სევდიანი პოსტი

    თითქმის ორი თვე გავიდა რაც დაგკარგე. დიახ, დაგკარგე, იმიტომ რომ ერთად აღარ ვართ. ეს ორი თვე თითქოს არაფერი, თითქოს არ მემჩნეოდა, მაგრამ სევდიანი იყო ჩემთვის. სადღაც, გულის სიღრმეში, ძალიან მტკივა. მტკივა ყოველი შენი მოქმედება, ყოველი შენი სიტყვა. გიხსენებ და ვფიქრობ, რა კარგი ხარ რომ არსებობ, მაგრამ მე რა? არც არაფერი. შენი არსებობა მაინც მახალისებს, მიუხედავად იმისა, რომ მე არაფერი. გიხსენებ და ვფიქრობ რამე ხომ არ გიჭირს, იქნება ჩემი დახმარება გჭირდება, ან უბრალოდ ლაპარაკი გინდა, იქნება გვერდით არავინ გყავს რომ რამე გითხრას და ცოტა გახალისდე. იქნებ მოწყენილი ხარ? და როგორც ყოველთვის მიზეზი რაღაც სისულელეა, იქნებ მეგობარი გინდა მხოლოდ იმიტომ რომ უბრალოდ მარტო ხარ. რამდენი გეგმა, რამდენი ოცნება, რამდენი სმს-ები ჩვენს მომავალ წელზე. მხოლოდ ერთხელ შეგხვდი. დიდი ხანი ვიყავით ერთად. მე ჩემს ამბებს გიყვებოდი, შენ შენს ამბებს, არ გვინდოდა დამშვიდობება. გვინდოდა ის წამი გაჩერებულიყო. ეჰ, გვინოდოდა. ძნელია წარსულში ლაპარაკი. მითუმეტეს როცა ეს წარსული შენთვის ტკივილიანია. შეილება ცოტას ვაჭარბებ კიდევაც, მაგრამ შეიძლება ესეც არის. ადამიანები ამბობენ, როცა ადამიანი შენი ცხოვრებიდან მიდის, ესე იგი ასეა საჭირო და უკან ნუ გაყვები, მის მაგივრად სხვა უკეთესი მოვაო. მათ ხომ არ იციან რას ნიშნავდი ჩემთვის. და ნიშნავ კიდევაც. არავითარი წარსული. გრძნობები არ შემცვლია. იქნება მართალიც ხარ და არ ვართ ერთნაირი ადამიანები, ან ვერ ვუგებდით ერთმანეთს, მაგრამ მე ისევ ძლიერ მიყვარხარ, აზრი არ აქვს ერთად ვიქნებით თუ არა. ისევ ისე მტკივა გული შენს გახსენებაზე, როგორც ჩვენი დაშორების მეორე დღეს. მოკლედ, მე არ დაგივიწყებ მიუხედავად იმისა, ვიცი, რომ შენთვის აღარაფერს ვნიშნავ.

პ.ს. ცოტა სევდიანია, მარა კიდევ ერთხელ გეუბნებით სასოწარკვეთილი არ გეგონოთ😀 ნუ მთლად ბედნიერადაც ნუ ჩამთვლით. მართლა სულელი ვარ რა🙂

Leave a comment

2 Comments

  1. სხვათაშორის წასულ ადამიანებზე და მათ მაგივრად მოსულ უკეთესებზე რაც გიწერია სიმართლეა.
    ასე ხდება. მე ვარ მაგალითი

    Reply
  2. ხო შეიძლება ეგრეა. მაგრამ არა ყოველთვის

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: