მე სკოლა დავამთავრე

მე წელს სკოლა დავამთავრე.  მთელი 12 წელი სკოლაში გავატარე. უცნაურია, ცხოვრების ამდენი ხანი სკოლაში… სკოლა ჩემთვის ისეთი ადგილი იყო, სადაც ვაკეთებდი ყველაფერს: ვსწავლობდი, ვერთობოდი, მეძინა, ვჩხუბობდი, ვტიროდი, ვიცინოდი. ამდენ ხანს, ალბათ, არსად აღარ გავატარებ. გარემო იყო ცოტა უცნაური. ჩემს კლასში იყვნენ ყველანაირი ადამიანები: ზოგს ვუგებდი, ზოგს საერთოდ ვერ ვუგებდი, ზოგს ძალიან კარგად ვუგებდი, ზოგს თავიდან კარგად ვუგებდი და მერე ვერა. და ასე გადიოდა წლები… ყოველ ზაფხულს მე სიხარულით მოველოდი. მინდოდა დასვენება, თუმცა გულის სიღმეში ვიცოდი რომ საერთოდაც არ დავღლილვარ მარა მაინც საჭიროდ ვთვლიდი დასვენებას. პირველი თვე არაჩვეულებრივად გადიოდა: ვნებივრობდი სახლში, მეძინა გვიანობამდე და მიხაროდა ყოველი დღე. მეორე თვე ცოტა გაუაზროვდა: არანაირი სიახლე, თუ წავიდოდი სადმე ისიც მაქსიმუმ  10 დღე მეტი ვერ ვძლებდი, ან დედაჩემს შვებულება არ ქონდა (როოგრც ყოველთვის) წიგნებს იშვიათად ვკითხულობდი. ისიც ერთი თხელი წიგნის წაკითხვას ზოგჯერ 3 კვირას ვანდომებდი. საღამოოდით გარეთ მივდიოდი მარა ისიც მომბეზრდა. ნუ როგორღაც ეს მეორე თვეც ნელ-ნელა გადიოდა. ყველზე საშინელი იყო მესამე თვე. სიგიჟემდე მენატრებოდა სკოლა, მენატრებოდა ყველა ბავშვი, ჩემი მერხი, დაფა, მასწავლებელი და სწავლა მენატრებოდა. ერთი სული მქონდა სკოლა დაწყებულიყო. ცოტა მოახლოვდებოდა თუ არა სექტემდები მაშინვე მივდიოდი საყიდლებზე (სკოლის პირველ დღეს როგორ შეიძლებოდა ძველი ტანსაცმლით წავსულიყავი), ეს იყო უცნაური დღე, არასოდეს არ ვიცოდი როგორი რა მინდოდა. რაც მომეწონებოდა ჩემი ზომები ან აღარ ჰქონდათ, ან ჩაცმული აღარ მომწონდა. ვარჩევდი ჩანთას (არასოდეს არ ვიცოდი როგორი ჩანთა მინდოდა), მოკლედ, ვიყიდიდი თუ არა მაშინვე ვინახავდი (სკოლამდე არც ერთ ახალ ტანსაცმელს არ ვიცვამდი) კიდევ ცოტა გავიდოდა დრო და ტელევიზორს არ ვშორდებოდი. ყოველ ახალ ამბებს ვუსმენდი. იქნება რამე ეთქვათ როდის იწყებოდა სწავლა 9არასოდეს არ ვიცოდით ეს წინასწარ), ტელევიზორსაც უშედეგოდ ვუყურებდი, ერთი იმედიღა მრჩებოდა, სმსს ვაგზავნიდი ჩემს დამრიგებელთან შემდეგი ტექსტით: ”გამარჯობათ ლეილა მას, როგორ ვრძანდებით? ხომ ვერ მეტყვით სკოლა როდის იწყება?” პასუხი ყოველ წელს ერთი იყო: ”გაგიმარჯოს ანა! არ ვიცით ჯერ, ორშაბათს თათბირია და ალბათ იქ გვეტყვიან” ისევ საინფორმაციოს იმედათ ვიყავი. და აი, დგებოდა დღე, როდესაც მინისტრი გამოდიოდა და აკეთებდა შემდეგ განცხადებას: ”ყოველ სახელმწიფო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება” ნუ ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ვიღებდი ჩემს ახალ ტანსაცმელს და უკვე მეათედ ვისინჯავდი, ხომ ყველაფერი წესრიგში ჰქონდა.  ასობით სმსი მომდიოდა. ჩემი კლასელები მატყობინებდნენ რომ სწავლა 15ში იწყება (გეგონება მე თვითონ არ ვიცოდი) 15 სექტემბერი დგებოდა. იმ ღამეს არასოდეს არ მეძინა. ვფიქრობდი მეორე დღეზე და თუ დამეძინებოდა 7ზე ვდგებოდი და უაზროდ დავბოდიალობდი მთელ სახლში და ტანსაცმელს კიდევ ერთხელ ვიცვამდი. როგორც იქნება ხდებოდა 9 საათი. მე სკოლაში მივდიოდი 20 წუთით ადრე, მიუხედავად იმისა რომ ჩემი სახლიდან 3 წუთიც არ უნდა. მივდიოდი და იმხელა ეზოში ჩემს კლასელებს ვეძებდი. რაღაც მაიმუნური ღონისძიების შემდეგ კლასში ავდიოდით. და რაზეც გული ძალიან მწყდებოდა იყო ის, რომ ნახევარ საათში ისევ სახლში მივდიოდი და იწყებოდა მზადება მეორე დღისთვის.

ახლა ეს ყველაფერი დამთავრდა. გული მწყდება ხანდახან, მაგრამ კიდევ ერთ წელს სკოლაში ნამდვილად ვეღარ ავიტანდი. ჩემს კლასელებს ვეღარ გავუძლებდი. ეს ბოლო წელიც ძვლივს გავიდა. ყოველთვის ვამბობი სკოლა როგორ უნდა მოგენატროს-მეთქი, მაგრამ ვნანობ, ვიცი მომენატრება. მიუხედავად ყველაფრისა მაინც მომენატრება.

p.s. მე აღარასოდეს მერქმევა სკოლის მოსწავლე.🙂

Leave a comment

1 Comment

  1. teennewson

     /  August 5, 2011

    kidev kai damtavrda es yvelaferi : ))😀

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: