იდეა


5 აგვისტოს 5 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გადავწყვიტე, რომ ბლოგი შემექმნა. მას შემდეგ თითქმის არაფერი შეცვლილა ჩემში. გარშემო კი თითქმის ყველაფერი შეიცვალა. ზოგი წავიდა, ზოგი მოვიდა, მაგრამ ცხოვრების მთავარი იდეა, რის გამოც ღირს ეს ყველაფერი ჯერაც არ მიპოვნია. მინდა ყველაფერი ვაკეთო ცხოვრებაში, მარტივი ენით რომ გადმოვცე, მინდა რეჟისორიც მე ვიყო და მსახიობიც. მინდა ჩემთვისაც ვწერო და სხვისი შექმნილი პერსონაჟების ცხოვრების სტილიც მოვირგო. ერთი რისი შეცვლაც არ მინდა ალბათ ჩემი სამყაროა, რომელიც სავსეა ფეთქებადი და თავქარიანი ადამიანებით, მაგრამ ყველა იმდენად ჭკვიანია, რომ არავისთვის გიწევს იმის ახსნა, რომ 5 ის შემდეგ ყოველთვის იქნება 6. 
გაგონილი მაქვს იდეალური ფრაზა, თუ შენ თვითონ არ შეცვალა რამე, ყველაფერი იგივე დარჩება. რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერს დრო კი არა, ადამიანები ცვლიან. ყველას არ აქვს რაღაცის შეცვლის სურვილი ან საშუალება ან საერთოდ არც კი იცის როგორ უნდა გააკეთოს ეს, მაგრამ იდეის დაბადება უკვე საინტერესოა. 

წავიკითხე მარჯან სატრაპის ინტერვიუ, რომელიც იმდენად გამაოგნებელი იყო ჩემთვის, რომ საკმარისი მოტივაცია მაქვს შეცვალო ყველაფერი რაც არ მომწონს. მომეცა ძალა დამენახა, რომ შეიძლება დღეს რომანტიკოსი ვიყო და ხვალ მეზიზღებოდეს ყველაფერი რომანტიული, შეიძლება დღეს მოვკვდე, მაგრამ ხვალ ახალი ძალებით დავიწყო ცხოვრება, შეიძლება თავიდან დაიბადო, მთავარია იცოდე რომ თავიდან დაბადება მართლა გინდა, რომ უბრალო ახირება არ არის და გააკეთო ის მთელი გულით. მხოლოდ ამის შემდეგ იქნები ისეთი მოტივირებული როგორიც მე ვარ მაშინ, როცა ვხედავ სურათს, სადაც ბევრი გადაშლილი წიგნი, რვეული და ჰაილაითერია. იდეის დაბადება უკვე ბედნიერებაა, მთავარია მიჰყვე ამ იდეას მანამ, სანამ ამის სურვილი გექნება. სურვილი ხო ერთადერთია, რითაც ყველაფერი იწყება და მთავრდება. ხო, სურვილთან ერთად მონდომება. 

ვცდილობ ჩემს ტვინში ავანთო ნათურა და გავხდე ისეთი ძლიერი და მონდომებული, როგორიც მარჯან სატრაპია, ისეთი მეოცნებე, როგორიც ალისაა, ისეთი კრეატიული, როგორიც გუგლია, ისეთი ენერგეტიკული,  როგორიც რედბულია და ისეთი ამაყი, როგორიც სპორტსმენია, როცა ოლიმპიურ ოქროს ჰკიდებენ კისერზე. 

პ.ს. ვულოცავ ამ ,,რაღაცნაირ ბლოგს” არსებობის 5 წლის თავს და კაცობრიობის იმ დონემზე განვითარებას ვუსურვებ, რომ იდეები არასოდეს ამოიწუროს. 

Advertisements

ზუსტი დრო

outstanding-micro-world-space-wallpaper-space-wallpaper-hd-iphone-bedroom-for-rooms-1920x1080-5-android-1080p

ცხოვრებისგან იმაზე მეტი სიამოვნება უნდა მივიღოთ, ვიდრე ვიღებთ ხოლმე. დროა სამყაროში რაღაც უკეთესი მოხდეს და ჩვენ გვქონდეს იმის საშუალება რომ გავაკეთოთ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის. სამყარო იმდენად დიდია რომ დაუსრულებლად სირბილი შეიძლება. მეც დავრბივარ ისევე როგორც თქვენ ყველა. მე ვცდილობ ჩემს ცხოვრებაში იმაზე დიდი სისულელე აღარ გავაკეთო რასაც ვაკეთებდი და ყოველ დღე სამყაროს ვუთხრა, რომ

მზად ვარ მივიღო ის ისეთი, როგორიც არის. მაგრამ არა, მე ხომ სულ ბედნიერი წუთების გამო ვცხოვრობ. იმ წუთების, რომელიც მქონდა და რომელიც კიდევ ბევრჯერ მექნება. ხშირად მითქვამს, რომ არის ცხოვრებაში წამი, აი ის წამი, რომელიც ყველაფერს ცვლის და რომლის გამო იმაზე მეტად ბედნიერი ხარ, ვიდრე მანამდე იყავი და იმაზე მეტად გინდა სიცოცხლე ვიდრე აქამდე გინდოდა.

მე, ადამიანს, რომელსაც ნებისყოფის ოდნავი წვეთი არ გამაჩნია, ვარ მზად ვიცადო დაუსრულებლად, ვიდრე არ მოვა წამი, რომელიც ყველაფერს შეცვლის. დრო იმდენად პირობითია, რომ არ შეიძლება ის ძალიან სწრაფად გადიოდეს. ჩვენ თვითონ ვცდილობთ დავარქვათ დროს წელი, თვე და საუკუნე, რომლებიც იქ, სადღაც პარალელურ ან თუნდაც ვერტიკალურ სამყაროში საერთოდ გაყინული ან უჩინარიაა. მაშ, როგორ შეიძლება ვეძახდეთ მას დროს, როდესაც სამყაროში შეიძლება ისე დავიკარგოთ, რომ უსასრულობის ნამდვილი სახე დავინახოთ.

ყველაფერი ადამიანის შექმნილია ისევე, როგორც ყველა ფერი, მაგრამ ჩემნაირები მას ვერ აღიქვამენ და ჩვენთვის სულ ერთია ფოთოლი მწვანე იქნება, ყვითელი თუ წითელი. მე ვქმნი სივრცეს, რომელშიც ვცხოვრობ და იქ ვკლავ დროს პირდაპირი მნიშვნელობით, ვინაიდან ჩემი საათი გაჩერებულია და 24 საათში მხოლოდ ორჯერ აჩვენებს ზუსტ დროს.

ცხოვრება იმდენად მშვენიერია, რომ ამაზე ფიქრიც კი კარგ ხასიათზე უნდა გაყენებდეს. მაგრამ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმიც კი არაა საკმარისი იმის აღსაქმელად, თუ რამხელა სივრცეა ჩვენს გარშემო. ვდგავარ და ველოდები სითბოს, რომელიც ვიცი, რომ საიდანღაც მიახლოვდება და ისე, რომ გაანალიზებას ვერ ვასწრებ წრეს კრავს. ტვინის ყველა უჯრები დახშული მაქვს  და ვიყურები წინ, სადაც მხოლოდ ჩემს ფანტაზიას ვხედავ. შემდეგ ეს ყველაფერი ქრება ისე, თითქოს არც კი ყოფილა და მე, ადამიანი, რომელსაც განუსაზღვრები ფანტაზია მაქვს ესეც ჩემი ფანტაზიის ნაწილი მგონია და ვუბრუნდები ჩემს ჩვეულ ცხოვრებას იმის იმედით, რომ ის ისევ მოვა, მაგრამ ამჯერად ჩემი ტვინი გააქტიურებული დახვდება, რომ უფრო დიდხანს დამამახსოვრდეს და ვიგრძო რა მოხდა სინამდვილეში.

და მაინც, ყველა ადამიანი, აბსოლიტურად ყველა, თანასწორია ნებისმიერი რამის წინაში და არც შეზღუდული შესაძლებლობები არსებობს და თუ ეს არ გაიაზრე, მაშინ ვერც მე ვერ გამიგებ ვერასოდეს.

Law school student

ecards-auto-law-school-234730როდესაც რაღაცის თქმა გინდა თითქოს ყველაფერი ჩერდება და ფიქრობ მხოლოდ იმაზე, თუ როგორ გადმოსცე ის, რასაც გულწრფელად ფიქრობ.

2011 წელს უნივერსიტეტში ჩავაბარე. ვინც ამ წელს აბარებდა, ყველამ იცის რა გზა გავიარეთ იმისათვის, რომ სასურველ ან თუნდაც შემთხვევით შერჩეულ ფაკულტეტზე და უნივერსიტეტში ჩავრიცხულიყავით. მთელი დრო და ენერგია თითქოს სწავლაზე იხარჯებოდა, მაგრამ ბოლოს მაინც ვხვდებოდი რომ არაფერი არ ვიცოდი. ეს ალბათ ყველას სენია. მეგონა, რომ ასეთი რთული არასოდეს იქნებოდა ცხოვრება, როგორც აბიტურიენტობის დროს იყო. მაგრამ აქ ერთ-ერთი დიდი შეცდომა დავუშვი. მთელი ჩემი ცხოვრება თითქოს დამოკიდებული იყო იმ 4 საგანზე, რომლებიც ჩავაბარე იმისათვის, რომ სტუდენტი გავმხდარიყავი.

შედეგები დაიდო და ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის სტუდენტი გავხდი. 4 წელი გავატარე იქ და ალბათ ეს საუკეთესო წლები იყო ცხოვრებაში. მაშინ მივხვდი, რომ ყველაფერი წინაა და ჯერ ცხოვრების აზრზეც კი არ ვიყავი. ვსწავლობდი საგნებს, რომლების ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მაინტერესებდა, თუმცა არასოდეს გამოვირჩეული საუკეთესო ქულებით და რეიტინგით, მაგრამ არც ცუდ სტუდენტად ვითვლებოდი.

არ იყო მარტივი  უნივერსიტეტში სწავლა და მითუმეტეს ურთიერთობა იმ ადამიანებთან, ვინც მანამდე თვალით არ მინახავს. 4 წლის განმავლობაში შევძელი შემეძინა ისეთი მეგობრები, რომლებიც მთელი ცხოვრება გამყვებიან და მეპოვა საკუთარი გზა, თუმცა ეს ალბათ ჯერ კიდევ წინაა. სკოლის დამთავრებიდან 4 წლის შემდეგ ისევ ეროვნულ გამოცდებზე  მოვხვდი და მაშინ ვთქვი, რომ იქ აღარასოდეს მივიდოდი, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული არ ვიყავი შევძლებდი თუ არა საკმარისი ქულების მიღებას.

ხანდახან ყველაფერი მოსალოდნელზე კარგად მიდის და 4 წლის შემდეგ 21 სექტემბერს აღმოჩნდი მაგისტრატურის პირველ ლექციაზე იმავე უნივერსიტეტში სრულიად უცხო ადამიანებთან ერთად. არასოდეს გამოვირჩეოდი განსაკუთრებული კომუნიკაციის უნარებით და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ჩემი  პირველი ლექცია საქმიან კომუნიკაციებს დაეთმო არ ვიცი რამდენად კარგი იყო.

არ ვიცი როგორი იქნება მომდევნო 2 წელი ან თუ ისევ შემიძლია ვიმეგობრო სრულიად უცხო ადამიანებთან, რომლებიც 2 წლის შემდეგ ჩემი საუკეთესო მეგობრები იქნებიან, მაგრამ მთავარი ისაა რომ ყველაფერი მოსალოდნელზე უკეთ წარიმართოს. გარემოსთან ადაპტაციას მთლად კარგად ვერ გავდივარ, თუმცა ეს გარემო მაინც ნაცნობია.

ყველაფრის გათვალიწინებით იმაზე დიდი ვარ ვიდრე ეს ჩემი დანახვისას იგრძნობა და ისევ ზურგ ჩანთით, კედებით და ჯინსით დავდივარ როგორც ეს იყო 2011 წლის სექტემბერში. ასაკი არასოდეს შემიშლის ხელს ვიყო ის, ვინც მინდა რომ ვიყო.

და მაინც, ადამიანები უამრავ დროს, ენერგიას, ფინანსებს ხარჯავენ რომ მიიღონ მათგან ის მაქსიმუმი, ვისთვისაც ხარჯავენ ამ ყველაფერს,  მთავარია ეს რამედ ღირდეს და მეც მზად ვიყო გავცე ის, რასაც მე ვიღებ დროის, ენერგიის და ფინანსების ხარჯზე.

09b7479d308524bd70e4976f339809a2

რაც უფრო შორია

2575693208_c9347376ee_b

უკვე მერამდენედ გავაღე კარები და ჩამოვჯექი ის, საიდანაც ბუნდოვანი ხედი იშლება. თვალები იბურება და უფრო გაურკვეველია იმის დანახვა, რაც წინ ხდება. მოგონებები კადრებივით იშლება, მაგრამ არ მოძრაობს და ეს მაძლევს იმის საშუალებას, რომ უფრო რეალურად აღვიქვა ის ყოფიერება, რასაც არაფერი არ ჰქვია. კადრები შავ-თეთრია, მაგრამ ფერების აქმა უფრო მარტივი ხდება.

ვფიქრობდი არარსებულზე, მაგრამ ამავდროულად საკუთარ გონებაში ბევჯერ მომხდარ მომენტებზე. წარმოუდგენელია გინდოდეს რაღაცაზე ფიქრი, მაგრამ გონება მხოლოდ ერთ ადგილას იდგას და არ მოძრაობს. უბრალოდ, არ გაქვს უფლება ის აამოძრაო. კარებისკენ იხედები, მაგრამ იცი, რომ ის დარჩება ისე, როგორც შენ დატოვე. მას შენი ფანტაზიები ვერ გააღებენ.

თვალები იკვეთება, ოცნება უფრო მიუწვდომელი ხდება და აღარ შეგიძლია მიიღო ის, რასაც შენში არსებული შინაგანი სამყარო დიდი ხანია ელის. რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო გაუგებარია ყველაფერი ის, რაც აქამდე ასე შორს არ გეჩვენებოდა. თვალები ისვ მებურება, მაგრამ ვახერხებ უმოძრაოდ ყოფნას. თვალები ახერხებენ იმეტყველონ მაშინ, როდესაც არ შეგიძლია თქვა ის, რასაც განიცდი.

მინდა საკუთარი თავი დავივიწყო და ვიყო ის, ვისაც დაკარგული აქვს შეგრძნებების უნარი. არასოდეს მინდოდა მეცხოვრა და არასოდეს მინდოდა ჩემს ცხოვრებას მთავარი გმირი ჰყოლოდა. ეს არის ქვეყანა, სადაც ცხოვრება ღირს ერთი სიმარტივის გამო.

სიკვდილის გამო ღირს მთელი ეს სისულელე დამთავრდეს. მიხარია, რომ თვალები ისევ ბუნდოვანია, ხედი ისევ გაურკვეველი. მაგრამ გრძნობებს მაინც ვერ წაიღებ ვერსად. ცხოვრებაში ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია, მაგრამ ვერ ვაკეთებთ ვერაფერს. ისევ და ისევ მივდივარ ვიწრო და გრძელ ბილიკზე, რომელსაც არ უჩანს დასასრული.

და მაინც, ბუნებამ გამოიღვიძა, მაგრამ თვალები ისეც დაბურული აქვს.

მე და შენ ისევ ორი პარალელური ხაზი ვართ, რომელიც ვერასოდეს გადაკვეთენ ერთმანეთს.

17 მაისი

no-to-phobia

სად ვცხოვრობთ ჩვენ? მეც მართლა მაინტერესებს. გულწრფელად. დღეს 17 მაისია. თუ მსოფლიოს დავუჯერებთ, დღეს არის ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. მაგრამ რა დროს მსოფლიოა, როდესაც ჩვენ ”ქართველები ვართ” და ”რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ”, შესაბამისად, ჩვენ აღვნიშნავთ ოჯახის სიწმინდის დღეს.

საიდან მოვდივართ და საით მივექანებით. ჩვენ არ გვინდა რუსეთი, ჩვენ გვინდა ევროკავშირი, მაგრამ ჩვენ არ გვინდა ევროპული ცხოვრება. ჩვენ გვინდა ქალიშვილი ცოლი და არ გვინდა გეი ქორწინება საქართველოში.

უსამართლობას ვერ ვიტან. ვერ ვიტან როდესაც სუსტი იჩაგრება და ვერ ვიტან ვერანაირ სიძულვილს. ბევრი უსამართლობა უნდა ავიტანოთ და დისკრიმინაცია ზოგჯერ გამართლებულია. თუ კონსტიტუციას დავუჯერებთ,

თავი მეორე

მუხლი 14

ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.

ვინაიდან ჩემთვის, ყველაფერზე წინ დგას საქართველოს კონსტიტუცია, მჯერა, რომ ყველა ადამიანი თანასწორია და ქვეყანა არ უნდა ცდილობდეს რომელიმე ახდენდეს დისკრიმინაციას.

აღარ ვიცი ოდესმე რამე შეიცვლება თუ არა. თუ ჩავალაგოთ და წავიდეთ იქ, სადაც ადამიანის უფლებების დაცვა ყველაზე პრიორიტეტულია და არავინ ხდება ქსენოფობიის მსხვერპლი.

სტატისტიკას თუ დავუჯერებთ,

ოჯახში ძალადობის შედეგად სამ წელიწადში 67 ქალი გარდაიცვალა

და ამის შემდეგ მაინც გილოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს!

2014 წლი

წლის შემაჯამებელი პოსტის დაწერა ყველა ბლოგერისთვის დაუწერელი კანონია. როგორ შეიძლება არ გააცილო 2014 წელი. წელი, რომელიც სხვა წლებისგან ნამდვილად გამორჩეული იყო.

2014 წელს ჩემი ბლოგი 3 წლის გახდა. არც თუ ისე ბევრია და არც თუ ისე ცოტა. რომ შემეძლოს 2014 წელს ნამდბილად ვეტყოდი მადლობას იმისათვის, რომ არსებობდა. ჯერ კიდებ საათებია დარჩენილი, სანამ 2015 წელი დადგება, მაგრამ შეიძლება ვთქვა, რომ 2014 ჩემთვის შედგა. გასულ წლებთან შედარებით მართლა კარგი წელი იყო. იმის და მიუხედავად, რომ საახალწლო განწყობა არასოდეს არ მაქვს, მაინც მიხარია როდესაც ახალი ეტაპი იწყება. ჩვენ ხომ სულ ახლის ძიებაში ვართ ყოველთვის. 2014 წელი გამორჩეული თითქოს არაფრით არ იყო, მაგრამ ყველაფერი კარგი მოხდა. ვიყავი ყველაზე ბედნიერი, უბედურიც ვიყავი, მაგრამ ბედნიერებამ ყველაფერი გადაფარა. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ცხოვრების არსი და აზრი ვიპოვე 2013 წელს, 2014 წელს ის უფრო გამყარდა და დამანახა რეალური შესაძლებლობები. სხვა წლებთან შედარებით 2014 წელს უფრო გაზრდილი ვიყავი, 21 წლის გავხდი და ვთვლი, რომ ბევრად გავიზარდე.

2015 წლისგან მოველი, რომ იმაზე კარგი წელი იყოს ვიდრე გასული 22, და მინდა რომ ყველა ბედნიერი იყოს. ჩაიაროს ტკივილის გარეშე და “ქვეყანაში იყოს,მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება” :))))

გილოცავთ დამდეგ 2015 წელს. გისურვებთ უდიდეს ბედნიერებას.

New Year 2015 formed from sparking digits over black background

სიბნელე, როგორც ისეთი

images

იყო დრო, როცა თავსაბურავ მოხვეული მივაბიჯებდი ეკლესიის გზისკენ და ღრმად მწამდა, რომ იქიდან გამოსულს ყველაფერი უკეთ იქნებოდა. შეიძლება თავსაც კი ვიმშვიდებდი, მაგრამ ფატქი იყო, რომ უკეთესად ვხდებოდი. ბევრი ლაპარაკი არასოდეს არ მიყვარდა და ყოველთვის მოსმენა მერჩივნა. დრო გადიოდა არც თუ ისე ნელა და აუჩქარებლად. ჩემ გარშემო ბევრი ადამიანი იცვლებოდა და მეც მათთან ერთად სხვანაირი ვხდებოდი.

ამ ქვეყნად არაფერი არ არის აშკარა და ცალსახა, ყველაფერს გააზრება და შენეულად აღქმა სჭირდება. თუმცა რამდენი ადამიანიც არის, იმდენი აზრია. მეც სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირი ვიყავი. სამი წლის წინ, თუნდაც ოთხის ჯერ კიდევ არ უაზრობად მეჩვენებოდა ცხოვრება, თუმცა ასაკთან ერთად ხომ პრობლემებიც იზრდება. მე არ ვიცი ჯერ, ასე ამბობენ. ცხოვრებაში ყველა ადამიანი თავის გზას პოულობს, ან ვერ პოულობს და სხვის გზას მიჰყვება.

ახლა აღარ მივაბიჯებ თავსაბურავმოხვეული ეკლესიისკენ მიმავალ გზას, მაგრამ ღრმად მწამს ის, რომ ადამიანები დამსახურების მიხედვით არ ცხოვრობენ. კინაღამ ისიც მჯერა, რომ ღმერთი, როგორც ამას ჩვენ ვუწოდებთ, ადამიანია, რომელიც თავისი ტვინის შესაძლებლობების 100%-ს იყენებს და ყველას თავის ჭკუაზე მართავს. კაცობრიობამ ვერაფრით ამოხსნა, თუ როგორ მოვაღწიეთ XXI საუკუნემდე. მაგრამ ვისაც არ უნდა შეექმნა ის, დამეთანხმებით, რომ მუსიკა ყველაზე არაამქვეყნიურია.

როგორი საწყენია ის, რომ ყველანი დავიხოცებით. იმედია მანამ, სანამ წყალი დაშრება. არ მინდა დავიხრჩო. დარჩენილი ოცნებები და აუხსნელი  გრძნობები რაღაც სასიამოვნოს ელოდებიან ხოლმე.

22-ე წელია მიწაზე დავაბიჯებ, მაგრამ ჯერ ვერ გავიცანი საკუთარი თავი და ვერ გავარკვიე როოგრ შეიძლება ამდენ გრძნობას ვიტევდე, ამდენი სურვილი ერთად მქონდეს და ამდენი ორგანო ერთად მიმუშავებდეს. დაუსრულებლად ფიქრი ზედმეტად გადამღლელია. ადამიანია შექმნილი სამყარო თუ პირიქით?!

ხოდა იმას ვამბობდი, რომ ცუდია გწამდეს იმის, რაშიც ეჭვის შეტანა უფრო მარტივია და იმის გათვალისწინებით, რომ გენიალურობა სიმარტივეშია, მეც ვარჩევ ვიყო მარტივი და ტვინი არ გადავღალო ჩემთვის უმნიშნელო და გამოსაკვლევად საკმაოდ ძნელ და თითქმის შეუძლებელ თემაზე.

ხალხის დამორჩილება ორ რამეს შეუძლია: რელიგიას და კანონს, რომლებსაც ერთმანეთი შეიძლება იქთვას, რომ გულზე არ ეხატებათ. მაგრამ მე, როგორც მუდამ ჭეშმარიტების მძიებელი, მინდა ვიყო მარტივი, იმაზე მარტივი, ვიდრე ამდენი მითი სამყაროს შექმნაზე.

ხომ არ ჯობია ისევ გვეგონოს, რომ დინოზავრების ზურგზე ვდგავართ და გარშემო დიდი დრაკონი გვყავს შემოხვეული?!

ყველაფერი უფრო მარტივი იქნებოდა ტვინის 10%- ის ნაცვლად, ოდნავ მეტი რომ გვქოდეს მუშა მდგომარეობაში.

brain

აბსტრაქცია, როგორც ასეთი

256575_xenzo_abstract-bird

მე რომ წერა ძალიან მიყვარდეს დავწერდი ყველაფერზე რასაც კი ჩემს გარშემო დავინახავდი, მაგრამ ვინაიდან ყველა ფერის აღქმის უნარი არ მაქვს, ვწერ იმაზე, რაც ცოტათი მაინც ხვდება ჩემს გულს. თუმცა, ასეთი რამე ძალიან იშვიათად ხდება, ან ძირითადათ ვერ ვახერხებ დავიმახსოვრო დღის განმავლობაში რა შეეხო ჩემს გულს, მხოლოდ იმ აბსტრაქციაზე მიწევს დაწერა, რასაც იშვიათად ვაწყდები, უფრო კონკრეტულად რასაც ვგრძნობ.

მუსიკა ალბათ აბსტრაქციაა, მაგრამ მუსიკაზე რა უნდა დავწერო, ეს ისაა, რაც უნდა იგრძნო და საერთოდ, გრძნობებზე წერა დიდი უაზრობაა, მაინც ყველასთვის ინდივიდუალურია. მივდიოდი გზაზე, დავინახე ხე, რომელსაც არც ერთი ფოთოლი აღარ შერჩენოდა. კი გავიფიქრე, რა უსამართლობაა, ხო არ მივიდე და ყველა ფოთოლი მივამაგრო- მეთქი, მაგრამ მერე მივხვდი რომ აი, ძალიან დებილი ვარ და წამოვედი.  მაგრამ აი რა უნდა ქნა, როდესაც უძლური ხარ?! რა უაზრობაა.

რა ცუდია, როდესაც წერ და გინდა იქ, სადაც შენ პაუზას აკეთებ, შენმა მკითხველმაც იგივე გააკეთოს, მაგრამ ეგეც შეუძლებელია, რადგან ყველა ინდლივიდუალურია (იდენტურ ტყუპებსაც კი არ აქვთ იდენტური თითის ანაბეჭდი  – არავინ შემედაოთ). მერე რა, რომ სასვენ ნიშნებს სწორად არ ვსვამ? My post, my rules.

საჭირბოროტო საკითხები რომ განვიხილო ესეც ხომ დიდი უაზრობაა? აი იმიტომ, რომ ყველას თავისი გაჭირვება აქვს. ამ ბოლო დროს უცნაური შიშები დამჩემდა. ერთი კი გავიფიქრე, ფსიქოლოგთან ხო არ მივიდე-მეთქი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ მაგაში ფულს არ დავხარჯავდი და ვარ ესე ჩემი ფობიებით. ნეკროფობია ჩემი ყველაზე ისეთი ფობიაა, რაც ხასიათს მიწამლავს. რითი ვერ მივეჩვიე, რომ ცოცხალი მაინც არავინ დამტოვებს ამ დედამიწაზე. მე რომ ცოცხალი დავრჩე მერე სხვასაც მოუნდება და ღმერთსაც ხო ჭირდება ახალი კადრები. ისე, ღმერთზე გამახსენდა და ხო შეიძლება მართლა არსებობს იქ, ღრუბლებში, წვერებიანი, რომელიც გიყურებს და ხანდახან გეხმარება. არა, ესეც შეუძლებელია. მაინც ხომ ვერ დავამტკიცებთ და რა აზრი აქვს, სიკვდილის წინ მოვინანიებთ და ეგაა. მეტი რა ვქნათ ადამიანებმა.

არჩევანი რომ გგქონდეთ დაიბადებოდით? ანუ თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული. მე არა, იმიტომ არა, რომ ვიცი ძალიან მეწყინება როცა მოვკვდები და ერთხელ მაინც მითქვამს ჯობდა არ დავბადებულიყავი-მეთქი. მარა რომ არავინ მეკითხება ეგაა უბედურება.

შემოდგომაა. ერთ სიტყვიანი წინადადება, რომელიც იმაზე სასიამოვნო მოსასმენია, ვიდრე მძიმეებით ერთმანეთზე გადაბმული რამდენიმე არა ამქყვეყნიური სიტყვა და პრინციპში, არც არა იმქვეყნიური. 2 დღეა წვიმს, მაგრამ არა ისე სახლიდან რომ ვერ გახვიდე. ცივა, მაგრამ არც ისე, რომ სახლში გათბობა ჩართო და აივანზეც ვერ გადიოდე. ამას, წინა წარმოთქმულთან არანაირი შინაარსობრივი კავშირი არ აქვს, უბრალოდ გამახსენდა, რომ შემოდგომაა და აღვნიშნე.

ისე, საკუთარ თავთან აღარ გამიმართავს დიალოგები. ანუ საკუთარ მესთან, როგორც ვეძახდი თავის დროზე. ზედმეტად დაკავებულია საკუთარი მეს შეცნობით.

წიგნების წერა გირჩევნია თუ კითხვა? კითხვას რომ ვიწყებ მაშინვე მეძინება. არ ვიცი, ეს ბავშვობიდან დამჩემდა. რომ ვწერ ვაზროვნებ, ანუ ხომ ხვდებით. ტვინის ორივე ნახევარსფეროსი რა მოგახსენოთ, მაგრამ საკმაოდ დიდი ნაწილი ფიქრობს იმაზე, თუ რა შეიძლება დავწერო, რომ სხვას თუ არა, მე მაინც მომეწონოს, როდესაც გადავიკითხავ.

ყავა ძალიან მიყვარს. ძილიც და წვიმის ყურებაც. სამივე ერთად არა, მაგრამ პირველი და ბოლო საკმაოდ სასიამოვნო კომბინაციაა.

ნეკროფობია დილით, შუადღით და ძილის პროცესში არ მაწუხებს. აი საღამოობით კი ტვინს მილაყებს.

მალე ზამთარი მოვა და არემარე თეთრად დაიფარება.  ჯეინ ეარს რომ ვკითხულობდი, ბუნების აღწერის სამი ფურცელი გამოვტოვე. არც სკოლაში მხიბლავდა მისი დაზეპირება.

ახლაც წვიმს და ყველაფერთან ერთად ჩემი ინტერნეტიც მალე გაითიშება. მიდი და ისაუბრე აბსტრაქციაზე, როგორც ასეთზე.

ყვითელი ფოთლები

ყოველთვის უჩნდება ადამიანს სურვილი საკუთარი ემოციები ამოუშვას ისე, თითქოს სურს თავი უფრო მშვიდად იგრძნოს. არც კი ვიცი საიდან უნდა დავიწყო. იყო და არა იყო რა? ალბათ მართლა მასე სჯობს, რადგან იყო და არა იყო რა. სიყვარული რომ ამაღლებული გრძნობაა ეს ყველამ იცის, მაგრამ ამის უკან რა შეიძლება იმალებოდეს ამაზე არავინ ლაპარაკობს. ამბობენ რომ უყვართ, მაგრამ გულს სტკენენ, ამბობენ რომ ყველაფერს ურჩევნიათ, მაგრამ ეს ყველაფერი სინამდვილეში მხოლოდ სიტყვაა. არ იცი რა ხდება ადამიანის გულსა თუ ტვინში და ალბათ მეცნიერება იმ დონემდე ვერ განვითარდება, რომ ყველამ ყველას ფიქრების, გრძნობების და ემოციების ამოცნობა შეძლოს.

ალბათ უყვარდი, ალბათ ენატრებოდი, მაგრამ ყველაფერი ისე მალე ცვდება, თითქოს სულ სხვა ადამიანი იყვნენ თქვენს მაგივრად. ოცნებები ოცნებებად რჩება, რომლებსაც არ უწერიათ ახდენა. სიტყვა ,,ჩვენ ერთად” გაქრა, უფრო სწორად შუაზე გაიყო და მხოლოდ მე და შენ დარჩა, მაგრამ ცალ-ცალკე. ბევრის თქვა შეიძლება იმაზე, თუ როგორი დაუნდობლები ვართ ადამიანები. მართალია, ურთუერთობას არ აფუჭებს არც დრო, არც მანძილი მხოლოდ ადამიანები აფუჭებენ მათ. კარგავენ იმას, რისი იმედიც ყველაზე მეტად ჰქონდათ.

მოგონებები რომ არასოდეს კვდება ეს სულ მახსოვს, მაგრამ როდესაც მოგონებები მხოლოდ ტანჯვად იქცევა ამას არასოდეს ვაქცევდი ყურადღებას. 1-ლი სექტემბერი, შემოდგომის პირველი დღე. მეცოდება ყველა ყვითელი ფოთოლი, რომელიც ხეს მოსწყდება და დამოუკიდებლად განარგრძობს არსებობას ვინ იცის კიდევ რამდენი ხნით, მეცოდება ყველა ადამიანი, ვინც ვეღარასოდეს მოესწრება კიდევ ერთ შემოდგომას. მაგრამ ყველაფერს ხომ თავისი დრო აქვს, ყველაფერი ხომ ოდესმე დავიწყებას მიეცემა, უბრალოდ ადამიანებო, თქვენ ვერ იგებთ, რომ გაფრთხილება ერთადერთი რამაა, რაც უნდა გააკეთოთ, თუ არ გინდათ თქვენც მოწყვეტილ ყვითელ ფოთოლს დაემსგავსოთ.

სასაცილოა ყველაფერი რაც გგონიათ , რომ თავისით ხდება ან ასე იყო საჭირო. საჭირო ისაა, რაც თქვენ გჭირდებათ, თქვენ კიდევ არ იცით რა გჭირდებათ მანამ, სანამ არ დაკარგავთ. ზედმეტად ბანალურია ეს სიტყვები, მაგრამ სხვა სიტყვების მოფიქრება არ შემიძლია იმდენად მობჯენილია ეს ბურთი ყელში და წვავს მას. გონება დაბინდულია და მხოლოდ წინ ან ქვემოთ იყურება. როგორი სამწუხარო და ამაზრზენია ეს ყველაფერი. აი უბრალოდ სიტყვებს ვერ ვპოულობ ავხსნა რეალობა. უბრალოდ ყველაფერი გაივლის. ისე მოხდება, როგორც ყველასთვის უკეთესი იქნება.

დღეს 1-ლი სექტემბერია. ყოველთვის დავჯდები იქ, სადაც ერთად ვისხედით და ვუყურებ როგორ ცვივა ყვითელი ფოთლები. ყოველთვის მემახსოვრება რომ ერთ დროს მეც მათსავით ჩამოვარდი. არა, ჩამოვარდნის დრო არ იყო, ქარმა ჩამოაგდო ყველა მათგანი.

But I miss you… Most of all… My darlin’… when Autumn leaves start to fall…

Time… Time… Time…

Time-Photoდაძინებას ვაპირებდი. შუადღის ძილი არ მიყვარს, მაგრამ ახლა ძალიან მეძინება, თუმცა რატო გადავწყვიტე წერა მე თვითონაც არ ვიცი.

ადამიანები რას აღარ აკეთებენ ყურადღების მისაქცევად. მეც ხშირად მდომებია ამა თუ იმ ადამიანის ყურადღება მიმექცია, თუმცა მივმხვდარვარ, რომ სრული უაზრობაა და მეტი არაფერი. 5 აგვისტოს 3 წელი გავა რაც ბლოგი გავაკეთე, მაგრამ ეს საერთოდ არაფერს ცვლის. (მაგრამის მაგივრად ჯობდა თუმცა გამომეყენებინა). იმის თქმა მინდოდა, რომ ადამიანები ძალიან იცვლებიან. ყველანაირად იცვლებიან. ადამიანი, რომელიც ერთ დროს შენი ცხოვრების აზრს წარმოადგენდა, ამჟამად მისი სახელიც კი დაივიწყე. არ ვიცი კარგია, თუ ცუდი, ალბათ არც ერთი. ჩემს ცხოვრებაში ბევრი ასეთი ყოფილა-მეთქი ვერ ვიტყვი, ალბათ არავინ ყოფილა მსგავსი, ყველაზე ვიცოდი, რომ დროებითი იუო. სულ ვამბობ, რომ საკუთარი თავი არ მიყვარს-მეთქი, მაგრამ ეს დიდი ტყუილია, რაც ოდესმე შეიძლება ვთქვა. საკუთარი თავი იმაზე მეტად მიყვარს, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია. მეშინია მარტო დარჩენის (თუმცა მარტო დარჩენის ყველას ეშინია, მაგრამ მე განსაკუთრებულად), არ მინდა გული მატკინონ (ეს არც ისე ხშირად ხდება), ყველაფერზე წინ დგას ჩემი პრინციპები და ახირებები, რომელსაც რამდენიმე ცდის შემდეგ მაინც ვერ ავუარე გვერდი, კარიერას ყველაზე წინ ვაყენებდი-მეთქი ერთხელ ვთქვი, მაგრამ გადავიფიქრე და მივხვდი, რომ არსებობს რაღაც/ვიღაც, რაც/ვინც მხოლოდ კარიერაზე კი არა, მთელ ჩემს ცხოვრებაზე წინ დავაყენო. ძალიან ბევრი უარყოფითი თვისება მაქვს, ალბათ უფრო ბევრი ვიდრე დადებითი. პატიება არ შემიძლია. ვერ ვაპატიებ ადამიანს ვერაფერს. აი ბანალური კითხვა რომ არის, რას ვერ აპატიებდი საყვარელ ადამიანს? ხშირად მიფიქრია და კონკრეტულ პასუხამდე ვერასოდეს მივსულვარ, მაგრამ საკუთარი გამოცდილებიდან (რომელიც საშუალო სიდიდისაა), შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ვერც ვერაფერს, მინდა მაგრამ არ შემიძლია, მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი თავი, საკუთარი თავმოყვარეობა ყველაფერზე წინ დგას. ცხოვრებაში საინტერესო არაფერი არ ხდება. აი იცი როგორია? ერთ ადგილას დგახარ, გაქვს ძალიან ბევრი მიზანი, ძალიან ბევრი ოცნება და უზომოდ ამბიციური ხარ, მაგრამ არაფერს არ აკეთებ, იმიტო კი არა, რომ არ შეგიძლია, უბრალოდ ტრაკის განძრევა გეზარება. ივლისის ბოლო დღეა და აგვისტოც ძალიან მალე დამთავრდება.

სამყაროში რა აღარ ხდება, ყოველ დღე ათასობით ადამიანი იღუპება. მე კი ვზივარ უმოქმედოთ და არც კი ვიცი რას ველოდები, უბრალოდ ბედნიერი ვარ, ძალიან ბედნიერი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ვიპოვე და მივხვდი მის მნიშვნელობას. არ მინდა თინეიჯური პოსტი გამომივიდეს, მაგრამ მგონი უკვე გვიანია. არაუშავს, თინეიჯერობის დროს ბლოგი რომ მქონოდა ალბათ დავწერდი იმაზე, თუ როგორ ცუდათ ვარ და როგორ მომბეზრდა ყველაფერი. ასაკის მატებასთან ერთად უფრო ხვდები, რომ ცხოვრება ისე არასოდეს უნდა დატოვო როგორც არის, უნდა შეცვალო ყველა და ყველაფერი იმ ერთის გარდა, რომლის გარეშეც სუნთქვა არ გინდა. ამ ბოლო დროს ყველაფერი ერთად დაგროვდა, რომელიც ამ ორი წლის განმავლობაში ავურიე, მაგრამ რაც არ გვკლავს გვაძლიერებს, ხოდა ერთიანად ვცდილობ დალაგებას, მაგრამ ცალ-ცალკე გამოდის. ხოდა ივლისიც გავიდა და დარჩა სულ რაღაც 31 დღე დასვენებისთვის. ვერ ვიტან ზაფხულს, ყველაფერი გაჩერებულია და ყველა უმოქმედოთ არის. ვერც სიცხეს ვიტან და ამის გამო მთელი 2 თვე ისეთი სახით დავდივარ აი “ყველა და ყველაფერი რო ეზარება”.

ვერ ხვდები ადამიანები რატო იცვლებიან? მართლა ვერ ვხვდები. არა ნაწილობრივ მესმის. უბრალოდ დრო და მანძილი ეს ორი ისეთი რაღაცაა, რაც ყველას და ყველაფერს ცვლის. თუმცა მანძილიც დროზეა დამოკიდებული. დრო. დრო.. დრო…

ცხოვრებაში ერთხელ შემრცხვა, ძალიან შემრცხვა საკუთარი თავის, ერთხელ ვინანე, ძალიან ბევრჯერ ვიტირე მთელი გულით, მიყვარდა კიდეც, მქონია რთული მომენტები, ძალიან რთულიც, პირველი ტატუც ზუსტად მაშინ გავიკეთე, მაგრამ სიკვდილი არასოდეს მდომებია. მინდოდა უფრო ძლიერი ვყოფილიყავი და ალბათ ძალით ვეძებდი იმ ყველაფერს, რაც გამაძლიერებდა…

ადამიანები ძალიან უაზრო და გაუგებარი არსებები ხართ, დანამდვილებით არასოდეს იცით რა გინდათ. რომ არ მიყვარდეთ ალბათ ყველაზე მეტად შეგიძულებდით.

ეს ნაყინი და მუსიკა ერთმანეთს არ უხდება, ორივე უგემურია.