წერილი ჩემს თავს

       
Hey სულელო, უკვე სრულწლოვანი ხარ და თავი ჩამოყალიბებული გგონია. სკოლაც დაამთვრე და მალე სტუდენტიც გახდები.  რას მოესწარი. როდესმე გიფიქრია როგორი იქნები სტუდენტი? მგონი კი და თან არა ერთხელ. მერე რას ფიქრობდი? ალბათ იმაზე რა კარგად გაერთობი… არა, არა, შენ ხომ სწავლა გინდა. ისე, შეიძლება ამ დრომდე კომპიუტერთან იჯდე და რას აკეთებდე შენ თვითონაც არ იცოდე? დაგინახოს დედაშენმა ( ჰაჰ, ბოროტი სმაილი). მარა რას აშავებ, დღეს იმდენი ხანი გეძინა, ეხლა რომ დაწვე მაინც არ დაგეძინება და შენ მაინც არასოდეს გესმოდა, რატომ უნდა დაწვე როცა არ გეძინება.  ისე, წერა ყოველთვის გეზარებოდა და ეხლა რამ გაგაგიჟა? არამარტო ვირტუალურ სივრცეში, დღიურებსაცდა რაღაცეებსაც ხო წერ? (გაჩუმდი, ყველაფრის თქმა არ შეილება, რა აზრი აქვს შენს ბლოგს მაინც არავინ კითხულობს). მოკლედ, მალე დასასვენებლად წახვალ შენი ოცნების ქალაქში, თუ კუთხეში თუ როგორც არის. ერთი სიტყვით სვანეთში. ალბათ ის დღეები, რომლებსაც იქ გაატარებ დაუვიწყარი იქნება შენთვის. აუარება შთაბეჭდილება გექნება და ჩამოხვალ თუ არა პირველი რასაც გააკეთებ, გახსნი ბლოგს და დაწერ პოსტებს, თუ რა მაგარი იყო სვანეთში. (მაგრამ მაინც, წინასწარ ნუ ილაპარაკებ). ამჟამად მგონი მართლა ძაან დაღლილი ხარ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე საშინელი წელი გქონდა. მოკლედ, შენ დაბადების წელში 3-იანი არ უნდა ერიოს თორემ დარხეული გაქვს. მარა არაუშავს, დიდი არაფერი, კმაყოფილი უნდა იყო ცხოვრებით. თითქმის ყველაფერი გაქვს, რაც ადამიანს ჭირდება დღევანდელ ყოფაში. ეს სწავლა რაღა გაგიხდა? ისწავლე შენი რა მიდის. გამოგადგება მაინც რავიცი🙂

Leave a comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: