ადამიანი

                                                                           
   ადამიანი ერთადერთი ცოცხალი არსებაა დედამიწის ზურგზე, რომელიც თავიდან ბოლომდე ამოუცნობია. ჯერ არ ყოფილა ადამიანი, რომელსაც ზუსტად ეთქვას როგორია ადამიანის ბუნება და რას გააკეთებს ამა თუ იმ სიტუაციაში, რადგან ყველა ადამიანი სხვადასხვა ნაირად ვაფასებთ ერთმანეთს და ერთიან დასკვნამდე ვერასოდეს მივდივართ.

     ჩვენი ცხოვრება, შეიძლება ითქვას, საინტერესოა. მითუმეტეს თუ ისეთი ადამიანებით არის გარემოცული, რომლებიც ჩვენთვის ბევრს ნიშნავენ. ზოგი ადამიანი ამბობს, აი ამ ადამიანის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მივა, თურმე შეუძლია. დროს ადამიანის ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია. რაც არ უნდა მოხდეს და რა უბედურებაც არ უნდა დაატყდეს ადამიანს, დრო მაინც ყველაფერს აკეთებს ამის დასავიწყებლად. თუმცა ზოგჯერ დროც ვერ გვშველის. ადამიანი ჯერ ვერ აანალიზებს რატომაა ამ ქვეყნად მოსული, რატომ ცხოვრობს და რატომ მიდის ისევ უკან. აუცილებელი არაა ნოესავით უფალმა გითხრას თუ რა უნდა გააკეთო. ზოგიერთ რამეს ჩვენ უნდა მივხვდეთ და სწორად უნდა მოვიქცეთ. ჩვენ ჩვენი ფუნქციები უნდა შევითვისოთ და ბოლოს გავიგებთ გავაკეთეთ თუ არა ის, რისთვისაც აქ გამოგვაგზავნა უფალმა. რომ დაფიქრდე თუ რატომ ცხოვრობ, შეიძლება სასოწარკვეთას მიეცე, მაგრამ დაუფიქრებლადაც ნურაფერს გააკეთბ. ასჯერ გაზომე ერთხელ გაჭერი, მაგრამ გაჭერტი მანამ, სანამ სხვა დაგასწრებს შენ რომელიმე სასაცილო ზღაპრის გმირს დაგამსგავსებს. უნდა იყო ვინმე და არა რამე, უნდა გააკეთო ის, რაც არავის ავნებს და უნდა დაიძინო მაშინ როცა გეძინება.😀 ადამიანი ხომ ადამიანური ადამიანობით ადამიანობს!!!
P.s. გრამატიკული შეცდომებისათვის ბოდიშს გიხდით.
Leave a comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: