სიჩვეულებრივე

ესეთი უაზრო ზაფხული არასოდეს მქონია. არ ვიცი რისი ბრალია, ჩემი თუ სხვისი, მაგრამ ფაქტია რომ ძაან უაზროა. არ ვიცი რა ვაკეთო, უკვე აგვისტოს 8 რიცხვია, მე კი ისევ სახლში ვზივარ და მეც არ ვიცი რას ვაკეთებ. ვზივარ უაზროდ ხან კომპიუტერთან და ხან კიდევ მძინავს და ხან როგორც ყველა მეც ვჭამ. მოკლედ, ყველაფერმა აზრი დაკარგა. სანამ ძაან დატვირთული ვიყავი და დასვენება მაგრად მინდოდა და ვნატრობდი ამ დღეებს. მაგრამ აი დადგა და მე ისევ ის ძველი დღეები მენატრება. რა ვართ ეს ადამიანები. რაც არ გვაქვს ის გვინდა და რომ გვაქვს უკვე რაც გვქონდა ის გვინდა. ერთი სიტყვით ჩვენც არ ვიცით რა გვინდა. ერთი ის მინდა რომ სადმე წავიდე და დავისვენო. აღარ ვუყურო ყოველ დილით ერთი და იგივეს (ცოტა ხნით).  და რავიცი კიდევ რა. იცი რა მინდა? აი, ერთი დღე, მაგარი ამინდი (არც წვიმა, არც სიცხე), ვიჯდე ჩემთვის ბარში, უკან მაგარი ხედით, ზღვა და რამე, მაგიდაზე ლეპ–ტოპი, გვერდით კოქტეილი და ძალიან მაგარი ადამიანები გარშემო. ყველა ის ვინც ჩემთვის ბევრს ნიშნავს, აი ესეთ დასვენებაზე ვოცნებობ. იმედია მეღირსება როდესმე. ამ უაზრობას კიდევ ის დაემატა, რომ ნაყინები არ ვარგა გორისო (არადა პაპაჩემს რამდენი მოჰქონდა ხოლმე) მოკლედ რაა… როდემდე გაგრძელდება ეს უაზრობა არ ვიცი.  როდის მეღირსება სიმშვიდე და ნეტა როდის გამივლის თავის ტკივილი. ეხლა კი ისევ სერიალებს ჩავუჯდები და ვუყურებ. სულ ახალ–ახალი სერიალებია და იმედია ერთ–ერთი მაინც დამაინტერესდება.

პ.ს. თუ ვინმე მირჩევთ რითი გავერთო კარგი იქნება😀

Leave a comment

4 Comments

  1. შენი მესმის და თანაც იცი როგორ? აი საშინლად, გართობის რა გითხრა, მე ვკითხულობ წიგნებს და ვკითხულობ(გაახარა ღმერთმა ეს კვირის პალიტრა) ჰოდა რავიცი, სარამოსკენ გირჩევ იხეტიალო, გახვიდე სახლიდან გინდ მარტო გინდ ვინმესთან, მეტი რავიცი მეც მასე ვარ და : (

    Reply
    • ეჰ, მომწყინდა ყველაფერი. ისე წიგნებს კი ვკითხულობ მაგრამ რაღაც ჩემი სტილის წიგნი ვერ შევაჩიე რატომღაც. ესე არ დამმართვნია. :დ მოკლდ, წელს ყველაფერი იცვლება :დ

      Reply
  2. შენ ალბათ ჩვეულებრიოვაზე მეტად ერთფეროვნებამ დაგღალა, რაც ზაფხულში ხშირია. ზოგჯერ რთულია გაიმრავალფეროვნო ცხოვრება. რამე ახალს მოკიდე ხელი(სერიალებს არ ვგულისხმობ🙂 ). მაგალითად, მოუსმინე განსხვავებულ მუსიკას, რასაც ადრე ყურადღებას არ აქცევდი.

    ჩემს შემთხვევაში ჭრის ზოგჯერ ეს მეთოდი🙂

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: