განაჩენი: ჩამოხრჩობა

გადავწყვიტე ჩემი ერთი პოსტი გერმანელ ნაცისტებს დავუთმო. როგორც ყოველთვის, პოსტის წერის დროს გავხსენი Google და ვცდილობდი მომეძებნა ინფორმაცია ნაცისტებზე. თუმცა სასურველი ინფორმაცია ვერ მოვიპოვე და მერე გამახსენდა, რომ მქონდა მასალები (ცოტა, მაგრამ საჭირო) ნიუმბერგის პროცესის შესახებ. დიდი ძებნის შემდეგ მივაგენი და აღმოჩნდა რომ არც ისე ცოტა არ მქონია და დავიწყე კიდევ ერთხელ გადაკითხვა. ძალიან საინტერესოა ეს ფაქტები, მაგრამ იქიდან უფრო საინტერესოს ამოვიწერ თორე მთელი მასალები ძალიან შორს წაგვიყვანს.

დავიწყებ იქიდან, რომ ნაცისტები იყვნენ ადამიანები გერმანიაში, რომლებიც II მსოფლიო ომის დროს სასტიკ დანაშაულებებს ჩადიოდნენ.

ესენია: 

  1.  საერთო გეგმა ანუ შეთქმულება.
  2. დანაშაულებანი მშვიდობის წინააღმდეგ.
  3.  სამხედრო დანაშაულებანი.
  4.  დანაშაულებანი ადამიანურობის მიმართ.

აი ამ ნაცისტების ჩამონათვალი, რომლების ნიუმბერგის პროცესზე ამ ოთხი პუნქტით გაასამართლეს :

  1.  რაიჰსმარშალი ჰერმან გერინგი.
  2. ჰიტლერის მოადგილე 1941 წლამდე რუდოლფ ჰესი.
  3. საგარეო საქმეთა მინისტრი იოაჰიმ ფონრიბენტროპი.
  4. რაიჰსლაიტერი რობერტ ლეი.
  5. ფელდმარშალი ვილჰემ კაიტელი.
  6. სახელმწიფო უშიშროების უფროსი ერნესტ კალტენბრუნერი.
  7. აღმოსავლეთის ოკუპირებული რაიონების საიმპერიო კომისარი ალფრედ როზენბერგი.
  8. პოლონეთის გენერალ–გუბერნატორი ჰანს ფრანკი.
  9. იმპერიის შინაგან საქმეთა მინისტრი ვილჰემ ფრიკი.
  10. გაულაიტერი იულიუს შტრაიხერი.
  11. ეკონომიკის მინისტრი ვალტერ ფუნკი.
  12. გერმანიის საიმპერიო ბანკის პრეზიდენტი იალმარ შახტი.
  13. მრეწველი გუსტავ ჰოლბახი.
  14. გერმანიის წყალქვეშა ფლოტის სარდალი კარლ დენიცი.
  15. საზღვაო ფლოტის მთავარსარდალი ერიჰ რედერი.
  16. ”ჰიტლერული ახალგაზრდობის” ყოფილი მეთაური ბალდურ ფონ შირახი.
  17. მუშახეის გამოყენების გენერალური რწმუნებული ფონ ზაუკელი.
  18. გენერალი ალფრედ იოგლი.
  19. პარტიული კანცელარიის უფროსი მარტინ ბორმანი.
  20. ყოფილი ვიცე–კანცლერი ფრანც ფონ პაპენი.
  21. ნიდერლანდის საინპერიო კომისარი არტურ ზეის–ინკვარტი.
  22. შეიარაღების მინისტრი ალბერტ შპეერი.ა
  23. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი კონსტანტინ ფონ ნოირატი.
  24. გერმანიის დეპეშათა სააგენტოსა და რადიომაუწყებლობის უფროსი ჰანს ფრიჩე.

აი ესენი არიან  დამნაშავენი, მაგრამ ამათ უკან იდგა მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი ადამიანი – ადოლფ ჰიტლერი ( შიკლგრიბერი)  ეს 24ივე ადამიანი მის მითითებებს ასრულებდა. თუმცა ცნობილია, რომ ჰიტლერი ამ დანაშაულზე პასუხისგებას გაექცა და თავი მოიკლა (თუმცა არც ამას ადასტურებს ვინმე). გასამართლების დროს თითოეულს ჰკითხეს ცნობდნენ თუ არა თავს დამნაშავედ, მაგრამ თითოეულმა უპასუხა, რომ ისინი თავს ცნობენ მხოლოდ უდანაშაუროდ. 

განაჩენს მოსამართლეები 5 საათის განმავლობაში კითხულობდნენ. ეს იყო უკვე 407–ე სხდომა. მოსამართლემ გამოიტანა შემდეგი განაჩენი: 12 ნაცისტს: გერინგს, რიბენტროპს, კაიტელს, კალტერბრუნერს, როზენბერგს, ფრანკს, შტრაიხერს, ზაუკელს, იოდლს, ზეის–ინკვარტს, ფრინკს და ბორმანს მიესაჯა სიკვდილი – ჩამოხრჩობა. ჰესს, ფუნკს და რედერს – სამუდამო პატიმრობა. ხოლო 3 ნაცისტი : შახტი, პაპენი, ფრიჩე კი გაათავისუფლეს, დანარჩენებს კი სხვადასხვა სასჯელი მიუსაჯეს.

ჩემი აზრით, ეს პროცესი საკმაოდ არასამართლიანი იყო. გერმანია ომში დანარცხებული მხარე იყო და ისევ ის დასაჯეს, პროცესზე გერმანელი მოსამართლე ან სხვა იურისტი არ ესწრებოდა და ასევე საბჭოთა კავშირსაც არაერთი მძიმე დანაშაული ჰქონდა ჩადენილი. როგორებიცაა : 

  • მასობრივი გაუპატიურებები.
  • საკონცენტრაციო ბანაკები.
  • თავდასხმა ფინეთზე.
  • პოლონეთის გაყოფა, კატინის ტრაგენია.

ეს დანაშაულებანი არავის გმაოუძიებია. ამ ომში, მართალია, გერმანია არ იყო ერთადერთი დამნაშავე, მაგრამ საბოლოოდ ის ყველანაირად გაანადგურეს.

პ.ს. მე ძალიან კეთილად  ვარ ნაცისტების მიმართ განწყობილი. ისინი მაშინდელ კანონებს არ არღვევდნენ. მათ დანაშაულად მე მხოლოდ მე2 მსოფლიო ომში დამარცხებას ვთვლი.

Previous Post
Leave a comment

3 Comments

  1. ნაცისტები მეორე მსოფლიო ომის დროს შეიძლება სასტიკები იყვნენ და ადლოფსაც აწუხებდა იმპერისტული აზრები, მარგამ არც რუსეთი იყო მათზე ნაკლები. საქმეც იმაშია გამარჯვებულს ვინ მოთხოვს პასუხს ეგაა : )))

    Reply
  2. მტკვრისპირელი

     /  May 9, 2012

    “პ.ს. მე ძალიან კეთილად ვარ ნაცისტების მიმართ განწყობილი. ისინი მაშინდელ კანონებს არ არღვევდნენ. მათ დანაშაულად მე მხოლოდ მე2 მსოფლიო ომში დამარცხებას ვთვლი.”

    შეიძლება მიზეზი გავიგო რატომ ხარ კეთილად განწყობილი ნაცისტების მიმართ?

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: