მე და წყალქვეშა სამყარო


ამდენი ხნის შემდეგ მე ცურვაზე მივედი. თითქმის ერთი წელი გავიდა რაც მე ჩემს საყვარელ აუზზე აღარ ვყოფილვარ. ძალიან მინდოდა, მაგრამ დროის უქონლობის გამო ვერ ვახერხებდი. დღეს როგორც იქნება მივედი. სანამ ავიდოდი (ასვლამდე ყველა მოსაცდელში იცდის, სანამ საათი არ შესრულდება) ერთი სული მქონდა, ვეღარ ვითმენდი, მინდოდა რაც შეიძლება მალე ჩავსულიყავი წყალში და იქაური სამყაროთი დავმტკბარიყავი. გამოიცვალე ფეხზე და როგორც იქნა გახდა თუ არა 4 საათი მაშინვე ავედი. სასწრაფოდ ტანსაცმელი გავიხადე (საცურაო კოსტუმი უკვე მეცვა), მოვირგე სათვალე, ქუდი და შევედი დუშში. იქ ცოტა რიგი იყო. როგორც იქნა გადავივლე წყალი და ჩემი საყვარელი ბასეინისკენ დავიძარი. მივედი თუ არა ეგრევე წყალში ჩავხტი. თავიდან ცოტა ცივი მეჩვენა, მაგრამ მერე მივეჩვიე ნელ–ნელა და სიამოვნებით ტკბობა დავიწყე. ვცურავდი ყველა სტილს, რაც ვიცოდი. მიხაროდა, რომ ძველებირად შემეძლო ცურვა. ჩაყვინთვის დროს არაჩვეულებრივი გრძნობა მქონდა. ამოყვინთვა აღარ მინდოდა. თითქოს წყალში სულ სხვა სამყაროა, მე კი ამ სამყაროს საკმაოდ კარგად ვეწყობი. ვცურავდი და ვფიქრობდი, რა მაგარია, ნეტა სულ შემეძლოს წყლის ქვეშ ყოფნა. იქ თითქოს სულ ყველაფერი გავიწყდება. იმ სამყაროში მხოლოდ შენ არსებობ. ხელებს ამოძრავებ და სიამოვნებისაგან უმაგრეს განწყობაზე დგები. კარგი სამყაროა, არავინ და არაფერი გიშლის ხელს იფიქრო, მთელი წყალქვეშა სივრცე შენია და რაც მთავარია იქ დრო არ არსებობს. დროც და ყველაფერიც თავად შენ ხარ. ცურავ და გიხარია, როცა შეგიძლია ცოტა ხნით მაინც ერთადერთ ადამიანად იგრძნო თავი. არავინ არაფერს  გიბრძანებს და ბრძანებებს აქეთ აძლევ წყალს, თუმცა ის რაღათქმაუნდა არ გემორჩილება და შენ ეს უფრო გიზიდავს. უფრო მეტად ცდილობ ხელების ამოძრავებას, და წყალს წინააღმდეგობას უწევ, მაგრამ ცოტა ხანში მაინც ისევ ემორჩილები, მთელი სხეულით ენდობი წყალს და რაც მთავარია იქ არანაირი პრობლემა არ არსებობს და რეალური პრობლემებიც გავიწყდება. აი, ასეთ ფიქრში ვიყავი, როცა ზარმა დარეკა (ეს ზარი ყოველთვის ირეკება მაშინ, როცა შენი ამოსვლის დროა). გამოვფხიზლდი, დავეშვი მიწაზე, რეალურ სამყაროს დავუბრუნდი, სწრაფად ამოვედი, ჩავიცვი და სახლში დავბრუნდი.

რა კარგია… როცა ასეთი სიამოვნების მიღება შეგიძლია,  შენს თავს სრულ ნეტარებას ანიჭებ და ამ ცხოვრებას ეთიშები.
Previous Post
Leave a comment

5 Comments

  1. ჰო, კარგია მარგამ მდინარე სულ სხვაა გაშლილი სივრცე, წყლის წინაარმდეგობა, თევზეპის ტყლაშნი და სად ბასეინი სადაც შენს გარდა 20 ადამიანი იბანს, : ) არა მე ამას ისევჩემი ანკარა მდინარე მირჩვნია !

    Reply
    • ხო მაგრამ ისიც კარგია. მაგრამ მართალი ხარ მდინარე 100–ია და ის ერთიც არაა🙂 გეთანხმები აბსოლიტურად

      Reply
  2. cuga93

     /  August 10, 2011

    ანააა რა კარგი პოსტია :* მომეწონაა❤❤
    წყალი ჩემთვისაც ყველაფერია, ვერ ვიცხოვრებდი ცურვა რო არ შემეძლოს. ხშირად მინატრია ნეტა თევზი ვყოფილიყავი მეთქი :*

    Reply
    • მეც მაგაზე ვფიქრობდი, არ მინდოდა ამოსვლა. იქ ყველაფერი შენ ნებაზეა😦

      Reply
  1. facebook-ის ექოუნთი რომ გამიუქმდეს «

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: