ღილაკი: Delete

      როცა ადამიანის დავიწყება გინდა რას შვრები? ანადგურებ ყველაფერს რაც მის თავს გახსენებს, შლი მის მოწერილ ან მასთან მიწერილ ყველა მესიჯს, ამასთანავე მის ნომერს  (მარა მაინც იმახსოვრებ, რაიცი იქნება კიდე მოგწეროს), ანადგურებ ყველაფერს რაც მან გაჩუქა, ან შენც სხვას ჩუქნი, შლი სოციალური ქსელიდანაც ასევე მის ყველა მოწერილს და აჭერ Unfriend–ს, ცდილობ რაიმე მიზეზი გამონახო რომ აღარასოდეს მოგინდეს მისი გახსენება, ყველაფერ ცუდს იხსენებ რაც მას ეხება, შედიხარ Facebook–ში და ვინც თქვენზე რამე იცოდა ყველას ეუბნები რომ მასთან აღარაფერი გაკავშრებს, უბრალოდ თქვენი გზები გაიყო და ეუბნები რომ აღარასოდეს აღარაფერი გკითხოს მის შესახებ, გულში ფიქრობ, რომ შეილება კარგიც არის ასე რომ მოხდა… გინდა აღარასოდეს დაუბრუნდე (ნუ თან გინდა, ანდა შენც არ იცი რა გინდა), მოკლეთ ეს ყველაფერი ძაან სწრაფად ხდება, მაგრამ მაინც გენატრება… (თან გეზიზღება, თან გიყვარს, უცნაურია ორივე გრძნობა ერთად) არ იცი შენს თავს რა მოუხერხო. ცდილობ დაივიწყო და ფიქრობ, ნეტა ტვინში იყოს ისეთი ღილაკი, რომელსაც დააჭერ და არასასურველ ინფორმაციას წაშლი. მხოლოდ ეს თუ გიშველის. და კიდევ გიშველის დრო… გავა დრო და დაგავიწყდება (ნუ თუ მანამდე ისევ მასთან არ დაბრუნდი). ცდილობ ქუჩაში არ შეგხვდეს რაც შეიძლება დიდი ხანი, მერე გინდა რომ შეხვდე,  გაინტერესებს რას იგრძნობ როცა დაინახავ. ყველას ეუბნები რომ ვეღარ იტან, ან ეგ როგორ მოგწონდა? რას გავს და ასე შემდეგ. თუმცა გულის სიღმეში ასე არ ფიქრობ. საერთოდ გულში ნეტა რას ფიქრობ. დაბრუნდები მასთან შანსი რომ მოგეცეს? ალბათ კი. ნუ თუ იმ წუთში ვინმემ გითხრა, დაიცადე ცოტა ხანს და შერიგდებითო, რათქმაუნდა ეუბნები რომ რა სისულელეა უკვე სხვა მომწონსო (ნუ შეიძლება ეს სხვა ისევ ისაა) ხანდახან შენს საუკეთესო დაქალსაც კი უმალავ მის მიმართ იგივე გრძნობა რომ გაქვს და რომ ვერაფერი შეცვალა დრომ, თუმცა ის ხვდება რომ ტყუილს ამბობ, რადგან მის დანახვაზე გინდა რომ დაემალო, ან გინდა ვინმე ბიჭთან დაგინახოს (ვითომ ეჭვიანობა და რამე) მარა მაინც არ ვიცი შენც რა გინდა. ნუ ბოლოს ისეთ დასკვნამდე მიდიხარ, რომ უნდა დაიკიდო, შენ ამას შეძლებ!  შენს საუკეთესო დაქალს ეუბნები : ”ეგეთები დამიკიდია? არ მიცნობდე მაინც” (ამ დროს ბოროტულად იღიმი, გული კი დაგცინის, რაღათქმაუნდა) ბოლოს ეს ყველაფერი მთავრდება იმით, რომ ისევ ურიგდები, გადის დრო და ისევ შორდები და ეს ყველაფერი ისევ თავიდან იწყება.

პ.ს. ის ღილაკი ნეტავ მართლა არსებობდეს…

Leave a comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: