სისხლიანი ზაფხული

   
ყველას კარგად ახსოვს 2008 წლის აგვისტო. ამ წელს საშინელი რამ   მოხდა.    რუსეთ საქართველოს შორის ”პატარა” ომი. შეიძლება ეს ომი სხვისთვის,      განსაკუთრებით კი დედაქალაქში მაცხოვრებლებისთვის ბევრს არაფერს    ნიშნავდა, მაგრამ მან პირადად ჩემზე დაუვიწყარი კვალი დატოვა.

    დავიწყებ იმით, რომ 2008 წლის 4 აგვისტოს მე პატრიოტების ბანაკში წავედი, ყვავილნარში. ძალიან მიხაროდა. ვიცოდი არაჩვეულებრივ დროს გავატარებდი და ასეც მოხდა. თუმცა დიდი ხანი ვერ გასტანა ჩვენმა ბედნიერებამ. პირველი 3 დღე მშვენივრად ვერთობოდით: დავდიოდით ზღვაზე, ყოველ საღამოს ვცეკვავდით, ვმღეროდით, დილით ვვარჯიშობდით. უამრავი ადამიანი გავიცანი. მოკლედ ვისვენებდი ძალიან მაგრად. მაგრამ აი მე4 დღეს, საღამოს მთელი ბანაკი აფორიაქდა, ჩვენს ახლობლებს ვეღარ ვუკავშირდებოდით, განსაკუთრებით გორელი ბავშვები განვიცდიდით. საღამოს, დათქმული ღონისძიების შემდეგ ბანაკის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ყველანი თავიანთ სახლებში უნდა წავსულიყავით. ის ღამე ჩვენთვის ძალიან მძიმე იყო. აქამდე არავინ არაფერს გვეუბნებოდა, მაგრამ უკვე იძულებულები გახდნენ ჩვენთვის სიმართლე ეთქვათ. უკვე ყველამ ყველაფერი იცოდა. იმ ღამეს ყველაფერი ჩავალაგეთ და ძალიან ცოტა ხნის ძილის შემდეგ ყველა თავის ავტობუსში ჩაჯდა. უკვე წასვლას ვაპირებდით, როცა ლიდერებმა გვითხრეს, რომ ყველა გორელი ჩამოვიდეს ავტობუსიდან, აღარ მიდიხართო. აი ეს კი რაღაც ბოლო წვეთი იყო ჩვენთვის. მძიმე სანახავი იყვნენ ბავშვები. ყველას ცრემლი ჰქონდა თვალებში, ტელეფონი, რათქმაუნდა, არ იჭრდა. გვითხრეს რომ სანამ არ დაწყნარდება სიტუაცია აქ დარჩებითო. (თუმცა არ ვიცოდით რა სიტუაცია უნდა დაწყნარებულიყო, ან საერთოდ რა ხდებოდა). ცოტა ხანში კი გავიგე, რომ ვერხვების დასახლება დაუბომბიათ. ძვლივს დავრეკე და გავიგე ჩემს სახლს ხომ არაფერი ჭირდა. (ვერხვებთან ახლოს ვცხოვრობ და ბებიაჩემიც და პაპაჩემიც სახლში იყვნენ, დედაჩემი და მამაჩემი თბილისში). მამაჩემმა თავის მეგობარს დაურეკა და რამდენიმე დღე მე და ჩემი მეგობრები ქობულეთში ვიყავით. სულ ახალ ამბებს ველოდებოდით, მაგრამ სულ ერთი და იგივეს აჩვენებდნენ: თუ როგორ ბომბავს რუსული თვითმფრინავი გორს. შემდეგ როგორც იქნება მამაჩემი ჩამოვიდა და თბილისში წამიყვანა. საშინელი გზა იყო. აქეთ–იქით ყველაფერს ცეცხლი ეკიდა. გორი რომ გავიარეთ, არავინ არ იყო. სულ დაცლილი და ძლიერი კვამლი. მე ესეთი საშნელება არასოდეს მენახა. თბილისში გავიგე რომ ჩემი ახლობელი დაჭრილა და საავადმყოფოშ წავედით. იქ ყველაზე კარგად გამოჩნდა ომის საშინელება. პალატებში ადგილი რომ არ იყო მსუბუქად დაჭრილები დერეფნებში იწვნენ. ზოგს ხელი არ ჰქონდა, ზოგს ფეხი. ძალიან მძიმე სურათი იყო. ერთი თვე თბილისში ვიყავი. როგორც იქნება ჯარი გავიდა გორიდან და დავბრუნდით. საბედნიეროდ, ყველაფერი მალევე მოგვარდა. დევნილები, მართალია, სახლებში ვერ დაბრუნდნენ, მაგრამ საქართველოს მთავრობამ მათ თავშესაფარი მისცა. თუმცა ძალიან ბევრი დევნილი ისევ თავშესაფარს ეძებს. Gori

პ.ს. ეს მოხდა 08.08.08

Leave a comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: