რომ იქით იყო ხიდი, რომელსაც ბეწვის ხიდს ეძახიან და იმის მაღლა მყინვარი ჭალაადი. ყველაზე დაბალი მყინვარი საქართველოში. გადავწყვიტეთ იქ წასვლა. მანქანა არ მიდიოდა იქამდე და ჩვენც ფეხით შევუდექით გზას. 3 საათიანი მგზავრობის შემდეგ მივადექით მყინვარს. მის მაღლა თოვლი. ( რა ახლოს ვიყავი თოვლთან). ამ მყინვარმა მოლოდინს გადააჭარბა. მხოლოდ მის გამო ღირდა სვანეთში წასვლა. სულ ყინულის მთა, ქვეშ მდინარე და დაახლოებით 15 გრადუსი სითბო. მყინვარმა წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ძალიან მომეწონა. ყველაფერს წარმოვიდგენდი მაგის გარდა. იმავე გზით სახლში დავბრუნდი (თუმცა არ ვარ დარწმუნებული რომ იგივე გზა იყო, ვიმეტიჩრე და მარტო წამოვედი და მგონი გზა ამებნა და სხვა გზით გამოვედი). მეორე დღეს კი ჩავალაგეთ ბარგი და გამოვეშურე სახლში. იმდენი შთაბეჭდილება მაქვს, რომ არ ვიცი ეს პოსტი რამდენს დაიტებს. ზუგდიდში დადიანების სასახლეც ვნახე. არაჩვეულებრი ერთი კვირა მქონდა. სავსე ვარ ემოციებით, გრძნობებით. რაც მთავარია ჩემი გულიც აენთო ♥ 

პ.ს. გული დამწყდა რომ მალევე წამოვედი. დიდხანს ვაპირებდით დარჩენას, მაგრამ მოულოდნელი პრობლემების გამო ერთ კვირაში დავბრუნდით.

Leave a comment

6 Comments

  1. wow! მაგარია სვანეთი!

    Reply
  2. cuga93

     /  August 20, 2011

    ❤❤❤ სვანეთი ჩემი ბავშვობის ოცნებაა და მერმის აუცილებლად წავალ(თ)😛

    Reply
    • აი აი აი უეჭველი ზამთარში თუ არა მომავალ წელს აუცილებლად❤

      Reply
  3. მაგარი პოსტია.. განვიცადე სვანეთი შენთან ერთად… : ) მარი მომავალ წელს მეც მინდა დ აიმედია წავალ….

    Reply
  4. მეც მინდა სვანეთი რა წესია რა !

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: