უბრალოდ მავნე ჩვევა

არცთუ დიდი ხნის წინ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობდით, კედლის კალენდრები ყოველდღიურად გვამცნობდნენ მბეჭდავთა თუ წყალწაღებულთა გადარჩენის დღეებს, ამიტომაც ათასგვარი ოფიციალური თუ მსოფლიო დღის გაგონებისას გვეჩვენება, რომ უკან, წარსულში დავბრუნდით. ნოემბრის მესამე ხუთშაბათი კიფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ფქოდ) მსოფლიო დღედ თვით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა.

    ვერ გეტყვით, რაზე ფიქრობდნენ საბჭოთა ფუნქციონერები ზემოხსენებული დღეების დაწესებისას, გარეგნულად მათ კვალზე შემდგარ ჯანმოს კი კონკრეტული მიზანი ამოძრავებს: გაგვაგებინოს, დაგვაფიქროს, გაგვახსენოს მორიგი სამედიცინო პრობლემა, ჩვენივე უგუნურობისა და უმოქმედობის გამო უამრავ ადამიანს რომ იწირავს. ფქოდ სიკვდილიანობის მეოთხე ყველაზე გავრცელებული მიზეზია და თუ არაფერი ვიღონეთ, 2030 წლისთვის მაჩვენებლის მესამედით გაზრდას ვარაუდობენ.

უბრალოდ ფაქტები: 

– ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება სიცოცხლისთვის საშიში პათოლოგიაა, რომელიც ნორმალურ სუნთქვას უშლის ხელს. ეს უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ “მწეველის ხველა”.
– მსოფლიოში, სავარაუდოდ, 210 მილიონ ადამიანს აქვს ფქოდ. ნახევარმა ამის შესახებ არაფერი იცის.
– ამ დაავადებით ყოველწლიურად 3 მილიონ ადამიანზე მეტი იღუპება.
– სიკვდილიანობის თითქმის 90% დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებზე მოდის.
– ევროკავშირში ფქოდ-ის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე ყოველწლიურად 38.6 მილიარდი ევრო იხარჯება.
– ძირითადი მიზეზი თამბაქოს კვამლია.
– სადღეისოდ, მწეველი ქალების რაოდენობის მატების გამო, დაავადება ქალებსა და მამაკაცებში თანაბრად არის გავრცელებული.
– ფქოდ-ისგან განკურნება შეუძლებელია, სამაგიეროდ, მკურნალობას დაავადების პროგრესირების შენელება შეუძლია.

                                                                                                 
შეიძლება ფქოდ გქონდეთ თუ:
– გქონიათ მის რისკ-ფაქტორებთან შეხება:
• ეწევით ან ეწეოდით;
• საქმიანობასთან დაკავშირებით გიხდებათ მტვრის ან ქიმიკატების ჩასუნთქვა;
• გასათბობად ან საკვების დასამზადებლად შეშას ან ქვანახშირს იყენებთ.
– ხართ 40 წელზე მეტის და გაწუხებთ სიმპტომები:
• მუდმივი ხველა;
• ხველის შემდეგ ნახველის გამოყოფა;
• ქოშინი თქვენი ხნისებთან შედარებით უფრო ადრე და ნაკლები დატვირთვისას გეწყებათ.

P.s. ინფორმაცია სანდო წყაროდანაა

Leave a comment

3 Comments

  1. და რა მერე? აღარ მოვწიოთ?🙂

    Reply
  2. ეგ შენი გადასაწყვეტია🙂

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: