18 წელი

    რამე უცნაური პოსტის დაწერა მინდა. აი რომელიც ძალიან მოკლედ მოყვება ჩემს განვლილ ცხოვრებას. მერე დავფიქრდი და მივხვდი რომ ძალიან მოკლედ ამის დაწერა შეუძლებელია და თან შეიძლება ცოტა ბანალურიც გამოვიდეს.

უკვე 18 წლის ვარ. ყველა მეუბნებოდა, რომ როცა 18ის გახდები რაღაც კარგი გრძნობააო. სიმართლე გითხრათ მე მსგავსი არაფერი მიგვრძნია. ეს შეიძლება იმან იგძნოს ვინც  ამის შემდეგ დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს, მაგრამ მე ეხლა პირიქით, მჭირდება ჩემებზე დამოკიდებულება. თუმცა მარტო ცხოვრებას კი დავიწყებ.  18–მა წელმა ისე სწრაფად გაიარა ეხლა მგონია ისევ სკოლაში უნდა წავიდე სექტემბერში. კარგი იყო, ყველაფერი გამოვიარე, საინტერესო ცხოვრება მქონდა. ამ 18 წლის განმავლობაში არაერთ ბიჭთან მქონია ურთიერთობა და მხოლოდ ერთ დასკვნამდე მივედი: მაგარი ცოდო არსებები არიან. ვერავის ვერ გაუგია რა უნდა, ვინ უნდა, მომავალში რა უნდა და მოკლედ რა … ვერაფერი ვერ გაიგეს და მეც ნერვოზი დამმართეს. გადავწყვიტე ცოტა ხანი მათ გარეშე ვიყო. ცოტა ხანი შეიძლება ბევრი ხანიც იყოს. ჯერ ძალიან დაბოღმილი ვარ და მეცოდებიან, სანამ ეს გრძნობა არ მომშორდება მე მათ გარეშე ვიქნები. არ ვიცი 18 წლის ადამიანი ისევ ბავშვად უნდა ჩაითვალოს თუ არა, მაგრამ მე თავს ჯერ ისევ ბავშვად ვთვლი. ჯერ ისევ არ ვარ ჩამოყალიბებული და ისევ სიახლეებს ვეძებ. ისევ ადამიანების გაცნობაში ვარ და ისევ ძველებურად მიზიდავს პოლიტიკაზე საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ არც თუ ისე საინტერესო თემაა (ნუ ჩემთვის ძალიან საინტერესოა). მართალია, მომავალში იურისტობა მინდა და ამაში ისე ვარ დარწმუნებული, როგორც იმაში რომ ეს პოსტი გამოქვეყნდება, მაგრამ მაინც სხვა პროფესიებიც მინდა მოვსინჯო. მაგალითად, ფსიქოლოგია. საინტერესო საქმეა. ადამიანს შეიცნობ. მაგრამ ბოლომდე მაინც ვერაფერს მოუხერხებ.

Leave a comment

2 Comments

  1. ნახატი მომეწონა წავიდა, ხო და დროს რაც შეეხება დრო მართლაც მიჰქრის : ))) 2 წელიც და მეც შენნაირ მდგომარეობაში ვიქნები, (რაც მე არ მესიამოვნება) ახალი”სიფათები” “ნაძალადევი ღიმილი” შემოშტერებული “ვზგლიადები” უფ მაგას სკოლა არ ჯობია?

    Reply
    • კი სკოლა ჯობს, მაგრამ სიახლეები საჭიროა რომ ცხოვრება ვისწავლოთთ ))

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: